https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი საპატიო კონსულებს

11:08; 20.08.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში აკრედიტირებული საპატიო კონსულები მაია ფანჯიკიძის უწყებას მათი უფლებების უხეშად ხელყოფასა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი 14 აგვისტოს პრემიერ  ირაკლი ღარიბაშვილს კონსულებმა წერილით მიმართეს და საკითხის შესწავლას უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ითხოვენ.  მიმართვას ხელს  22 საპატიო კონსულიდან   17 აწერს.  მათ შორის: კანადის, ბელგიის, ფილიპინების, ინდონეზიის, ესპანეთის, სლოვაკეთის, დანიის,  ავსტრიის, მექსიკის, ნორვეგიის,  ფინეთის, ირლანდიის, სლოვენიის, სან მარინოსი და პორტუგალიის. როგორც განგვიმარტეს,   5 კონსულს ხელი იმ მიზეზით არ აქვს მოწერილი, რომ  საქართველოში არ იმყოფებიან.

"გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი ქვეყნის საპატიო კონსული აცხადებს:

"2014 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც მოულოდნელად წარმოგვიდგინეს "პროტოკოლის სახელმძღვანელოს პროექტი (სწორედ ასე ეწერა- "First Draft") რა დროსაც შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მოხდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა, თუმცა მომდევნო დღეს, იმავე უწყებიდან  მივიღეთ ვერბალური ნოტა №01/34/39/8, სადაც გვატყობინებენ, რომ უკვე მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში  შედის საპატიო კონსულებისათვის დაწესებული შეზღუდვები.

ამ ტიპის შეზღუდვების იმპლემენტაცია ცალსახად გააუარესებს ამ კორპუსის

სამუშაო პირობებს და ბუნებრივია ეს ზოგადად ნეგატიურად იმოქმედებს იმ  საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან ჩვენი კოლეგები."

საპატიო კონსულები შეშფოთებას გამოთქვამენ ვენის კონვენციის დარღვევის გამო   და აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით საგარეო საქმეთა სამინისტრო კონვენციის იმ დებულებებს უგულებელყოფს, რომლის ხელმომწერია საქართველო 1994 წლიდან.

"გურია ნიუსმა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 18 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "დიპლომატიური "წნეხი" საპატიო კონსულებისთვის?!  _ 17 კონსულის  მიმართვა ღარიბაშვილს"

ამავე დღეს  კითხვებით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელთა პასუხს უცვლელად გთავაზობთ.

_  საპატიო კონსულების განცხადებით, პირველი სექტემბრიდან მათ გარკვეული სახის შეზღუდვები უფინანსდებათ. რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი?

_ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელოზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო.  მასში გაწერილია ყველა ის კომპონენტი,  რაც საქართველოში დიპლომატის ყოველდღიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ ქართული დიპლომატიური პროტოკოლის ისტორიაში, მსგავსი სახის ერთიანი დოკუმენტი, სადაც თავს მოიყრიდა დიპლომატიური/ საკონსულო სტატუსის მქონე პირის საქმიანობასთან დაკავშირებული   რეგულაციები, ამ დრომდე არ არსებობდა. მაშინ როცა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი სახის ნორმები და რეგულაციები. შესაბამისად მოცემული  სახელმძღვანელოს  შემუშავება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული დიპლომატიური პროტოკოლის საქმიანობაში.

დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევში მოცემულია საქართველოში დიპლომატიური თუ საკონსულო საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებული რეგულაციები და ნორმები – მაგალითად როგორიცაა, ელჩის მიერ აგრემანის მიღების პროცედურა, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია, აკრედიტაციის წესები, დიპლომატისთვის არსებული შეღავათები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და მისით სარგებლობა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, აეროპორტში ცალკეული მომსახურებით სარგებლობის საკითხები,  დიპლომატიური მისიების და დიპლომატების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ოფიციალური მაღალი დონის  ვიზიტებთან დაკავშირებული წესები   და ა.შ.   შეიძლება ითქვას, რომ პირველად ქართული დიპლომატიის ისტორიაში ჩვენ მოვახდინეთ ამ რეგულაციების სისტემატიზირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ  საქართველოში მოღვაწე უცხოელმა დიპლომატმა იცოდეს ამ ქვეყანაში საკუთარი უფლებები და ის ნორმები, რომლითაც ჩვენი სახელმწიფო  ხელმძღვანელობს დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობის დროს. 

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოწესრიგდა აქამდე არსებული მიდგომები, გათვალისწინებული იქნა  ვენის კონვენციის   ნორმები და    საქართველოს კანონმდებლობის პატივისცემის პრინციპები. სახელმძღვანელოს მუშაობის დროს  საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულტაციას აწარმოებდა სხვადასხვა  შესაბამის უწყებებთან, იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო, თუ  სამართალდამცავი სტრუქტურები.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი არანაირად არ ზღუდავს დიპლომატიური თუ საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირის უფლებებს საქართველოში და პირიქით, ხელს უწყობს მათ  კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული საქმიანობის განხორციელებაში,  აწესრიგებს რა სწორედ მათ უფლებებთან დაკავშირებულ,  მთელ რიგი  ტექნიკური ხასიათის საკითხებს.

რაც შეეხება კონკრეტულად საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირებს, დოკუმენტში  სრულად არის გათვალსიწინებული მათ მიმართ ვენის კონვენციით გაწერილი სხვადასხვა სახის შეღავათები.   მოგახსენებთ, რომ საპატიო კონსულების საქმიანობას განსაზღვრავს 1963 წლის ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ მესამე თავი, სწორედ აქ არის გაწერილი მათი სტატუსი და პრივილეგიები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპატიო კონსულები არ წარმოადგენენ კარიერულ დიპლომატებს და კონსულებს, რაზეც ხაზგასმით მიუთითებს ვენის კონვენცია (თავი პირველი, დეფინიციები,  პარაგრაფი მეორე), სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ საპატიო კონსულები არ წარმოადგენენ კარიერულ კონსულებს ვენის კონვენცია არ ითვალისწინებს იმ პრივილეგიებს, რაც იმავე კონვენციით მინიჭებული აქვს კარიერულ კონსულსა და დიპლომატს.

კერძოდ,  სწორედ  საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მესამე თავში არის აღწერილი საპატიო კონსულის საქმიანობა და ასევე გაწერილია ის კონკრეტული შეღავათები რითიც სარგებლობის უფლება აქვს საპატიო კონსულს. დოკუმენტში ცალსახად არის მოცემული, რომ კონვენციით გათვალსწინებული შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობა საპატიო კონსულს შეუძლია, მხოლოდ მისი, როგორც საპატიო კონულის  საქმიანობის დროს. მათ შორის საუბარია იმუნიტეტზე სადაც აღნიშნულია, რომ პირი სარგებლობის იმუნიტეტით მხოლოდ საპატიო კონსულის საქმიანობის განხორციელების პროცესში.

კონვენცია ასევე არეგულირებს საპატიო კონსულისთვის საგადასახადო შეღავათებს. კონვენციის მესამე თავში, პარაგრაფი 62 კონკრეტულად არსის გაწერილი ის შემთხვევები, როცა საპატიო კონსულს უფლება აქვს ისარგებლოს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით და ეს  პრინციპი და უფლებები ასევე დაცულია ჩვენს დოკუმენტში.

რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სპეციფიურ სანომრე ნიშნით სარგებლობას,  საერთაშორისო ნორმებით არ არის გათვალისწინებული მათთვის განსაკუთრებული სანომრე ნიშნები, თუმცა საპატიო კონსულების საქმიანობისადმი ჩვენი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ მათ შევთავაზეთ საქარე მინაზე სპეციალიზირებული "სტიკერი", რომლითაც მოხდება მათი იდენტიფიცირება. რაც შეეხება ავტოსაგზაო მოძრაობის წესებს და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, მიგვაჩნია, რომ საგზაო მოძრაობის წესებზე დამორჩილება ყველასათვის სავალდებულოა  მიუხედავად მისი სტატუსისა, რადგან ავტოსაგზაო მოძრაობა დაკავშირებულია  ადამიანების უსაფრთხოებასა და დაცულობასთან. ჩვენ შევისწავლეთ ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, ავტოსაგზაო მოძრაობის წესებისადმი  დამორჩილება ყველა ქვეყანაში არის სავალდებულო.

აეროპორტით სარგებლობისას არსებული შეღავათები ასევე მოვაქციეთ საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში. იმისათვის, რომ  ხელი შევუწყოთ საპატიო კონსულების ეფეტურ საქმიანობას, დავამკვიდრეთ წესი, რომლის თანახმადაც საპატიო კონსულის წერილის საფუძველზე გაიცემა ერთჯერადი საშვები, რითაც ისინი შეძლებენ ისარგებლონ აეროპორტის ცალკეული მომსახურებით, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილი სპეციალური სადგომით და ასევე აეროპორტის რეჟიმულ ზონებში გადაადგილების უფლებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ვენის კონვენცია ცალსახად მიუთითებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას (ვენის კონვენცია თავი მეორე, პარაგრაფი 55-ე). აღნიშნულ სახელმძღვანელოზე მუშაობისას ჩვენ ასევე  შევისწავლეთ ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა,  მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და დავეყრდენით სწორედ იქ არსებულ მოდელებს.

_  რატომ გახდა საჭირო რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეზღუდვების დაწესება არ მომხდარა. ყველა ნორმა, რომელიც მოცემულია დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევში ეფუძნება საერთაშორისო კანონმდებლობას და ვენის კონვენციის პრინციპებს დიპლომატიური საქმიანობისა და საკონსულო საქმიანობის შესახებ. მოხდა ამ ყველაფრის სისტემატიზირება, მოწესრიგება და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.   

_  რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, 7 აგვისტოს გამართულ შეხვედრას მხოლოდ ორი საპატიო კონსული ესწრებოდა, სან მარინოსა და ბელგიის, რადგან დანარჩენების ინფორმირება გვიან მოხდა, ნაწილი კი ქვეყნიდან იყო გასული. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ საერთო ჩართულობის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება?

_ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მანამ ვიდრე მოხდებოდა აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაცია, ცვლილებების თაობაზე წინასწარ, რამდენიმე დღით  ადრე წერილობით აცნობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მათ შორის საპატიო კონსულებს.  მ.წ. 7 აგვისტოს გზამკვლევის პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოხდა აღნიშნული დოკუმენტის განხილვა, სტუმრებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე და გაიზიარეს ჩვენი შეხედულებები, რის შემდეგაც მოხდა სახელმძღვანელოს  გამოქვეყნება სამინისტროს ვებ-გვერდზე.

_ როგორც ჩვენთვისაა ცნობილი საქართველო 1994 წლიდან მიუერთდა ვენის კონვენციას, რომლის თანახმად, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ხორციელდება რათა საკონსულო დაწესებულებებმა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ეფექტიანად შეასრულონ შესაბამისი ფუნქციები თავიანთი სახელმწიფოების სახელით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და მისი წესდების პრინციპებთან. მიღებული შეზღუდვებით, ხდება თუ არა აღნიშნული კონვენციის დარღვევა? რითი უნდა განსხვავდებოდეს საპატიო კონსული ჩვეულებრივი მოქალაქისგან, როცა  ის ითვლება დიპლომატიური კორპუსის წევრად?

_ საპატიო კონსულის ინსტიტუტს განსაზღვრავს ვენის კონვენცია საკონსულო საქმიანობის თაობაზე. ყველა ის პრინციპი, შეღავათი თუ პრივილეგია, რაც არის გათვალისწინებული მათთვის ვენის კონვენციით, შენარჩუნებულია. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობისას ჩვენ ამოვედით სწორედ ვენის კონვენციის ნორმებიდან და მასთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ ყველა ის შეღავათი თუ პრივილეგია, რომელიც აქამდე არსებობდა საპატიო კონსულებისთვის.

_  გააუქმა თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატიო კონსულებს ე. წ აიდი ბარათები, რომლითაც ისინი გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ?

_  საპატიო კონსულების ე.წ. აიდი ბარათები არ გაუქმებულა. ჩვენ შევცვალეთ არსებული ბარათები, მისი დიზაინი და ყველა საპატიო კონსულს ახალი ბარათები გადაეცემა.  

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვინ არის ის "ღირსეული", ვისთვისაც ვიცე-მერის პოსტი ინახება?

ტრადიციული დოღი ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26.12.2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26.12.2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26.12.2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო