საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს ხანდაზმული დავალიანებებით დაკისრებული გადასხდელები ჩამოაწერა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა თანხამ 15 ათასი ლარი შეადგინა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 16 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე იმსჯელა და მათი უმრავლესობა მოქალაქეთა სასრგებლოდ გადაწყვიტა. კერძოდ, კომისიამ განიხილა მოქალაქეებსა და სს „თელასს“ შორის არსებული სადავო საკითხები ხანდაზმული დავალიანებების შესახებ და ამ მიმართულებით კომისიის მიერჩამოწერილი თანხების ოდენობამ მთლიანობაში 10 422 46 ლარიშეადგინა.
ასევე დაკმაყოფილდა მოქალაქეთა საჩივრები შპს „სოკარ ჯორჯია გაზი – იმერეთის“ წინააღმდეგ. მოქალაქეები კომპანიის მიერ მრიცხველის შეძენის საფასურად 145 ლარის მოთხოვნას ასაჩივრებდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე ამ მიმართულებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 3770 ლარი შეადგინა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მისი უფლებები, შეუძლია მომართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიცკევიჩის ქ.#19_ში. კომისია ინდივიდუალურად იმსჯელებს ყველა განცხადება/საჩივარზე და მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას.