ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
"დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. შევკრიბეთ პედაგოგები, რომლებიც 50 წელია და მეტია ემსახურებიან ამ საქმეს და კიდევ სკოლაში მუშაობენ. ოზურგეთში სულ ასეთი 31 პედაგოგი აღმოჩნდა. ისინი ძალიან ენერგიულად მუშაობენ და მოღვაწეობენ. არ არსებობს ყოფილი პედაგოგი, ასეთები იბადებიან და 100 წლის შემდეგ ასეთებად გარდაიცვლებიან. ყველა პედაგოგს ვულოცავ დღევანდელ დღეს", _ თქვა შეხვედრის დროს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ დამსახურებელ პედაგოგებს სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც მათ ფასიანი საჩუქრები და ყვავილები გადასცეს.