https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ოქტომბრელობიდან” “ოცნებამდე” ანუ “ყველა პარტია მე მეკუთვნის!”

11:10; 6.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ზაურ ოსეფაიშვილი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა კომისიის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შემდეგ ამავე პარტიის პოლიტიკური მდივანი, უფრო შორეულ წარსულში, გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, "რეფორმატორთა კავშირის" წევრი, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს _ რაიონის გამგებლის მოადგილე, "მოქალაქეთა კავშირის" წევრი, "დიდი აბრეშუმის გზის" ჩოხატაურელი ლიდერი (ჩოხატაურში "აბრეშუმის გზის" დამფუძნებელ სხდომაზე ოსეფაიშვილი ამ მოძრაობის ადგილობრივ ლიდერად აირჩიეს თუ დანიშნეს, თუმცა, მალევე მოუსწრო "ვარდების რევოლუციამ").

ზაურ ოსეფაიშვილი ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, "ქართული ოცნების" პარტიული სიის ათეულში მყოფი დავით შარაშიძის თანაშემწეა.
 "გურია ნიუსის" 2003 წლის 20 ოქტომბრის #42-ში მასთან დაბეჭდილ ინტერვიუში ვკითხულობთ:

"_ როგორ გესახებათ ხვალინდელი დღე?

_ საქართველოს უზარმაზარი რეს­ურ­სები აქვს. პროექტები, გაზსადენი, დიდი აბრეშუმის გზა, ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი. ეს ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღე საიმედოა. ქართველი კაცი ნიჭიერებით გამოირჩევა და ეს ნიჭიერება ხალხის სამსახურში ჩამდგარი გამარჯვებაა, ხვალინდელი დღის იმედია, სინათლეა, ფეხზე დადგომაა! 

_ ვის აძლევთ ხმას?

_ რა თქმა უნდა, ბლოკს "ახალი საქართველოსათვის" (შევარდნაძის ბლოკი. ავტ). ამ ბლოკში შემავალ პირველ ათეულზე რომ ვიმსჯელოთ მათი დამსახურების მიხედვით, დამეთანხმებით, დიდ პატივისცემას და ნდობას იმსახურებს. მათ შეუძლიათ ქვეყანაში სოციალური ფონის შეცვლა. მაჟორიტარულ არჩევნებში მხარს ვუჭერ ვასილ ჩიგოგიძეს, კაცს, რომელმაც საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა.

_ რაიონში პირველი კაცი რომ იყოთ, რას შეცვლიდით?

_ ლიდერი პოზიცია ძალზედ რთულია. მე, ჯერჯერობით, ვერ ვგრძნობ თავს ამ სიმაღლეზე, ამდენად, არც არაფრის შეცვლას ვაპირებ. 

_ გუშინ, დღეს, ხვალ…

_ გუშინ _ ეს საოცარი და ამაღლებული წარსულია, ლამაზი ტრადიციებია, დიდი ტკივილია, რასაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჰქვია (დღე არ არის, მათზე რომ არ ვფიქრობდე, თუმცა, ვერაფერს ვაკეთებთ მათი ოჯახებისთვის, თუ არ ჩავთვლით ყოველთვიურ 35-ლარიან დახმარებას). დიდებული პიროვნებებია, რომლებმაც ჩვენი პატარა ჩოხატაური ასახელეს. საოცარი ადგილია, რასაც გორაბერეჟოულის ტექნიკუმი და წინაპართაგან დატოვებული არაჩვეულებრივი ტყე-პარკი ჰქვია, რომლის მოვლა-პატრონობაში, მისი მოსწავლეების სწავლა-აღზრდაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის.
დღეს _ ორი ბიჭი მყავს, რომელთა წინაშე ანგარიშვალდებული ვარ. მათ შვილები ეყოლებათ და აუცილებლად იკითხავენ _ მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, სად ვიდექი მე და რას ვაკეთებდი. მე მეამაყება, რომ დღეს ისეთ ხალხთან ვმუშაობ, რომლებიც ქვეყნის და რაიონის აღმშენებლობისთვის იბრძვიან. ამიტომაც სწორედ იქ ვდგავარ, სადაც ჯერ არს
(?!). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რაიონი პატარაა, უზარმაზარი საქმე კეთდება. ამას დანახვა უნდა. მადლიერების გრძნობა არ უნდა დაკარგო კაცმა."

ამ ინტერვიუდან სულ რამდენიმე დღეში "ვარდების რევოლუციამ", შევარდნაძის ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", რომელსაც ოსეფაიშვილი მხურვალედ უჭერდა მხარს, პოლიტიკას ჩამოაშორა. ბატონმა  ზაურმაც უცბად შეცვალა პოლიტიკური  ხედვა და სულ მალე "ნაციონალი" გახდა.

თითქმის ანალოგიური შეკითხვები "გურია ნიუსმა" ზაურ ოსეფაიშვილს  2009 წლის 24 სექტემბერს დაუსვა:

_ როგორ გესახებათ ხვალინდელი დღე?

_ ქვეყნის ხვალინდელი დღე ძალიან წარმატებულად მესახება. როცა ვუყურებ ეკონომიკის განვითარებას, მიმაჩნია, რომ ქვეყანა მიდის ძალიან სწორი პოზიციით, სწორი ნაბიჯებით და მომავალი ნამდვილად კარგი იქნება ქვეყანაში.

_ თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა. ვის მისცემს ხმას ზაურ ოსეფაიშვილი?

_ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მის კანდიდატებს.

_ რაიონში პირველი კაცი რომ იყოთ, რას შეცვლიდით?

_ ბევრს არაფერს.

_ და მაინც?

_ როგორც დღევანდელი ხელისუფლება მუშაობს რაიონში, იმ პრინციპით გავაგრძელებდი მუშაობას.

_ თქვით, რომ ბევრს არაფერს. გამოდის, რომ რაღაცას მაინც შეცვლიდით…

_ უფრო მეტად ვიმუშავებდი მოსახლეობის სოციალური დახმარებების გაცემაზე, უფრო მეტს ვიმუშავებდი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დაცვაზე. 

_ დღევანდელი ხელისუფლება ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევს?

_ რაც შესაძლებლობა აქვთ, მაქსიმალურს აკეთებენ.

_ და თქვენ საიდან გექნებოდათ უფრო მეტი შესაძლებლობა?

_ მე უფრო მეტს ვიფიქრებდი, მოსახლეობისთვის უფრო ბევრი რომ დამეხარჯა…

_ გუშინ, დღეს და ხვალ…

_ გუშინ _ შესანიშნავად გაქვთ თქვენ გაზეთში დაწერილი, თუ სად ვიყავი, რას ვმოღვაწეობდი და რას ვაკეთებდი. დღეს _ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვარ. ხვალ _ შევეცდები… უამბიციო ადამიანი არ ვარ… ამიტომ, შევეცდები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში…

_ თქვით, რომ გაზეთში შესანიშნავად გვაქვს დაწერილი თქვენი წარსულის შესახებ… იქნებ, უფრო კონკრეტული იყოთ და თავად ისაუბროთ წარსულზე? 

_ თავიდან ოქტომბრელი ვიყავი, მერე პიონერი, მერე კომკავშირელი. მერე იყო პარტია. არსად არ ვყოფილვარ ჯაბანი, მეხუთე და მეექვსე კაცი. ყველგან ნორმალურად ვიჭერდი ჩემს პოზიციას. თქვენ რომ წერთ მრავალ პარტიაში, იმაში და ამაში იყოო, ასე მრავალ პარტიაში ნამდვილად არ ვყოფილვარ. 

_ რამდენ პარტიაში იყავით?

_ გამსახურდია რომ მოვიდა, მაშინ ყველა იყო "მრგვალ მაგიდაში" გაერთიანებული. ნუ დამიწყებს ჩოხატაურში ვინმე, "მრგვალ მაგიდაში" არ ვიყავიო. ყველა იყო. მერე იყო ასეთი _ "რეფორმატორთა კავშირი", სადაც ნამდვილად ვიყავი და პარლამენტის არჩევნებზე კენჭიც ვიყარე ამ პარტიიდან. მერე "ნაციონალურ მოძრაობაში" ("მოქალაქეთა კავშირი", ბატონო ზაურ?! ნ. გ). რაც შეეხება "დიდი აბრეშუმის გზას", აკაკი ჩხაიძის ნაცნობობა არ ნიშნავს პარტიაში ყოფნას, _ უცებ შეგვაყარა ნაცარი თვალებში ოსეფაიშვილმა.

_ ვის მიეცით ხმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე?

_ "მოქალაქეთა კავშირს".

_ რევოლუციის მერე, მას შემდეგ რაც "მოქალაქეთა კავშირისთვის" ხმის მიცემიდან 5 თვეც კი არ იყო გასული?

_ "ნაციონალურ მოძრაობას". აბა, ვის მივცემდი ხმას?! _ გაიკვირვა ოსეფაიშვილმა, რომლის პოლიტიკური ცხოვრების პრინციპი ასეთია: "თუ ხარ პარტიაში, უნდა უერთგულო კიდეც ამ პარტიას" (?!!!!). რასაკვირველია, მანამდე, სანამ ეს პარტია ხელისუფლებაშია, რადგან ოსეფაიშვილი ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო ჩოხატაურში, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, თუმცა "ნაციონალებში" ყოფნის დროს, მისთვის არასასურველი  ჟურნალისტების ლანძღვა-გინებაშიც არ ჩამორჩენია კოლეგებს. 

კოჰაბიტაციის ორწლიან პერიოდში ბატონი ზაური თავს მშვენივრად გრძნობდა. ბიუროს სხდომაზე საფერფლით და სიგარეტით დადიოდა და შიგადაშიგ საკრებულოში დარჩენილ ოთხ "ნაციონალსაც" ედებატებოდა.

მას შემდეგ, რაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, კახი კალაძემ კატეგორიულად გამორიცხა საკრებულოებში "ოცნების" კვოტით ყოფილი "ნაციონალების" გამოჩენა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს დროებითი იყო. საკრებულოს წევრი არა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობა მარტივად დაიკავა.

დავით შარაშიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მთელი საკრებულო "ნაციონალებითაა" სავსე:

_ ბატონო დავით, რატომ შეარჩიეთ თქვენს თანაშემწედ ზაურ ოსეფაიშვილი,  რომელიც სულ უმოკლეს კარიერულ წარსულს თუ გავიხსენებთ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი იყო…

_ თქვენ, გინდ საკრებულოში და გინდ გამგეობაში "ნაციონალები" გიკვირთ?

_ ეს  არ გვიკვირს, მაგრამ თქვენგან, ადამიანისგან, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობს" აკრიტიკებდა, ნამდვილად გასაკვირია…

_ ზაური არის პროფესიონალი, რომელმაც მისი საქმე იცოდა თავიდან ბოლომდე. მე მის კომისიაში ვიყავი  წინა 4 წელი. აბსოლუტურად ვიყავი საქმის კურსში მისი პროფესიონალიზმის შესახებ, რამდენად შეეძლო მას დამხარება გაეწია და პროგრამების შედგენაზე როგორ იმუშავებდა. ავიყვანეთ იმიტომ, რომ კარგად შეასრულებდა მის საქმეს. ეს ერთი და მეორე _ ახლა არ ვსაუბრობ იმ თემაზე, ვინ იყო ზაურ ოსეფაიშვილი 4 წლის უკან _ მაშინ, როცა საკრებულოში შემომავალი კოალიციის პარტიის წევრები არ მიჭერდნენ მხარს რაღაც-რაღაც საკითხებში, ზაური მიჭერდა. რა იყო, პირველად გაიგეთ?!

_ ზაურ ოსეფაიშვილი ვინ იყო, ვიცით… ეს ამბები "გურია ნიუსის" არქივშიცაა…

_ ჰო, ის მიჭერდა მხარს საკითხების გატანაში, მომზადებაში.

_ თქვით, რომ საკრებულოში ბევრი "ნაციონალია"… არ დააკონკრეტებთ?

_ უამრავი. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და რომ გდომოდათ, ამდენი ხანი ყველას "სმირნაზე" დააყენებდით. მე ვერ ვნახე თქვენგან ვინმეს მიმართ დასმული შეკითხვა.

_ ჩვენ შეკითხვებს ყოველთვის ვსვამთ და როგორც ჩანს, თქვენ არ კითხულობთ… რაც შეეხება "სმირნაზე" დაყენებას, ეს ჩვენი უფლება-მოვალეობა არ არის…

_ ეს ტერმინია და უკაცრავად ამ ტერმინის ხმარებისთვის, მაგრამ თქვენ არ ინტერესდებით, არც ადრე ინტერესდებოდით რაღაც-რაღაცეებით(?!), რომლებსაც მე ვაყენებდი, _ ამბობს შარაშიძე, რომელსაც, როგორც ჩანს, ბევრი არ ახსოვს ან არ უნდა, რომ ახსოვდეს. მათ შორის "გურია ნიუსის" მიერ საკრებულოს სხდომაზე დასმული უამრავი პრობლემატური საკითხი, ააიპ-ებში გაბერილი  შტატები, საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" დღემდე გაუგებარი ხარჯები და ერთ ფეხბურთელზე, ერთ ჭამაზე გაწერილი ერთი ქათამი, რომელსაც ფაქტურის მიხედვით, პური, "სნიკერსი", კვერცხი და "კალბასი" მოყვებოდა… ასეთი საკითხების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და თუ ვინმეს მეტი კონკრეტიკა სჭირდება, "გურია ნიუსის"  არქივის გადახედვას ვურჩევთ.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძესაც თანაშემწედ ყოფილი "ნაციონალი" ჰყავს _  წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ უნგიაძე, რომელსაც ოსეფაიშვილისგან განსხვავებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე პარტია არ დაუტოვებია.

უნგიაძის გვარი ე. წ. "დასაქმების საქმეში" ფიგურირებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წინასაარჩევნოდ დასაქმებული პირების გამო, უნგიაძე დაკითხვაზეც იყო დაბარებული.

წყაროს თქმით, უნგიაძის ჩვენებაში, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამაღლება-შუა ამაღლება-სამების ხაზს კურირებდა, აღნიშნულია, რომ "დასაქმებულ" ადამიანებს შეხვედრებზე ხვდებოდა და მათ გამზადებულ სიებს საარჩევნო შტაბი აწვდიდა.

ამ საქმეზე ჩოხატაურში 200-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა, რომელთა ჩვენებები იდენტური იყო. "გურია ნიუსთან" საუბრისას მათი უმრავლესობა ამბობდა, რომ ხელფასის სანაცვლოდ, რომელიც 240 ლარს შეადგენდა, მხოლოდ "ხუთიანის" შემოხაზვა ევალებოდათ არჩევნებზე.

მიხეილ უნგიაძის პოლიტიკური კარიერა 2005 წელს იწყება. ამ პერიოდში იგი ჩოხატაურის გამგებლის თანაშემწედ დანიშნეს; 2008 წლამდე იყო ნაციონალური მოძრაობის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველად 2006 წელს აირჩიეს და ზედიზედ ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო.

ზაალ მამალაძის თქმით, მას უნგიაძის სამუშაო გამოცდილება საქმისთვის სჭირდებოდა:

 _ მიხეილ უნგიაძე კვალიფიციური კადრია. მან ძალიან კარგად იცის ის კანონმდებლობა, რომლითაც წინა მოწვევის საკრებულო მუშაობდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახალი კანონმდებლობით დავიწყეთ მუშაობა და უნგიაძე ბევრი რამის გარკვევაში დამეხმარა. მინდა განვმარტო, რომ იგი ჩემი თანაშემწეა და არა მრჩეველი, როგორც ხშირად ამბობენ. ასევე, ის ხელშეკრულებით აყვანილი პირია. მუშაობის ვადა გასდის ოქტომბერში და იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო სამსახურში მუშაობის გაგრძელება სურს, სხვების მსგავსად, კონკურსის გავლა მოუწევს, _ ამბობს მამალაძე.

უნდა ითქვას ისიც, "ქართულ ოცნებას"  ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლისთავზე ერთ-ერთ შეუსრულებელ დაპირებად და ცუდ მუშაობად სწორედ "ნაციონალებთან" კოჰაბიტაციას უთვლიან.

ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ რაიონში ბევრი არაფერი შეცვლილა და უმრავლეს თანამდებობაზე სწორედ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც 2012 წლამდე დევნიდნენ, აშანტაჟებდნენ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ.

_ გამგეობას შეხედეთ, რა არის შეცვლილი? "ნაციონალების" პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი გამგებელი გია გიორგაძე დღესაც თანამდებობაზეა, ზურაბ ჩანტლაძე, ბაჩი გოგიბერიძე, ლევანი ჩხიკვაძე, ქეთევან გიორგაძე _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. რატომღაც მათი შემცვლელები ვერავინ იპოვნა. ე. წ. რიგითი სპეციალისტები, საარჩევნოდ რომ სახლებში გვივარდებოდნენ,  "ნაციონალებს" მიეცით ხმა, თორემ კარგი არაფერი დაგემართებათო,  ისევ იქ არიან! ხელისუფლება ერთეულებისთვის შეუცვალა _ ხალხს ეს არ დატყობია. არც სამუშაო ადგილებია, არც დაპირებული მომატებული პენსია. ამ ხნის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი პროექტიც კი არ გაუკეთებიათ, ისიც ვერ მოახერხეს, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდნენ! _ ასეთი განწყობა აქვთ ჩოხატაურელებს ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის თავზე.

ადგილობრივი ხელისუფლება კი ამბობს, რომ კადრების პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი გადაწყვეტს, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა, კონკურსის გავლის ვალდებულება მხოლოდ სპეციალისტებს აქვთ და ის არც სამსახურის უფროსებს ეხება და არც ყბადაღებულ ააიპ-ებს, სადაც შტატები ისეა გაბერილი, რომ ზოგან თანამშრომლის ვინაობაც და ვალდებულებაც კი ავიწყდებათ.

ჩვენ თემას ისევ გავაგრძელებთ და მკითხველს მოვუთხრობთ, რატომ სხედან მაღალ თანამდებობებზე ჩინოვნიკები, რომლებიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აშკარად იბრძოდნენ "ქართული ოცნების" კანდიდატების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს,  ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს _ არიგებდნენ ფულს, აშინებდნენ ამომრჩეველს, იპარავდნენ საარჩევნო ბიულეტენებს და აწყობდნენ "სომხურ კარუსელს; რატომ მოქმედებს შერჩევითი სამართალი _ რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან სხვა ბანაკში მყოფ ზოგ ჩინოვნიკს, ზოგს კი _ არა!

ზაურ ოსეფაიშვილი "დიდი აბრეშუმის გზის" დაფუძნებაზე გურიაში

ზაურ ოსეფაიშვილს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ
სჯეროდა, რომ ქვეყანას შევარდნაძის კოალიცია გადაარჩენდა

"ნაციონალების" მმართველობის დროს კი ზაურ ოსეფაიშვილს
უკვე სააკაშვილი და მისი გუნდი მიაჩნდა ქვეყნის მხსნელად

ასე შეხვდა ზაურ ოსეფაიშვილი "ნაციონალი" ალქსანდრე ცინცაძის
გუბერნატორად დანიშვნას

ამჟამად ზაურ ოსეფაიშვილი "ქართული ოცნების"
ჩოხატაურელი ლიდერის დავით შარაშიძის თანაშემწეა

მიხეილ უნგიაძე (მარჯვნივ) ჩოხატაურში
ერთ-ერთი პირველი "ნაციონალი" იყო…

…და "ნაციონალების" მმართველობის ბოლომდე
ჩოხატაურის ხელისუფლებას წარმოადგენდა
/

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს ოპოზიცია

რუსების რჩეული, კიდევ ერთხელ, პუტინი გახდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო