https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ისინი ხომ ხარჯავენ იმ საწვავს, რომელიც ხალხის ფულითაა ნაყიდი?”

10:10; 16.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"გურია ნიუსმა" საჯარო ინფორმაციების გამოთხოვის მიზნით, გურიის გუბერნიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას, ასევე, ქალაქის მერიას 6 ოქტომბერს მიმართა:

_ გურიის გუბერნიაში დასაქმებული თანამდებობის  პირების, თანამშრომლების მიერ 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე,  სად, როდის და რა სამსახურებრივი მოვალეობის დროს გაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლიტრი საწვავი და კონკრეტულად, ვის მიერ. მიუთითეთ თვე, დღე და რიცხვი;

_ რა თანხას შეადგენს ქალაქ ოზურგეთის მერიაში თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე ყოველთვიურად გამოყოფილი საწვავის ლიმიტის ოდენობა;

_ ქალაქ ოზურგეთის მერიაში 2014 წლის 4 აგვისტოდან დღემდე, სად, როდის და რა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლიტრი საწვავი და კონკრეტულად, ვის, რომელი თანამშრომლის თუ თანამდებობის პირის მიერ. მიუთითეთ  თვე, დღე და რიცხვი, ასევე, კოლომეტრაჟი;

_ მოგვაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, აპარატის უფროსისა და თანამშრომლების, ასევე, კომისიისა  და ფრაქციის თავმჯდომარეების მიერ რა სამსახურებრივი მოვალეობის დროს გაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლიტრი საწვავი. მიუთითეთ  დღე, თვე და რიცხვი, ასევე კილომეტრაჟი;

_  მოგვაწოდეთ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 2014 წლიდან დღემდე  გამგებლის, მოადგილეების, ადმინისტრაციის, სამსახურის უფროსებისა და თანამშრომლების მიერ რა სამსახურებრივი მოვალეობის დროს გაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლიტრი საწვავი. მიუთითეთ  დღე, თვე და რიცხვი, ასევე, კილომეტრაჟი.

ეს საჯარო ინფორმაცია გახლდათ ჩვენი ინტერესის საგანი.

აღსანიშნავია, რომ თითოეული უწყების პასუხი აღნიშნულ ინფორმაციებზე სხვადასხვაგვარია, თუმცა, კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ ვის მიერ და რა სამსახურებრივი მოვალეობის დროს იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლიტრი საწვავი, არც ერთ უწყებას არ აქვს.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის აპარატის უფროსის  ნინო შეყილაძის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია:

"გუბერნატორის სამსახურებრივი ავტომანქანისთვის ყოველთვიურად გამოყოფილია 500 ლიტრი საწვავი, ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმიანობისთვის _ 450 ლიტრი საწვავი, აპარატის თანამშრომლების საქმიანობისთვის _ 150 ლიტრი, ხოლო რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის თანამშრომლების საქმიანობისთვის _ 300 ლიტრი საწვავი".

"რაც შეეხება იმას, თუ სად, როდის და რომელი თანამშრომლის (თანამდებობის პირის) მიერ დაიხარჯა თითოეული ლიტრი საწვავი, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საწვავითა და ავტომობილებით სარგებლობს არა მხოლოდ გუბერნატორის აპარატი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური, არამედ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური. კერძოდ, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების მონიტორინგის, რეგიონში შემავალი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისა და გუბერნატორის აპარატის სხვა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია არ ახორციელებს გახარჯული საწვავის დეტალურ (ლიტრობრივ) აღრიცხას", _ აღნიშნულია გუბერნიიდან მოწერილ ოფიციალურ წერილში.

ქალაქ ოზურგეთის მერია ჩვენ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებზე გვპასუხობს: "ყოველთვიურად გამოყოფილი საწვავის ლიმიტის ოდენობა შეადგენს 1 600 ლიტრს. რაც შეეხება იმას, თუ სად, როდის (თვე, დღე და რიცხვი) და რა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიხარჯა თითოეული ლიტრი საწვავი ამა თუ იმ თანამშრომლისა თუ თანამდებობის პირის მიერ, კილმეტრაჟის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ის არსებული კანონმდებლობით არ რეგულირდება".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის პასუხები იდენტურია. საკრებულო და გამგეობა კონკრეტულ პასუხს არ გვაძლევს, თუ სად და როდის, რა სამსახურებრივი მოვალეობის დროს იხარჯება ყოველდღიურად ბიუჯეტიდან გამოყოფილი საწვავი. მხოლოდ  გვწერენ, რომელ თანამდებობის პირს თუ თანამშრომელს, ასევე, საკრებულოს  რა რაოდენობის საწვავი ეძლევა ყოველთვიურად და რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ავტომანქანამ.

მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია:

"24-29 სექტემბერს სტიქიის დროს საჭიროებისამებრ გახარჯულია 100 ლიტრი დიზელი და 80 ლიტრი ბენზინი", რომელსაც  სერვისცენტრის დირექტორი შალვა კონჯარია ითხოვს.

"24 -29 სექტემბერს, სტიქიის აღწერის სამუშაოების ჩასატარებლად ინფრასტრუქტურის სამსახურს გამოეყო 50 ლიტრი დიზელის საწვავი და 50 ლიტრი ბენზინი".

ამა წლის 24 სექტემბერს სტიქიასთან დაკავშირებით, მიღებული ზიანის დასადგენად, მონიტორინგი  უწარმოებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროს გიორგი ხარაბაძეს, რომელსაც ამისთვის 100  ლიტრი საწვავი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამსახურს ყოველთვიურად 200 ლიტრი საწვავი აქვს გამოყოფილი ბიუჯეტიდან.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ყოველთვიურად, 2 430 ლიტრი საწვავი აქვს გამოყოფილი ბიუჯეტიდან: საკრებულოს თავმჯდომარე _ 500 ლიტრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე _ 350 ლიტრი, საკრებულოს აპარატის უფროსი _ 150 ლიტრი; განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე _100 ლიტრი; აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე _ 100 ლიტრი; ლეგალიზაციის კომისია _ 150 ლიტრი, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; ფრაქცია "კოალიცია ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" _ 70 ლიტრი; ფრაქცია "ძლიერი სოფელის" თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; ფრაქცია "ჩვენი ოზურგეთი" _ თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" თავმჯდომარე _ 70 ლიტრი; საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე _ 100 ლიტრი; განყოფილების უფროსებს _ 40 ლიტრი; მთავარ სპეციალისტებს _ 10 ლიტრი; მდივან-რეფერენტი _ 10 ლიტრი.

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილია საწვავის ყოველთვიური სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელ ღონისძიებებს _ 150 ლიტრის ოდენობით".

 რა რაოდენობის საწვავს მოიხმარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა: მუნიციპალიტეტის გამგებელი _ 800 ლიტრი; გამგებლის პირველი მოადგილე _ 200 ლიტრი; გამგებლის მოადგილეები (სულ სამი მოადგილე) _ 200 ლიტრი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი _ 50 ლიტრი; იურიდიული სამსახურის უფროსი _ 100 ლიტრი; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი _ 90 ლიტრი; ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი _ 250 ლიტრი; ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი _ 200 ლიტრი; კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი _ 100 ლიტრი; შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი _ 100 ლიტრი; განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური სამსახურის უფროსი _ 150 ლიტრი; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი _ 450 ლიტრი; იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი _ 150 ლიტრი; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი _ 80 ლიტრი.

გამგებლის მიერ იქმნება საწვავის ყოველთვიური სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელ ღონისძიებებს _ 300 ლიტრის ოდენობით, _ აღნიშნულია გამგეობიდან მოწერილ ოფიციალურ დოკუმენტში.

რამდენად გამჭვირვალეა დღეს საჯარო სამსახურებში, უწყებებში საწვავის ხარჯვა, ვალდებულნი არიან თუ არა აწარმოონ ყოველდღიურად ბიუჯეტიდან გამოყოფილი საწვავის ხარჯების აღრიცხვა, კონკრეტულად ვის მიერ და რა დროს იხარჯება თითოეული ლიტრი საწვავი, ამაზე კომენატრებს "გურია ნიუსთან" იურისტები აკეთებენ.

იურისტ ლევან ალაფიშვილს მიაჩნია, რომ  საწვავისა და მანქანების თემა უკვე ძალიან დიდ პრობლემად იქცა: "ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის აღრიცხვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი _ ისხმება თუ არა საწვავი სრულად კონკრეტულად გაპიროვნებული მანქანის ავზში თუ მისი მეგობრის ან ახლობლის მანქანის ავზში მიემართება? თვითმმართველობებში საწვავისა და მანქანების თემა კომპლექსური პრობლემაა. მარტივ მაგალითზე რომ წარმოგიდგინოთ პრობლემა, სამუშაო საათების შემდეგ ან არა სამუშაო დღეებში სად იმყოფება გამგებლის ან სხვა მაღალი თანამდებობის პირების მანქანები? გაჩერებული არიან და არ მოძრაობენ? ამის შემდეგ ვნახოთ ამ საკითხის პრობლემურობა და კომპლექსურობა როგორია. საგადასახადო კოდექსში არის მუხლი, რომელიც ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას შეეხება _ თუკი დამსაქმებლის ავტომანქანას მოიხმარს არასამუშაო დღეებში და საათებში მისი თანამშრომელი, ან თუნდაც ხელმძღვანელი, ეს უნდა  დაუბეგრო. ასე უნდა ხდებოდეს საჯარო სამსახურებშიც. ისინი ხომ იმ მანქანებით სარგებლობენ და ხარჯავენ იმ საწვავს, რომელიც ჩვენი ფულია, ხალხის ბიუჯეტია. ასე რომ, რეალურად აქ უფრო გლობალურ პრობლემაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პრობლემა საჯარო სამსახურის მართვის სისტემის მოწესრიგების აუცილებლობაშია. მაგალითად, პრემიებს რომ დანამატები დაარქვეს…

საბოლოო ჯამში, ეს პატარ-პატარა პრობლემები მოიყრის თავს ერთ ძალიან დიდ პრობლემად. საჭიროა სისტემის გაჯანსაღება. ყოველთვის სჯობს პრევენცია, ვიდრე ისეთი შეცდომები დაუშვან, რომლის გამოსწორებაც უკვე გვიანი იქნება", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

საქართველოს  დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა   საკითხთან დაკავშირებით ამბობს:  "მოცემულ საკითხთან მიმართებით, პირველი, რაც თვალში ხვდება ადამიანს, ის ტენდენციაა, რომ საჯარო მოხელეები მათთვის გამოყოფილ/დადგენილ საწვავის ლიმიტს, როგორც წესი, სრულად და ბოლომდე ითვისებენ. ამასთან, გაცემული საწვავის ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, ხარჯებად აღიარება  ფაქტობრივად, გაცემული რაოდენობით ხდება. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ადგილი აქვს მათ პირად საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას, თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც,  საერთო წესისამებრ, არ ხდება მოკლევადიანი იჯარების გაფორმება პირადი ავტომანქანების სამსახურებრივი მიზნით გამოყენების თითოეულ ფაქტზე, იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის ფაქტობრივად ხარჯვის ნორმები არც ერთი ზემოაღნიშნული შემთხვევისთვის, პრაქტიკულად, რეგლამენტირებული არ არის. საწვავის ხარჯვის აღრიცხვისა და შემდგომ მისი ხარჯებში ჩამოწერის მიმართ გამოიყენება და მოქმედებს ზოგადი აუცილებელი პირობები: პირველი _ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჯარო მოხელეებზე საწვავის ტალონის გამცემ შესაბამის საჯარო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი _ სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა; მეორე _ მან უნდა აღრიცხოს საწვავის შესაბამისს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემა; მესამე _ ეს საწვავი უნდა იქნეს გაწერილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც უშუალოდ მის ბალანსზე იმყოფება, ან იჯარით ჰყავს აყვანილი; მეოთხე _ უნდა მოხდეს იმის აღრიცხვა, თუ რომელ  ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რომელი ტიპის და რა ოდენობის საწვავი გაიცა. საწვავი, როგორც წესი, ჩამოიწერება ფაქტობრივი ხარჯისა და ცალკეული მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით; ამისათვის კი საკმარისია თვეში არანაკლებ ერთხელ დაფიქსირდეს ოდომეტრის ჩვენება, ანუ  თვეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ავტომანქანების მიერ გავლილი კილომეტრაჟის აღრიცხვა, სპიდომეტრის ჩვენების მიხედვით (როგორც წესი, ოდომეტრის მიერ ნაჩვენები მანძილი დაანგარიშდება საწვავის რაოდენობაზე). თუმცა სწორედ აქ შემოდის დღის წესრიგში მთელი სერიოზულობით შიდა აუდიტის სამსახურების ქმედითი ფუნქციონირების აუცილებლობა. საქმე ისაა, რომ, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე რისკების შემცირების, ტალონების სახით გაცემულ საწვავში გადახდილი თანხების დანიშნულებისამებრ ფაქტობრივად გამოყენების დადასტურების მიზნით, მუნიციპალიტეტმა/შესაბამისმა საჯარო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შიდა კონტროლის გაძლიერება, სათანადო რისკების გამოვლენა/შეფასება და სათანადო რეაგირება. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შიდა კონტროლის განმახორციელებელმა სამსახურებმა ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის მოითხოვონ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გახარჯული საწვავის ინდივიდუალური აღრიცხვა, ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით; ასევე, ფაქტობრივი ხარჯის რეალობის დოკუმენტურად დადასტურება _ საწვავის ხარჯვის აღრიცხვის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტის რეგულარული წარმოება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის. მხოლოდ აღრიცხვის მსგავსი წესის პირობებში იქნება შესაძლებელი იმის ობიექტური შეფასება, საჯარო მოხელისთვის გამოყოფილი ლიმიტირებული საწვავი მის მიერ ნამდვილად სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე დაიხარჯა თუ არა და რამდენად რეალურია/საჭიროა, ამ მიზნით, მისთვის, ლიმიტის სახით, გამოყოფილი საწვავის ოდენობა", _ აღნიშნავს იურისტი ირაკლი პაპავა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სხდომა 24 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე "საგამოცდო სკამზე"

ყველა სიახლე

ზაფრანი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

0:25; 4.03.2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3.03.2026
საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23:40; 3.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო