ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, სასკოლო წიგნები უკვე ოზურგეთშია და ამ დღეებში საჯარო სკოლებს გადაეცემა.
"განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელსაც ძალაში რჩება მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემის პროგრამა. დღესდღეობით უკვე ყველა სახელმძღვანელო მიღებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ამ დღეებში მოხდება სკოლებისთვის გადაცემა.
ასევე, ჩვენ ვიყენებთ იმ რესურსს, რომელიც გვაქვს. მოგეხსენებათ ეს პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო და ყველა წიგნი სკოლის ბიბლიოთეკაში არის დაცული. ასე, რომ არცერთი ბავშვი წიგნის გარეშე არ დარჩება.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ უფასო წიგნები გადაეცემა ქალაქ ოზურგეთის გიმნაზიის მოსწავლეებს, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ", _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.