https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩმორი” ხელისუფლება, საკრებულოს მონა წევრები და მეგობარი, რომელსაც შეგიძლია საჯაროდ უწოდო…

6:10; 10.10.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სიხარულიძე ე.წ. პრეზიდენტის “საჩუქარს” _ ხუთი კუბური მეტრი მერქნის ვაუჩერების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების უკან, თავიდანვე იმალებოდა სხვა რამ.

_ პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული, სატყეოს ყოფილი უფროსი გია მგალობლიშვილი ძებნაშია; სასჯელს იხდის ჩოხატაურის სატყეოს უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი; უხელფასოდ დარჩნენ ჩოხატაურელი მუშები, რომლებმაც ვერ გაბედეს ხელფასის მოთხოვნა დაპატიმრების შიშით, დააკავეს ჩოხატაურელი დამამზადებლები; დაზარალდა ჩოხატაურის მოსახლეობა, რომლებმაც გადაიხადეს საჯირკე გადასახადი, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი და საბოლოოდ, ეს ხე-ტყე არავის მიუღია. პრეზიდენტის ამ ბრძანებულებისთვის რწმუნებულს უნდა გაეწია კონტროლი და აქ თვითმმართველობას შეხება არ ჰქონია. ფული იშოვა სხვამ, ჩოხატაურელები დააპატიმრეს და ჩოხატაურელებმა აგეს პასუხი, _ თქვა სიხარულიძემ.

ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბრიფინგზე მიწის ლეგალიზების და ბახმაროს თემასაც შეეხო:

_ ახლა ყველა ამბობს, რომ ლეგალიზაციის კომისია საკრებულოს იყო და მას ჰქონდა დელეგირებული უფლებამოსილებები, თუმცა, ამავე კომისიაში იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების _ გამგეობის წარმომადგენლები და ერთი კომისიის წევრი გარემოს დაცვის სამინისტროდან, რომელიც ქუთაისიდან დადიოდა.ამიტომ, ეს კომისია მხოლოდ საკრებულოს არ იყო. გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორი _ კომისიის ხელმძღვანელი იყო სააკაშვილის მიერ დაჯილდოებული ღირსების ორდენოსანი შოთა სირაძე. მიწები მისცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩოხატაურში არ უცხოვრიათ. ეს მშვენივრად იცოდა სამხარეო ადმინისტრაციამ, თუმცა, ყველაფერი ერთ ადამიანს დაბრალდა. ბახმაროში, სამხარეო პოლიციის უფროსმა რომ ერთი ნაკვეთი მის სახელზე ღიად გაიფორმა, ოთხი ექნება სხვის სახელზე. ეს სახელმწიფო კომისია იყო და მათი ბრალიც იყო, დანაშაული რომ მოხდა. გლეხს თუ მისცეს უკანონოდ ნაკვეთი, გადახდილი ფული უკან უნდა დაუბრუნოს ან თვითმმართველობამ ან სახელმწიფომ. ცინიზმია _ ხუთი ლარი იქეთ გადაახდევინეს და მიწა ისე აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის. კარგი, სირაძის კომისიამ მიქარა, მაგრამ სად იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურები?! ბეჭდის დამზადება ძალიან ადვილია, მეც შემიძლია ეს ნებისმიერ ქალაქში გავაკეთო. საჯარო რეესტრმა ყველა ნაკვეთი დაარეგისტრირა. პარადოქსია, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს ბახმაროს რუკაც კი არ გააჩნია. ამიტომაც, ვისაც უნდოდა, ტყეში დაურეგისტრირეს ნაკვეთი. კანონიერად მისცეს თუ არაკანონიერად, ამას შეიძლება არც აქვს მნიშვნელობა, პასუხი სახელმწიფო სტრუქტურებმა, სახელმწიფო მოხელეებმა უნდა აგონ და არა თვითმმართველობამ. ცინიზმია ისიც, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მაძლევს ცნობას, რომ ბახმარო მუნიციპალიტეტის არც ერთ ტერიტორიულ ორგანოში არ შედის. პრეზიდენტის ბრძანებულებას მაძლევენ, ბახმარო კურორტიაო. კი, კურორტია, მაგრამ სად მდებარეობს, ვისია ეს კურორტი? ჩოხატაურის არ ყოფილაო და ჩოხატაური კი აზარალეს. სირაძე გააქციეს თუ დამალეს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მისი ოჯახისთვის არაფერს ნიშნავს.

_ ბატონო ვლადიმერ, ფიქრობთ რომ შოთა სირაძე დამალეს ან გააქციეს?

_ აბა, იგი მიწაშიც რომ იყოს, ამათ თუ უნდათ, ერთ საათში ამოიღებენ.

ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბრიფინგზე საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ბახმაროში სახლის ასაშენებელ მიწას ლელა თავართქილაძისთვის ამზადებდნენ, ეს ინფორმაცია კი მას საკრებულოს თავმჯდომარემ მიაწოდა.

_ შუაგულ ტყეშია სამხარეო პოლიციის უფროსის სახლი. იქვეა ფინანსური პოლიციის თანამშრომლების სახლები და მათ შუაგულ ტყეში აქვთ მშენებლობის ნებართვა. ამის გახმაურებას მოყვა სკანდალი და გამგეობის 4 სამსახურის უფროსის გათავისუფლება. არ იფიქროთ, რომ მე სამსახურს მივტირი, ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. რა შეხება ჰქონდა ბახმაროსთან სოციალური, ეკონომიკის, ადმინისტრაციული და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებს?! ახლა წერენ, რომ გია გიორგაძე იყო სუსტი და ლმობიერი გამგებელი. მე 27 წელი ვიმუშავე ამ რაიონში და ვერ მანახებთ ვერც ერთ ხელმძღვანელს, რომელსაც ერთ დღეში 4 სამსახურის უფროსი გაეშვას სამსახურიდან. ეს კაცია რბილი?! ბახმაროში ბევრჯერ ვცადე წასვლა, მაგრამ არ მიშვებდნენ _ არც ბენზინს მაძლევდნენ და არც მანქანას. მაღაზიაში ვსესხულობდი ფულს და ისე მივდიოდი. სანამ გამათავისუფლებდნენ, იმის გარკვევით ვიყავი დაკავებული, ვისი სახლები შენდებოდა შუაგულ ტყეში. კარგად მახსოვს, პარასკევი იყო, ბახმაროდან ჩამოვედი და მაშინდელი გამგებლის მამუკა დოლიძის კაბინეტში შევედი. შემოვიდა ანტონ ხუნდაძეც. მამუკას ვუთხარი, პოლიციის უფროსის სახლის უკან, ტყეში, მიწაა გამოთხრილი და ვიღაც სახლის აშენებას აპირებს, რაც დაუშვებელია-მეთქი. ამ დროს, ანტონმა მითხრა, რა ვქნათ ძმაო, ეს მიწა ლელა თავართქილაძის და სამხარეო პოლიციის უფროსის სახლებისთვის გამზადდაო. ლელა თავართქილაძე ჩემი მადლობელი იყოს, იქ რომ სახლის აშენება ვერ მოასწრო, თორემ დღეს სამსახურში არ იქნებოდა. მე არც თავართქილაძე მაინტერესებს და არც სხვა ვინმე, მე ჩოხატაურის ინტერესების დაცვას ვცდილობ. ამ საუბრის მეორე დღეს, შაბათს, ჩემი თანამშრომლები დაიბარეს და უთხრეს, რომ ან მე წავიდოდი სამსახურიდან, ან ისინი, ან კიდევ სამსახურს გააუქმებდნენ. როგორც კი ეს მითხრეს, დავწერე განცხადება, რომელსაც რიცხვი არ დავაწერე, გავატანე ჩემს თანამშრომელს და დავაბარე _ სამსახურიდან წავიდოდი იმ შემთხვევაში, თუ მექნებოდა გარანტია, რომ მათ სამსახურში დატოვებდნენ, იმ ადგილზე სახლი არ აშენდებოდა და სამსახურსაც არ გააუქმებდნენ. განცხადება უკან დამიბრუნეს. ამის შემდეგ, გამგეობას შეაქვს საკრებულოში დებულება, რომელშიც ზედამხედველობის სამსახური ამოღებულია. ეს ხდება 3 აგვისტოს. 17 აგვისტოს #33 დადგენილებით, საკრებულომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო ეს საკითხი. მაშინ ვუთხარი, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ეს არის დელეგირებული უფლებამოსილება, ამ სამსახურს აქვს სამშენებლო ზედამხედველობის ფუნქცია და გაუქმების უფლება თვითმმართველობას არ ჰქონდა. ჩოხატაურის გამგეობის ხელმძღვანელობა, რომელიც ტუალეტში ვერ გადის თუ ზემოდან არ დართეს ნება, სამხარეოს მითითების გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. მაქვს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ კომისიებმა უარი თქვეს სამსახურის გაუქმებაზე, რადგან ამის უფლებას კანონი არ აძლევდათ. ახლა მხოლოდ ერთი კომისიის გადაწყვეტილება არსებობს, სამი სადღაც გაქრა. ამის მერე, იმ ქალბატონ თავართქილაძეს, რომელმაც ეს განკარგულება გასცა, ეყო იმის უზრდელობა და თავხედობა, რომ გიორგაძისთვის მოეთხოვა 4 სამსახურის უფროსის გათავისუფლება. გაზეთიდან გავიგე ჩემი გათავისუფლების ამბავი. იმის ღირსიც კი არ გამხადეს, რომ ეთქვათ. სამჯერ დაწერეს ჩემი გათავისუფლების ბრძანება. გიორგაძისთვის რომ პროკურატურაში მეჩივლა, პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. არ მინდოდა ჩემი პრინციპის გულისთვისაც კი ვინმეს ოჯახში პრობლემები შექმნოდა.

მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ნაციონალური მოძრაობის სახით, ჩიტაიშვილმა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ბანდა ჩოხატაურში. ვინ არიან ეს დამნაშავეები? საკრებულო, მისი წევრები, ფრაქციის თავმჯდომარე. ნახეთ გასული წლის 19 ნოემბრის ბიუროს სხდომის ოქმი. მათ კანონი დაარღვიეს. და ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის აბუჩად აგდება, ქვეყნის აბუჩად და თავის აბუჩად აგდება? ისე გამოდის, რომ ამ ჩოხატაურში პირველი “ნაციონალი” მე ვარ.

როცა ვამბობ, რომ, ჩოხატაურის საკრებულოს წევრები არიან მონები, საკრებულომ პასუხი არ უნდა გამცეს? ვლადიმერ სიხარულიძე, შენ დეგენერატი ხარ ან რაღაც ამდაგვარი მაინც. ან როცა ვამბობ, ეს დამნაშავეაო, კითხვასაც კი არ სვამენ, რატომააა, დამნაშავე. ვამბობ _ საკრებულოს თავმჯდომარე, შენ ხარ დამნაშავე, ბიუროს წევრები არიან დამნაშავეები! ჩიტაიშვილმა თქვა ერთხელ _ ვალოდი წავიდეს და სამართლიან სასამართლოში იჩივლოსო. წავედი და ვნახე, რომ მოსამართლემ ამათი ბრძანება ორგანულ კანონზე მაღლა დააყენა. გავიგე, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. ხუნდაძე და გიორგაძე “ჩმორიკები” არიან, ლელა თავართქილაძემ და ვალერი ჩიტაიშვილმა კი ჩოხატაური “წაკუზეს” და მერე “იხმარეს” (“გურია ნიუსის” რედაქცია, რასაკვირველია, მსგავსი უცენზურო გამონათქვამების წინააღმდეგია და მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაიცვან ეთიკის ელემენტარული ნორმები, თუმცა, ვითარების მთელი სიმძიმის გადმოსაცემად, იძულებულია, მხარეების საუბრის სტილი მთელი სიზუსტით დაიცვას). ჩემთან, ჩოხატაურში რატომ უნდა არსებობდეს ყველაფერი უკანონობა, რომელსაც უკან მოყვება ლელა თავართქილაძე და ვალერი ჩიტაშვილი?! _ აღნიშნა სიხარულიძემ.

_ ბატონო ვლადიმერ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თავართქილაძის მიმართ უფრო კონკრეტული პრეტენზიები გაქვთ, ვიდრე ამბობთ. რატომ გაქვთ უფრო მეტი პრეტენზია თავართქილაძესთან და არა ჩიტაიშვილთან, რომელიც მხარის პირველი პირია?

_ მე არ მინდა შევეხო ჩემი გათავისუფლების თემას _ კანონიერად მოხდა თუ არა ეს. თავართქილაძეს უნდოდა, რომ გავეგდე. რწმუნებულ-გუბერნატორს, კანონის თანახმად, სამართლებრივი ზედამხედველობა ეხება და ისინი ვალდებული იყვნენ ყველაფერი შეემოწმებინათ. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი “ჩმორიკები” არიან. მათ უთხრეს, თქვენთვის მთავარია, სიხარულიძე მოიშორეთ ჩოხატაურიდან და მერე, ბოდიში და კარგად გიხმართო.

შეხედეთ, ჩოხატაური რა დღეშია. რაც ბახმაროში მოხდა, ამაზე მეტი შედეგი რა გინდათ?! ჩიტაიშვილს სირაქლემასავით სილაში რომ აქვს თავი ჩაყოფილი, ნახოს, რამდენი დოკუმენტია გაყალბებული. მე მაქვს ყველა მტკიცებულება. არ ვამბობ, რომ ის სამსახურის უფროსები არ უნდა მოეხსნათ _ გასათავისუფლებელნი კი იყვნენ, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორითაც ეს გააკეთეს. ჩოხატაურის გამგეობა მაგათ ხელში გადაიქცა საბავშვო ბაღად, მათთვის კანონი სამხარეო ადმინისტრაციაა. ეს არის თვითმმართველობის ინსტიტუტის დისკრედიტაცია. როცა მეუბნებიან, ოპოზიციონერი ხარო, მეცინება. მე ვამბობ _ რეალური თვითმმართველობა, რეალური დემოკრატია; ამას ამბობს სააკაშვილიც.

_ ფიქრობთ, რომ ჩიტაიშვილს და თავართქილაძეს კონკრეტული ინტერესები აქვთ ჩოხატაურში?

_ ასე ჩანს. მაგათ ჰგონიათ, ჩოხატაური არის შპს, მათივე დაარსებული დუქანი და ეს ყველაფერი უკავშირდება ბახმაროს. თუ განაშენიანება დაიწყო, ნახავთ, რა მოხდება და რამდენი ჩოხატაურელი გაუბედურდება, _ გვითხრა სიხარულიძემ.

პრესკონფერენციის ბოლოს, ვლადიმერ სიხარულიძემ ახალდანიშნულ გამგებელზეც ისაუბრა:

_ ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი. მე კარგად ვიცნობ ლელა იმედაშვილს, ვიცი, რომ ის შესანიშნავი მამის შვილია, რომ ძალიან ნიჭიერი ხელმძღვანელია. მე და ქალბატონო ლელა ერთად მოვდივართ “მოქალაქეთა კავშირიდან”, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას _ გამგებელი 27 სექტემბერს გაათავისუფლეს და 30-ში დაინიშნა გამგებლად ლელა იმედაშვილი, რაზეც საკრებულოს არც ერთ წევრს რეაქცია არ ჰქონია. ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს (სამწუხაროდ, ბატონ ვლადიმერს “დაავიწყდა”, რომ სწორედ ამ ფორმით, საკრებულოს სხდომამდე ადრე, ღამით, სულ სხვა შენობაში “დანიშნეს” სპეციალურად დაბარებულმა საკრებულოს წევრებმა ანტონ ხუნდაძე თავმჯდომარედ, რაც მეორე დღეს სხდომაზე ოფიციალურად “გააფორმეს”. სხვათა შორის, ვლადიმერ სიხარულიძე, რომელიც დიდი ხნის მანძილზე თბილისში იმყოფებოდა და სხდომებზე საერთოდ არ დადიოდა, იმ დღეს სპეციალურად ჩამოვიდა ანტონ ხუნდაძისთვის ხმის მისაცემად, რომ ამ უკანასკნელს “არჩევნების” დროს პრობლემა არ შექმნოდა. რედ.). ამიტომ არიან ჩოხატაურის საკრებულოს წევრები მონები და როგორც ჩანს, ამ მონებმა აჯანყება მოაწყვეს, რადგან საკრებულომ ჩიტაიშვილი და მთელი ადმინისტრაცია დააყენა იმ რეალობის წინაშე, რომ ჩოხატაურს ჰყავს უკანონო გამგებელი. ოზურგეთში ეყოთ ჭკუა და გამგებელი საკრებულოს ბრმად კი არ აარჩევინეს, დაპატიმრებული ტაკიძის მონაცვლე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.

ჩიტაიშვილი ჩემს კითხვებს პასუხს არ სცემს, არ მთვლის ღირსად, მაგრამ ჩოხატაურელებს უთხრას, თუ გიორგაძის დანიშვნას თვენახევარი დასჭირდა, ოზურგეთიდან, სხვა რაიონიდან მოყვანილი გამგებელი, რომელსაც ახლდა ლელა თავართქილაძე, წუთნახევარში როგორ “აირჩიეს”?! გვითხრან, რატომ გააკეთა ეს საკრებულომ? ხომ შეიძლებოდა, იმედაშვილი ერთი თვით მაინც დაენიშნათ მოვალეობის შემსრულებლად და კანონიერად გაეკეთებინათ ეს ყველაფერი? იმედაშვილი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებს გაატარებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პიროვნულად არ მაქვს მასთან პრეტენზია, მაგრამ მას ამის მორალური უფლება არ აქვს, იმის უფლებაც კი არ აქვს, რომ თანამშრომელს შენიშვნა მისცეს. დებულებაში წერია, რომ გამგებელი მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. გამოდის, რომ ლელა იმედაშვილი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, უკანონო გამგებელია, უნდა დაექვემდებაროს ამ დამნაშავეს. გამოეცხადებინათ კონკურსი _ ჩოხატაურში ათი-თხუთმეტი კაცი მაინც მოიძებნებოდა, რომელიც გამგებლის ფუნქციებს, რაც კანონით ევალება, შეასრულებდა. შეიძლება ქალბატონ ლელას დააძალეს. ვიცი, რომ პიროვნულად მონდომებულია, მაგრამ ერთმა ღორმა ასი ღორი გასვარაო, ხომ გაგიგიათ? იმედაშვილი არის უკანონო გამგებელი და ეს უნდა იცოდეს ჩოხატაურმა. მე ვთხოვ ქალბატონ ლელას, რომ შეინარჩუნოს ღირსება, გადადგეს და მოვიდეს კონკურსის წესით, _ თქვა სიხარულიძემ.

მისივე განმარტებით, ამ პრესკონფერენციის შემდეგ აუცილებლად დაურეკავენ და შეიძლება ბევრმა გააკრიტიკოს:

_ ბევრი დამიწყებს დარეკვას.

_ ვინ დაგირეკავთ?

_ შეიძლება მითხრან, რატომ თქვი ესო.

_ ასეთი ბრიფინგების შემდეგ ვინ გირეკავთ ხოლმე?

_ მეგობარი, ძმაკაცი. შეიძლება, ანტონმაც დამირეკოს. ვიცი, რომ დამირეკავს და ამას სხვა რაღაცეები მოჰყვება.

_ რა?

_ სხვა დოკუმენტები, რომლებიც მან იცის და სასამართლოზე არ წარვადგინე.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ სასამართლო წავიყვანე პოლიტიკური კუთხით.

_ გამოდის, რომ ხუნდაძის წინააღმდეგ დოკუმენტაცია გაქვთ?

_ მეტი რაღა უნდა ვუთხრა? გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს ვეუბნები, დამნაშავეები და ყალბისმქნელები ხართ,-მეთქი. ფაქტებს ვუდებ და უროს ხომ არ ჩავარტყამ თავში?! ყოველთვის მახსენდება, რომ როცა თქვენ დაწერეთ საკრებულოში ტაშის კვრის და წევრების სხდომებზე ძილის შესახებ, წერილი გაამზადეს და აყვირდნენ, არ გვძინავსო. ხელაწეულები რომ შედიან საკრებულოს სხდომაზე, მერე აწევა არ დაგვავიწყდესო, მე რატომ არ მცემენ პასუხს? _ დასძინა სიხარულიძემ.

ანტონ ხუნდაძე სიხარულიძის ბრალდებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი დამნაშავეობა დასამტკიცებელია:

_ მასთან არანაირი შეხვედრა და ბახმაროს თემაზე საუბარი არასდროს მქონია. ეს ერთი. მეორე _ ეს არის ახალი სიზმარი და რას ვფიქრობ, იცით _ ეს ადამიანი სერიოზულად სამკურნალოა, ჰალუცინაციური სინდრომები აქვს შეყრილი. ის არის ჩემი მეგობარი, იყო ყოველ შემთხვევაში, წლების მანძილზე. ახლა რაღაცა დაემართა _ მოსავლელი და საპატრონოა, იმიტომ, რომ ასეთი ჭორების გავრცელება, მით უმეტეს, კაცისგან, არ შეიძლება.

_ ბატონმა ვლადიმერმა ივარაუდა, რომ თქვენ ამას იუარებდით და დაასახელა მეორე ფაქტი _ მისი თქმით, თქვენ დაიბარეთ მისი თანამშრომლები დოლიძის კაბინეტში საუბრის მეორე დღეს და უთხარით, რომ თუ ვლადიმერი არ წავიდოდა, მათ გაუშვებდით და სამსახურსაც გააუქმებდით. მას აქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩოხატაურის გამგეობა საკრებულოში შემოვიდა წინადადებით და თქვენ მიიღეთ განსახილველად, რომ გაუქმებულიყო ზედამხედველობის სამსახური…

_ კი. მერე?

_ რატომ აუქმებდით ზედამხედველობის სამსახურს?

_ მე ვინ მეკითხებოდა სამსახურის გაუქმებას?

_ რატომ გაჩნდა ამის სურვილი?

_ ეგ გამგეობას ჰკითხეთ. ჩემთან როცა შემოდის გამგეობა წინადადებით გაუქმებაზე, ჩვენ ვიხილავთ და ან გავაუქმებთ, ან არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით _ სამკურნალოა ეს კაცი. პატრონი არ ჰყავს და უნდა ვუპარტონოთ მე და თქვენ, ყველამ ერთად. მეცოდება.

_ როგორც ბატონი ვლადიმერი ამბობს, იგი საკმაოდ სერიოზული დოკუმენტების საფუძველზე საუბრობს და არა ჰაერზე. აქვე შეგახსენებთ თქვენ მიერ გაცემულ პასუხს მის წერილზე, სადაც აღნიშნეთ, რომ ბახმარო მუნიციპალიტეტში შემავალ არც ერთ ტერიტორიულ ორგანოს არ ეკუთვნის.

_ დიახ, მასეა.

_ თუ ჩოხატაურის არ არის და ამ კითხვას სავსებით ლოგიკურად სვამს ბატონი ვლადიმერი, რატომ გაათავისუფლეთ სამსახურიდან ბახმაროს მიზეზით?

_ ჩოხატაურის ტერიტორიულ ორგანოს არ მიეკუთვნება, თუმცა, ჩოხატაურის ტერიტორიაში შედის. მაგისტრი ბრძანდება და სწორად უნდა გაიგოს.

_ ის სვამს კითხვას, რომ თუ კი ბახმარო არც ერთ ტერიტორიულ ორგანოს არ მიეკუთვნება, რატომ უშვებთ იქ თანამშრომლებს მივლინებით, რატომ კრეფთ ელექტროენერგიის საფასურს და რატომ გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი ბახმარო?

_ მე რატომ მეკითხებით ამას? მე გავათავისუფლე ვლადიმერი თუ რა?

_ როგორ ფიქრობთ, მართებული იყო სიხარულიძის ბახმაროს თემის გამო გათავისუფლება?

_ ბახმაროს თემა რა შუაშია(?!). რაც ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დანიშნეს, ერთი აქტიც კი არ გაუკეთებია. ნახეთ, ვინც შემდეგ დაინიშნა, რამდენი საქმე აქვს გაკეთებული, რამდენი აქტი აქვს დაწერილი.

_ ერთი წელი რატომ გააჩერეთ თანამდებობაზე, თუ არაფერს აკეთებდა?

_ იმიტომ, რომ გამოცდილება ჰქონდა. ბოლოს იყო უმუშევარი, არა _ ცოლი, არა _ სამსახური… ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მას მისი ცოდნა გამოეყენებინა რაიონის სასიკეთოდ. მივეცით შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა.

_ თქვენზე ამბობს, რომ დამნაშავე ხართ.

_ მაგას დამტკიცება უნდა.

_ იგი საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებს და უცენზურო სიტყვებით ამკობს მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. რატომ არ სცემთ ამ ბრალდებებს პასუხს?

_ მოვიდეს და ჩემთან თქვას.

_ ბატონო ანტონ, მსგავსი განცხადებები ვლადიმერ სიხარულიძემ ადრეც გააკეთა, თან საჯაროდ, მაგრამ თქვენ არაფერი გითქვამთ…

_ ის შეურაცხადია. ჩვენ ასეთ ადამიანს პასუხს არ ვცემთ და მის მხარდამჭერებსაც, სხვათაშორის (?!). ამ ხნის კაცი რომ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური “პრასტიტუტკა” გახდება, იმას პასუხი არ უნდა გასცე. პოლიტიკური “პრასტიტუტკა” გახდა, სამწუხაროდ (რედაქცია, როგორც ვლადიმერ სიხარულიძეს, ანტონ ხუნდაძესაც მოუწოდებს, დაიცვას ეთიკის ნორმები, თუმცა, როგორც სიხარულიძის გამონათქვამების შემთხვევაში, იძულებულია, ხუნდაძის ნათქვამიც სტილის დაცვით გააცნოს მკითხველს). როგორ უნდა აკადროს ქალს ასეთი რამ? გამოხვიდე და ჩუმად თქვა.

_ ჩუმად არ უთქვამს, საჯარო განცხადება გააკეთა.

_ არ შეიძლება ასეთი რაღაცეების თქმა, არ შეიძლება ტყუილები აკადრო ქალბატონს. რაც არ უნდა მაწყენინოს ქალმა, ასეთ სიტყვებს ვერ ვუწოდებ. თუ კაცი ხარ, ასე იზამ და თუ კაცობა დაკარგე, ყველაფერზე ხარ წამსვლელი, _ გვითხრა ხუნდაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, მამუკა დოლიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ სიხარულიძის მიერ დასახელებული ფაქტი მის კაბინეტში არ მომხდარა:

_ მსგავსი საუბარი ჩემ კაბინეტში არ ყოფილა.

დოლიძის უჭირს იმის გახსენება(?!), მართლა შევიდა თუ არა გამგეობა საკრებულოში ზედამხედველობის სამსახურის გაუქმების მოთხოვნით.

_ ბატონმა ანტონმა თქვენთან გადმოგვამისამართა იმის გასაგებად, თუU რატომ გადაწყვიტეთ ზედამხედველობის სამსახურის გაუქმება. რა გახდა ამის საფუძველი?

_ ასეთი დოკუმენტი არსებობს?

_ კი. გამგეობა 3 აგვისტოს შევიდა ამ მოთხოვნით საკრებულოში და 17 აგვისტოს წარმოებაა დაწყებული. ამას საკრებულოს თავმჯდომარეც არ უარყოფს.

_ ახლა არ მახსოვს(?!) რამდენი წლის წინანდელ ამბავზე მესაუბრებით?

_ შარშანდელის.

_ ასე კონკრეტულად არ მახსოვს. მოვიკითხავ და მერე გაგცემთ პასუხს, _ დასძინა დოლიძემ.

ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა გია გიორგაძემ. კომენტარზე უარი თქვეს სიხარულიძის ყოფილმა თანამშრომლებმა _ ტარიელ ბერაძემ და კახი მეფარიშვილმა. თან ისე, რომ არ კი გვკითხეს, რა თემაზე გვსურდა საუბარი. მას შემდეგ, რაც დავუკონკრეტეთ, რომ საუბრის თემა ვლადიმერ სიხარულიძე იქნებოდა, ტარიელ ბერაძე ასეთი პასუხით შემოიფარგლა: “რა საქმე მაქვს ვალოდიასთან. ის, უბრალოდ, ჩემი უფროსი იყო”.

ვერც მეფარიშვილმა და ვერც ბერაძემ ვერ გაიხსენეს ის დრო, როდესაც გამგეობამ მათი სამსახურის გაუქმება გადაწყვიტა:

_ ახლა ძალიან ცუდად ვარ და კომენტარებისთვის არ მცალია, _ დაგვიკონკრეტა ტარიელ ბერაძემ.

გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა, სიხარულიძის ბრალდებებზე ისევ არ ისურვა პასუხის გაცემა. მისმა მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ კი აღნიშნა, რომ სიხარულიძის განცხადებები არასერიოზულია: _ ბატონი ვალოდია სიხარულიძის განცხადებებს ვერ გავეცანი. ვფიქრობ, ამ სერიული ბრიფინგების მიზანი ჩვენი, კერძოდ კი, ვალერიან ჩიტაიშვილის და ჩემი მასთან პოლემიკაში ჩართვაა, რაც ჩვენი მხრიდან, დროის კარგვაა და ამას არანაირად არ ვაპირებთ. მით უფრო, რომ ამ განცხადებებს სერიოზულობის არაფერი სცხია. ამ ადამიანთან დაკავშირებით მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მუშაობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად და არასაკმარისი, არაკვალიფიციური მიდგომების გამო გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. თუ ეს უკანონოდ მოხდა, ამისთვის არსებობს სასამართლო. ფაქტია, რომ გზა, რომელსაც დღეს ეს ადამიანი ადგას, კარგად ნაცნობი და გაცვეთილი გზაა, და მას იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანი მიმართავს ხოლმე. ასე რომ, ჩვენთვის ის არა პოლიტიკური ოპონენტი, არამედ ერთი თანამდებობას გამოდევნებული ხელმოცარული ადამიანია, რომელსაც შემიძლია მხოლოდ თანავუგრძნო _ მას ელემენტარული ადამიანური სახეც კი დაუკარგავს, თუკი მსგავსი ტერმინოლოგიით საუბრობს ჩოხატაურზე, მეგობრებზე და ბოლოს _ ქალზე. აღარაფერს ვიტყვი იმის შესახებ, რომ შეგნებულად ცრუობს. ერთია, გქონდეს მცდელობა საკუთარი თავი შესთავაზო და ადგილი მოიპოვო ამ მართლაცდა ჭრელ ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლაში არასოდეს არ უნდა დაკარგო მორალი და ზნეობა, _ აღნიშნა თავართქილაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გურული კლუბების "შავი ტური"

ღია წერილი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძეს _ რატომ ვარ ინტრიგანი?!

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო