https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა რაოდენობის საწვავს მოიხმარს საკრებულო ყოველთვიურად

10:09; 2.09.2014
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოველთვიურად სულ 2 430 ლიტრი საწვავი აქვს გამოყოფილი ბიუჯეტიდან.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად გამოსაყენებელი მუნიციპალური ან პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა გახორციელდეს "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს #3 დადგენილების დამტკიცებული ბიუჯეტის "საქონლისა და მომსახურების" მუხლიდან, შემდეგი ლიმიტის ფარგლებში:

საკრებულოს თავმჯდომარე _ 500 ლიტრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე _ 350 ლიტრი, საკრებულოს აპარატის უფროსი _ 150 ლიტრი; განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე _100 ლიტრი; აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; ლეგალიზაციის კომისია _ 150 ლიტრი, ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; ფრაქცია "კოალიცია ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" _ 70 ლიტრი; ფრაქცია ""ძლიერი სოფელის" თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; ფრაქცია "ჩვენი ოზურგეთი" _ თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე _ 100 ლიტრი; განყოფილების უფროსებს _ 40 ლიტრი; მთავარ სპეციალისტებს _ 10 ლიტრი; მდივან-რეფერენტი _ 10 ლიტრი".

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იქმნება საწვავის ყოველთვიური სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელ ღონისძიებებს _ 150 ლიტრის ოდენობით.

მივლინების დროს საწვავით უზრუნველყოფა გახორციელდეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საწვავის სარეზერვო ფონდის ფარგლებში. ოფიციალურ დოკუმენტს ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აწერს.

მიზანმიმართულად დაიხარჯება თუ არა საწვავის ძალიან დიდი რაოდენობა, ვინ უნდა გააკონტროლოს გახარჯული საწვავის ოდენობა, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტიდან გამოყოფილი საწვავის ამ რაოდენობას _ ამაზე კომენტარს არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები და თავად საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აკეთებენ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნული საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს სამოქალაქო საზოგადოება: "500 ლიტრი საწვავი ერთი მანქანისთვის შეიძლება ბევრი იყოს, მეორესთვის _ ცოტა. რისთვის არის საჭირო 500 ლიტრი, 350 ან 150 ლიტრი? ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ მანქანით "იკატაონ", არამედ, პირიქით, საჯარო ფუნქციის შესასრულებლად უნდა გამოიყენონ. ძალიან კარგი იქნება, რომ ამას ყურადღება მიექცეს.

პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით წარმომადგენლობითი ორგანოებისთვის, საკრებულოებისთვის, გაწერონ მოსახლეობასთან შეხვედრების გეგმა და გახადონ მაქსიმალურად საჯარო, ამის შემდეგ ნაკლები კითხვები გაჩნდება ამ კუთხით, საწვავსა და იგივე მივლინებებთან დაკავშირებით, მუშაობენ თუ არა, ატარებენ თუ არა შეხვედრებს, რა რაოდენობის საწვავი დაიხარჯა, ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვისაც კარგი იქნება. რადგან ხალხთან ყველაზე ახლოს არის თვითმმართველობა. რაშის ხარჯავ 500 ლიტრ საწვავს? ან მეორე _ 350-ს, მესამე _ 150 ლიტრს? ეგებ, ერთი მანქანით გადაადგილდებიან შეხვედრების დროს? ხომ სავსებით ლეგიტიმური კითხვაა? ოთხი-ხუთი ადამიანი შეიძლება ერთი მანქანით გადაადგილდეს. ხვალ და ზეგ ასეთი კითხვები აუცილებლად გაჩნდება", _ აღნიშნავს ალაფიშვილი "გურია ნიუსთან".

ირაკლი პაპავა, "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი:

_ მოცემულ შემთხვევაში, ამ კონკრეტული ხარჯების შეფასებისას, შეიძლება მისმა სიდიდემ (მოცულობამ) აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს და სავსებით შესაძლებელია, მუნიციპალური ბიუჯეტიდან ამ ოდენობის ხარჯების გაწევა ვინმეს გადაჭარბებულად მიაჩნდეს, მაგრამ ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი _ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლების მხრიდან თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილებების ჯეროვნად გახორციელება, წესითა და რიგით, ხშირად მოითხოვს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე გასვლებს, რასაც, ბუნებრივია, სატრანსპორტო საშუალებები და საწვავით უზრუნველყოფის ხარჯები ესაჭიროება (მაგალითად, საკრებულოს თანამდებობის პირების გასვლითი შეხვედრები მოსახლეობასთან, მათთან ინტენსიური ურთიერთობა, რაც ამ პირთა უშუალო სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენს. ასევე, საკრებულოს აპარატის ვალდებულება, დოკუმენტურად, ოქმის შედგენის გზით, გააფორმოს, მაგალითად, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების მიერ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული ამომრჩევლების ყოველთვიური მიღება). აქ ძირითადი და ამოსავალი ერთი რამ უნდა იყოს _ საწვავით უზრუნველყოფისთვის დადგენილი ხარჯები ზღვრული ლიმიტის ფორმით უნდა იქნას განსაზღვრული და მის ფარგლებში კონკრეტული ხარჯის გაწევა საკრებულოს თავმჯდომარის ან/და საკრებულოს აპარატის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე უნდა მოხდეს; კერძოდ, აღრიცხული უნდა იქნას საკრებულოს ამა თუ იმ თანამდებობის პირს ან აპარატის თანამშრომელს თავისი უშუალო სამსახურებრივი უფლებამოსილების გასახორციელებლად რამდენი გასვლითი შეხვედრა დასჭირდა, თითოეული გასვლისას სატრანსპორტო საშუალებით რა მანძილი გაიარა და რამდენი ლიტრი საწვავი დასჭირდა ამისთვის. შესაბამისად, ამ ფაქტობრივი მონაცემების დაჯამების შედეგად უნდა იქნას გამოყვანილი კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან აპარატის თანამშრომელზე ყოველ თვეში გასაცემი საწვავის რეალური ხარჯის ოდენობა. ამასთან, თითოეულმა პირმა ერთგვარი "ანგარიშგება" უნდა წარმოადგინოს და დაასაბუთოს მის მიერ უშუალოდ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის გასახორციელებლად (და არა პირადი საჭიროებისთვის) მოხმარებული საწვავის ოდენობა.

_ რისთვის უნდა იყოს გამოყოფილი საწვავი?

_ საწვავით უზრუნველყოფის ხარჯები გამოყოფილი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით. როგორც წესი, საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, ამომრჩევლებთან, ადგილზე გაეცნონ მოსახლეობის აზრს და პრობლემებს, რაც, ბუნებრივია, გასვლით შეხვედრებსაც მოიცავს და გულისხმობს. რაც შეეხება საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარტის თანამშრომლებს, ისინი, ვალდებულნი არიან, ადგილებზე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლთა ყოველთვიურ მიღებას, ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ანგარიშის წარდგენას და უზრუნველყონ ამ შეხვედრების დოკუმენტური გაფორმება, ოფიციალური ოქმების შედგენის გზით. სწორედ ამ ტიპის გასვლებისა და უშუალო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის უნდა გამოეყოთ ზემოაღნიშნულ პირებს მუნიციპალურ ან პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის ხარჯები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემების საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აღნიშნავს, რომ წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით, ამ კუთხით ძალიან დიდი ეკონომია გააკეთეს:

_ ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ საწვავის ოდენობა, ვიდრე ჰქონდა წინა საკრებულოს, გავაკეთეთ 500 ლიტრის ეკონომია. აქამდე ჩვენი ხარჯებით დავდიოდით. დღეს ორ შეხვედრაზე ვიყავით, თითქმის ყოველ დღე გვაქვს შეხვედრები, ხან ერთი, ხან ორი მანქანით მივდივართ. თანხებს აბსოლუტურად მიზანმიმართულად ვხარჯავთ.

_ ბატონო დავით აღნიშნავთ, რომ ხან ერთი მანქანით დადიხართ შეხვედრებზე, ხან ორით, სხვა მოხელეებისთვის გამოყოფილი საწვავი სად მიდის? შეგიძლიათ გვითხრათ აპარატის უფროსს რაში სჭირდება 150 ლიტრი საწვავი?

_ წინა საკრებულოში აპარატის უფროსს ჰქონდა 250 ლიტრი, ახლა შევამცირეთ, მასზეა დამოკიდებული საკრებულოს გამართული მუშაობა, _ გვითხრა დავით დარჩიამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14 სექტემბერი, 2026

კამათი საკრებულოს სხდომაზე

დეპუტატს ამომრჩეველმა პრობლემების "ზღვა" დაახვედრა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო