https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზამთრის არდადეგების ხარჯზე სასწავლო წლის ხანგრძლივობის ზრდა, არაეფექტური იქნება”

21:08; 20.08.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებია.  სასწავლო წლის ხანგრძლივობა 35 კვირამდე  იზრდება, სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება მეხუთე კლასიდან შემოდის,  ცვილებები ეხება სადამრიგებლო და აბიტურის საათებსაც.

ეროვნული სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შეფასება ჩვენ „საქართველოს განათლების ლიგის“ თავმჯდომარეს და ექსპერტს განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილს ვთხოვეთ.

_ ქალბატონო მანანა, განათლების სამინისტროს  ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილება  და  ზამთრის არდადეგების ხარჯზე, სასწავლო წლის ხანგრძლივობა 35 კვირამდე გაზარდა. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ  თქვენ ეს გადაწყვეტილება. იყო თუ არა სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდა საჭირო?

_სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდა 2 კვირით ძალიან კარგია. ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევს.  ბავშვებს ცოდნა უფრო გაუმყარდებათ. მაგრამ მე არ ვარ მომხრე, რომ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყოს. ჩემი აზრით,  სწავლის დაწყების ყველაზე კარგი თარიღი პირველი სექტემბერია. კარგად გამოჩნდა, რომ ზამთრის არდადეგების შემცირების ხარჯზე, სასწავლო დროის ხანგრძლივობის გაზრდა, მრავალი წლის მანძილზე, არაეფექტური იყო. არავინ არ მივა იმ პერიოდში სკოლაში, რაც მათ სასწავლო დღეებად გამოაცხადეს.  არ იქნება დასწრება.  საქართველო გეოგრაფიულად ისეთ სარტყელშია, სწავლა ივნისშიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს.

მაისის ბოლოს წყდებოდა სწავლა და ახლაც ასე აჯობებს. ზამთრის არდადეგების 30 დეკემბრიდან 14 იანვრამდე შემცირება, არაფერს მოიტანს, პირიქით,  უდისციპლინობისკენ წავა ყველაფერი.  სააკაშვილის მმართველობის დროს შემცირდა სწავლის ხანგრძლივობა.  ვეუბნებოდი, რომ ამით განათლების ხარისხიც შემცირდებოდა,  მათ კი ყური არ შეიბერტყეს.  ახალმა მთავრობამ კი  ზამთრის არდადეგების ხარჯზე გაზარდა სწავლის დრო. რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაეფექტური იქნება. უმჯობესი, ისევ და ისევ, სწავლის 1 სექტემბერს დაწყება იქნებოდა.

_  მეორე უცხო ენის სწავლება მეშვიდე კლასის ნაცვლად მეხუთე კლასიდან დაიწყება.  რამდენად სწორია, როდესაც ბავშვი პირველი უცხო ენის სწავლას პირველი კლასიდან იწყებს, ხოლო მეორე უცხო ენა 5 წლის შემდეგ შემოდის სწავლებაში? თქვენი აზრით, იქნება თუ არა უცხო ენის  ამგვარი სწავლება ეფექტური?

_ ადრე მეორე უცხო ენის სწავლება მეხუთე კლასიდან იწყებოდა, ხოლო პირველის  –  მესამე კლასიდან. კლასიკური პედაგოგიკა ამბობს, რომ ბავშვი ჯერ უნდა იცნობდეს საკუთარი დედაენის გრამატიკულ სტრუქტურას და მერე ისწავლოს სხვა. იყო პერიოდები, როდესაც მეორე კლასიდან იწყებდნენ სწავლებას და მაინც ეფექტური იყო. პირველი უცხო ენა მაშინ იყო რუსული, მეორე უცხო ენა ინგლისური, ფრანგული, ან გერმანული და იწყებოდა მეხუთე კლასიდან. სააკაშვილის დროს ერთი უცხო ენა გადაიტანეს პირველ  კლასში, მეორე უცხო ენა გადასტყორცნეს მეშვიდე კლასში. ანუ ხელოვნურად გააკეთეს ისე, რომ ბავშვს არ აეთვისებინა უცხო ენა. რაც უფრო ადრეულ ასაკში ასწავლი უცხო ენას ბავშვს, უფრო კარგია, მაგრამ უცხო ენის სწავლების ყველაზე ეფექტური ასაკი პედაგოგიკისთვის მესამე კლასიდანაა.

სააკაშვილმა არ გაითვალისწინა ეს შენიშვნა. ამ ხელისუფლებამ გაითვალისწინა და მეშვიდედან მეხუთეში გადმოიტანა.  ვკითხულობ, რატომ არ გადმოიტანა მეორე უცხო ენა მესამე კლასში? თუ პირველ კლასში აწყებინებ ინგლისურს (რაც ძალიან ცუდია), ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა მეორე უცხო ენა მესამე კლასში დაეწყოთ. რატომ აკეთებენ ამხელა შუალედს ამ ორ უცხო ენას შორის? მთელ ხუთ წელია მათ შორის შუალედი. 

_ 2014-2015 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კლასის დამრიგებელმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე: პიროვნული და მორალური განვითარება; გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია; მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება; თვალსაწიერის გაფართოება. დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით: კითხვის ტექნიკის გაძლიერებით; წაკითხულის განხილვა-გააზრებით; ანალიზის უნარის განვითარებით; მსჯელობის უნარის განვითარებით;  პრეზენტაციის უნარის განვითარებით; შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.თქვენი აზრით, რამდენად აქვთ კომპეტენცია კლასის დამრიგებლებს, სწორედ ამ მიმართულებით ჩაატარონ სადამრიგებლო საათები?

_   დამრიგებლებისთვის ამ პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად ჩნდება კითხვა,  რამდენად ეფექტური იქნება და წაადგება ჩვენი ბავშვების განათლების ხარისხს სადამრიგებლო საათები? ყველა დამრიგებელი ხომ არ არის ფილოლოგი, ანალიტიკური წერა რომ ასწავლოს ბავშვებს, ან იმ მიმართულებებში ჩაატარონ გაკვეთილები, რაც  თქვენ ზემოთ ჩამოთვალეთ?  ყველას აქვს ამის კომპეტენცია? ისეთი ინფორმირებული  ბავშვები გვყავს, რომ თუ მასწავლებელს შესაბამის საგანში კვალიფიკაცია არ ექნება,  არ დასხდებიან გაკვეთილზე  და  არ მოუსმენენ მას. კიდეც რომ ხარისხიანად ჩაატარონ დამრიგებლებმა აღნიშნული გაკვეთილები, არის ეს ანაზღაურებადი?  დამრიგებლობა კი  ანაზღაურებადია, მაგრამ მიზერული თანხაა, 19 ლარი.

 ამ 19 ლარში უნდა ჩაატარონ ეს გაკვეთილები?  მე ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ არ მსმენია. გადაუხდიან კი დამრიგებლებს? გაკვეთილის ჩატარება ძალიან რთული პროცესია, მას სერიოზული მომზადება სჭირდება.  

პირველი,  რაც უნდა გაკეთდეს განათლების სისტემაში ისაა, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს აღზრდის კონცეფციის შესახებ.  რა იდეოლოგიას ეფუძვნება ბავშვის, სტუდენტის, მოსწავლის აღზრდა. უმაღლესი განათლების კანონი საერთოდ არ ცნობს სიტყვა „აღზრდას“.  სწორედ ეს მთავარი შენიშვნა ჰქონდა  პატრიარქს ამ კანონების მიღებისას.  აღზრდაზე იყო მთელი ორთაბრძოლა. მაგრამ აღზრდის სისტემა საერთოდ მოშალეს.

_ ახალი სასწავლო წლიდან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „აბიტურის საათები“  გახდება უფრო მოქნილი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული.  სკოლა დამოუკიდებლად გადაწყვეტს რომელ საგნებში ჩაატაროს "აბიტურის საათი".  თქვენი აზრით, როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში აღნიშნული საათები?

_პირადად მე ვაყენებდი საკითხს, რომ 8 საატესტატო გამოცდის ჩაბარება მეთორმეტე კლასის ბოლოს რთულია. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს გაითვალისწინა და გაყო გამოცდები. ოთხს მეთერთმეტე კლასში ატარებს. ეს საგნებია:  ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია და ბიოლოგია. ოთხს – მეთორმეტეში: ქართული, მათემატიკა, უცხო ენა,  ისტორია.

წელს მეთერთმეტე კლასელებმა პირველად ჩააბარეს საატესტატო ე.წ.  „კატის“ გამოცდები.  მათთან არ იყო ჩასმული  „აბიტურის საათები“.  თუმცა ამის საჭიროება გამოჩნდა. ძალიან ბევრი მეთერთმეტე კლასელი ვერ გავიდა გამოცდაზე იმის გამო, რომ არადამაკმაყოფილებელი შეფასებები ჰქონდათ. ძალიან ბევრი არ იყო მზად და არ გავიდა. აკეთეს ცნობები და  ა.შ.  ძალიან ბევრი გავიდა და ჩაიჭრა. მათი რიცხვი ათასობითაა.

ეს რაც ჩაიჭრა, მაგრამ ვინც არ გავიდა გამოცდებზე? ამის სტატიასტიკას რატომ არ აქვეყნებს სამინისტრო? მეთორმეტე კლასელებსაც  საგამოცდო საგნებში სჭირდებათ „აბიტურის საათები“.  იმ საგნებშიც,  რომელსაც მეთერთმეტეში აბარებენ , რადგან მერე ერთწლიანი წყვეტა აქვთ და სამინისტრო ეუბნება, რომ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ  ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია და ბიოლოგია.  საბუნებისმეტყველო საგნები გახდა პრიორიტეტული და ამ მიმართულებაზე მოხვედრილი სტუდენტები სახელმწიფოსგან 100%-იან გრანტს იღებენ. ამ საგნებში „აბიტურის საათების“ ჩაუტარებლობით  სახელმწიფო მოსწავლეს რეპეტიტორის დაქირავებისკენ უბიძგებს,  რისი ფულიც ყველას მშობელს არ აქვს. ამიტომ „აბიტური“ სჭირდებათ როგორც მეთერთმეტე,  ასევე მეთორმეტე კლასელებს.

_ კიდევ ერთი სიახლე მომავალი სასწავლო წლიდან  პროფესიული კურსების ჩატარებას ეხება. მე-9  კლასელთათვის 500 სკოლაში პროფესიული  ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი  დაინერგება, რაც განათლების სამინისტროს შეფასებით, მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ. რას იტყვით ამ სიახლეზე?

_ რაც შეეხება პროფესიულ ორიენტაციას,  ასე არ ხდება, რომ  მეცხრე კლასელს  ჩაუტარდება გაკვეთილი  და  ის აირჩევს პროფესიას.   ერთი საგნის სწავლებით ბავშვი ვერ განსაზღვრავს თავის პროფესიულ ორიენტაციას. ამაში თავიდანვე ჩართული უნდა იყოს ოჯახი, სკოლა, მშობლები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები და  მრავალწლიანი განსჯის, დაკვირვების შედეგად უნდა მივიდნენ  საერთო კონსესუსამდე. ასე უნდა აირჩიოს მოსწავლემ პროფესიული ორიენტაცია. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა. ერთი კურსით  ეს საკითხი ვერ გადაწყდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სამხედრო გზა დარიალთან ისევ ჩაიკეტა

გამგებლის წარმომადგენელს კაბინეტის კარი აუჭედეს

ყველა სიახლე

მთავარი

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025
ფინანსები

შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში – საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს

16:04; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

14:37; 24.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24.12.2025
საზოგადოება

„ჟამი კითხულისა“ _ შემოქმედის ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა

14:04; 24.12.2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24.12.2025
მსოფლიო

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

12:56; 24.12.2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24.12.2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24.12.2025
ბახვიჰესი

“მე ავაშენე ბახვი ჰესი”

12:03; 24.12.2025
საზოგადოება

ონლაინ შოპინგი: როგორ ავირიდოთ შეცდომები და შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი

11:15; 24.12.2025
სამართალი

კახეთში კაცმა მძევლად საკუთარი ბებია აიყვანა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა – დეტალები

10:47; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო