სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შემოქმედიდაზარალდა. წაღებულია გზები, საფრთხე ემუქრება შენობებს. გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სოფლის ადმინისტრაციული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან 10 მოსახლეა ევაკუირებული.