https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული ღვინის დღე და “რთველი 2014”-ის რეკორდული შედეგები

9:10; 16.10.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"რთველი 2014" კახეთში დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის გადამუშავებულია 116 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, რეგიონის მოსახლეობის შემოსავლებმა კი რეკორდულ მაჩვენებელს _ 155 მლნ ლარს გადააჭარბა.

"ეს არის უპრეცედენტო ციფრები. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანდა ყურძენი და საუბარი იყო მოსავლის ნაკლებობაზეც, სტატისტიკა სხვა რამეს აჩვენებს. შემოსავლების ზრდის ტენდენცია,  ვფიქრობთ, მომავალშიც გაგრძელდება", _ ასე შეაფასა "რთველი 2014" სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

რთველით კმაყოფილები არიან მევენახეებიც, რომლებსაც წელს დაკრეფილ 1 კილოგრმა რქაწითელში, 1 ლარზე ნაკლები არ აუღიათ, ხოლო საფერავის ფასმა  3,40 ლარსაც მიაღწია. მეწარმეების წახალისება,  მეტი გადაეხადათ გლეხისთვის,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, სუბსიდირებას მხოლოდ ის მეწარმე მიიღებდა, რომელიც კილოგრამ ყურძენში ლარზე მეტს გადაიხდიდა.

"ძალიან კარგი რთველი გვქონდა წელს კახელებს, ფასიც _ შესაბამისი. კმაყოფილები ვართ. არანაირი პრობლემა  ჩაბარების დროს არ გვქონია", _ ამბობენ მევენახეები.

წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მაჩვენებელიც _ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) მსოფლიოს 39 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 42 800 528 (0,75 ლიტრი) ბოთლი შეადგინა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც რუსეთი ლიდერობს 65%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში, 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, 27 937 836 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი. ღვინის ექსპორტმა თანხაში 137 104 668 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით, 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 787 177 (0, 5ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ 9 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 29 043 599 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ექსპორტმა 4 281 222 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 976 884 ბოთლით რუსეთი იკავებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღვინის ექსპორტის ზრდა მევენახეებისთვის სტიმულის მომცემია. ამით ისინი უფრო დაინტერესდებიან ვაზის გაშენებით.

მთავრობის მეთაურმა, ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინის დღე დააწესა.  ეს თარიღი წელს პირველად 4 ოქტომბერს აღინიშნა და იგეგმება, რომ მომავალში ტრადიციად დამკვიდრდეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დღესთან დაკავშირებით კახეთში, ყვარლის რაიონში, მინისტრებთან ერთად ყურძნის დაკრეფაში  მიიღო მონაწილეობა და რთველის შედეგებიც შეაჯამა:

"დღეს ერთგვარად რთველის სიმბოლური შეჯამება გვაქვს და მიმაჩნია, რომ წელს საუკეთესო რთველი და საუკეთესო წელი იყო, ვინაიდან გლეხები, მევენახეები ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები არიან. ამ ეტაპზე, კახეთში 115 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი, ამაში რაჭის მოსავალი არ შედის. მევენახეების შემოსავლებმა, ჯამში, 155 მილიონი ლარი შეადგინა. ეს უპრეცედენტო, წარმატებული რთველია. და რაც მთავარია, ეს დიდი მოტივაცია, სტიმულის მიმცემია გლეხებისთვის. 4 ათას ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, გლეხს გაუჩნდა მოტივაცია და სურვილი, რომ ვენახი გააშენოს. არიან ოჯახები, რომლებმაც 10, 20, 50 და 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სოფლებში ეს ძალიან დიდი დახმარებაა," _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწესებული ქართული ღვინის დღის ორგანიზატორები არიან:  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ალავერდის ეპარქია, ასოციაცია "ქართული ღვინო" და საქართველოს სომელიეთა ასოციაცია.

მთავრობის მეთაური რთველში მონაწილეობასთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო დოღს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ღვინის დღე ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცევა:

"ამ დღის დაწესება  ღვინის კულტურის უძველესმა და უნიკალურმა ისტორიამ გადაგვაწყვეტინა. ქართველი კაცისთვის, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული. სწორედ საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ღვინის დაყენების უნიკალურ, ათასწლოვან ტექნოლოგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით,  ღვინის მუზეუმი აშენდება, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია.

ირაკლი ღარიბაშვილმა  დოღში გამარჯვებულს ერეკლე მეფის ხმლის ასლი გადასცა; პრემიერ-მინისტრსა და ალავერდის მიტროპოლიტ დავითს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა საფერავის ბოკალის ორი ექსკლუზიური ნიმუში უსახსოვრა.

ავსტრიელი ოსტატის გეორგ რიდელის მიერ შექმნილი საფერავის ბოკალის პრეზენტაცია ქართული ღვინის დღის ფარგლებში თბილისში, სასტუმრო "მერიოტ თბილისში" გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრნენ; საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300-წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია "რიდელმა" შექმნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში.

თბილისსა და კახეთში ღვინის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს უამრავი სტუმარი _ სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები სტუმრობდნენ.

დღესასწაულში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ახალგაზრდული მოძრაობის 200-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.

სიონის ქუჩაზე, "ქარვასლის" წინ მოეწყო ქართული ღვინოების დეგუსტაცია. ამასთან, დეგუსტაცია და სხვადასხვა სანახაობითი ღონისძიება თელავის ცენტრში, იუსტიციის სახლის წინ, ერეკლეს მოედანზეც გაიმართა.

"რთველი 2014" დაიწყო რაჭაშიც. რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა. შტაბის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

რაჭაში ყურძნის მიღება-გადამუშავების მზადყოფნა გამოთქვა და დარეგისტრირებულია 14 ღვინის კომპანია. წელს, წინასწარი პროგნოზით მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სავარაუდო მოსავალი 800-900 ტონას შეადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მკაცრად კონტროლდება, რომ რეგიონში არ მოხვდეს სხვა ზონიდან შემოტანილი ყურძნის ჯიშები, რათა დაცული იყოს "ხვანჭკარას" ხარისხი.

ისევე, როგორც კახეთში, საკოორდინაციო შტაბი რაჭაშიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. მოქმედებს "ცხელი ხაზი" _ 2 47 01 01, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება დაინტერესებულ პირებს.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26 დეკემბერი, 2025

ლანჩხუთში ტორფის ამოღების თემამ "გაიღვიძა"

ეგნატეს მუზეუმს "ატუ" შეაკეთებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26.12.2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26.12.2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26.12.2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო