კაცხის სვეტის 40-მეტრიან კიბეზე, ამ ეტაპზე, ასვლა აკრძალულია. როგორც იქ მყოფებს გვითხრეს, აქ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს ავიდეს, თუ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ექნება.
ბერი მაქსიმე, რომელიც სვეტზე აგებულ მონასტერში ცხოვრობდა, ახლა კაცხის მოპირდაპირე კელიაში ცხოვრობს.
კაცხის ციხისა და ბერ მაქსიმეს შესახებ უცხოური მედია დაინტერესდა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ჟურნალისტი სტივ ნოლანი ბერ მაქსიმესთან ინტერვიუს აქვეყნებს:
"ახალგაზრდობაში ვსვამდი, ყველაფერს ვყიდდი. მერე ციხეში აღმოვჩნდი. მივხვდი, ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. აქ, მთებში, მეგობრებთან ერთად მოვდიოდი და ამ ადგილს ვუყურებდი, ადგილს, სადაც მიწა ცას ერწყმის. ვიცოდით, რომ სვეტზე ოდესღაც ბერები ცხოვრობდნენ, აქ ისეთი სიწყნარეა, ღმერთთან სიახლოვეს გრძნობ", _ ჰყვება ბერი მაქსიმე.
კაცხის სვეტი ჭიათურის რაიონში მდებარეობს, კაცხის ხეობაში. კაცხის კლდოვან სვეტზე მონასტერი VI_ VIII საუკუნეების შუალედში აიგო, 1944 წლისთვის მონასტერის მხოლოდ ფუნდამენტი იყო დარჩენილი.