ამ წუთებში, გურიაში, კვლავ მძვინვარებს სტიქია. განსაკუთრებით დაზარალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შემოქმედი. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა ქალაქ ოზურგეთშიც.
როგორც "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მწყობრიდანაა გამოსული წყალსაცავი, საიდანაც ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგება ხდება.
ფოტოები მოგვაწოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რისთვისაც "გურია ნიუსი" მათ მადლობას უხდის.