ამ წუთებში, გურიაში, კვლავ გადაუღებლად წვიმს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შემოქმედი კვლავ საშიშროების წინაშე დგას.
შემოქმედის ცენტრალური გზა პატრულის მიერ გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სამაშველოს ეკიპაჟები. დატბორილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სადაც საშიშროება იყო იმ ზონიდან, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
ცენტრალურ გზას ძირი გამოთხრილი აქვს.