საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, როინ მანია და გოდერძი კვარაცხელია დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლის წარმომადგენლებმა რომან მანიამ და გოდერძი კვარაცხელიამ, მოქალაქეს ხე-მცენარეების ადგილწარმოშვების ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვეს 850 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.