15 სექტემბერი _ დღე, რომელსაც დღესასწაულად აღიქვამს მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, საზოგადოება…
"გურია ნიუსმა" გადაწყვიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელს სწვეოდა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, შორენა სიხარულიძესთან ერთად ზემოხეთისკენ გავემგზავრეთ…
გზა, რომელსაც მივუყვებით, სულ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ბანკის სახსრებით დაიგო, მაგრამ უკვე დაზიანებულია. რაც მთავარია, ამ გზას ახლა ზურგჩანთამოკიდებული მოსწავლეები მიუყვებიან. ზემოხეთის საჯარო სკოლაში 13 მასწავლებელი, 17 მოსწავლე და მოსწავლეთა მშობლები დაგვხვდნენ (რამდენიმე წლის წინ, აქ ოთხმოცამდე მოსწავლე სწავლობდა).
ძალიან გულსატკენია, რომ ზემოხეთელებს წელს ერთი პირველკლასელი ჰყავთ, რაც სოფლის დაცლაზე მიუთითებს, საამისო მიზეზი ბევრია.
სოფელ ზემოხეთის სკოლის შენობა ახალია. სკოლას ყველა საგნის მასწავლებელი ჰყავს. აქვთ წყალი, გათბობა, ტრანსპორტი მოსწავლეების გადასაყვანად… სოფლის მთავარი პრობლემა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია. სწორედ, მის გაუმჯობესებას მოითხოვს სოფელი.
სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი მიესალმა შეკრებილებს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. სოფლის დეპუტატმა ერეკლე უღრელიძემ კი ერთადერთ პირველკლასელს საჩუქარი გადასცა.
ჯერი ბავშვებზე მიდგა _ ყველამ ერთად შეასრულა საქართველოს ჰიმნი, წაიკითხეს ლექსები,
პირველი ზარის დარეკვის საპატიო მისია ერთადერთ პირველკლასელს ერგო.