შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის მოადგილედ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დიმიტრი დარბაისელის დანიშვნის საკითხს, უწყებაში 2 დღეა არკვევენ.
გუშინ, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, "გურია ნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ჯერ ვერ გადაამოწმეს.
შეგახსენებთ, დღეს "ქრონიკა +“-მა, გუშინ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან წამოსული დიმიტრი დარბაისელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ამ დრომდე, შსს-ს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას ლევან კახიანი იკავებდა.
რაც შეეხება დარბაისელს, ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან 23 მაისს გათავისუფლდა.
ამავე თემაზე: