ეროვნული ბიბლიოთეკისა და “ჯეოსელის” ერთობლივი პროექტი ციფრული ფოტომატიანე გრძელდება.
პროექტის გუნდი 2-დან 4-ოქტომბრის ჩათვლით ყაზბეგს ესტუმრება.
_ დარწმუნებულები ვართ, ბევრი საინტერესო ფოტო-მასალა გველოდება. დაგვირეკეთ, ვინც ყაზბეგში ხართ ან თხოვეთ თქვენს ნათესავებსა და ახლობლებს დაგვეხმარონ ყაზბეგის ფოტო-ისტორიის შენარჩუნებაში. ჩვენ გადავიყვანთ მათ ციფრულ ვერსიაში და ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში განვათავსებთ, _ ამბობენ პროექტის ავტორები.
პროექტში მონაწილეობის ყველა მსურველს შეუძლია აღნიშნულ ნომერზე დაკავშირება: 593914588; 577436478