თბილისში, ილიას სახელობის უნივერსიტეტში, მკვლელობა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია სასწავლებლის ინგლისური ენის ლექტორი. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მკვლელობის მიზეზებზე შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.