ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი საკუთარ ქვეყანაში ოხუნჯი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს. გთავაზობთ მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ანეკდოტს.
„ტოტი ძმასთან ერთად კინოში წავიდა. ფილმში ცხენების დოღს აჩვენებდნენ.
– 10 ევროს ჩამოვალ, რომ თეთრი ცხენი მოიგებს, – ამბობს რიკარდო.
– მე წაბლისფერზე ჩამოვალ, – პასუხობს ტოტი.
საბოლოოდ თეთრმა გაიმარჯვა. რიკარდომ ფულის აღებაზე უარი უთხრა:
– ეს ფილმი ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომელი გაიმარჯვებდა.
– მერე რა, მეც ნანახი მქონდა! – პასუხობს ტოტი.
– მაშინ, რატომ ჩამოხვედი ფსონს წაბლისფერზე?
– მომეჩვენა, რომ დღეს უკეთეს ფორმაში იყო.“
„ტოტი და კანდელა ვარჯიშის დროს დარბიან. ფრანგი გვერდით გაიხედავს და ეუბნება:
– ფრანჩესკო, ნახე მკვდარი მტრედი.
– აბა, სად არის? – კითხულობს ტოტი და თავაწეული ცას ათვალიერებს.“
„რომში ტრაგედიაა, ტოტის ორწიგნიანი ბიბლიოთეკა დაიწვა. ფრანჩესკო სასოწარკვეთილია:
– მეორის გალამაზება ვერ მოვასწარი!“
„ერთხელ ტოტიმ თავსატეხი იყიდა. მის აწყობას ექვსი თვე წვალობდა. დასრულების შემდეგ ყუთზე წაიკითხა წარწერა: „სამიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის“ და გახარებულმა ამაყად წამოიძახა:
– მართლაც გენიოსი ვარ!“
„ფეხბურთელის მეუღლე ილარი ბლაზი ფრენჩესკოს ეუბნება:
– ჩემო სიყვარულო, შენზე უკვე ბევრი ანეკდოტი მოიგონეს! იქნებ ერთი, ორი წიგნი მაინც გაქვს წაკითხული. ვთქვათ, შექსპირი?
– რა თქმა უნდა, ძვირფასო, მაგრამ ვერ გამიხსენებია, ვინ დაწერა, – პასუხობს ტოტი.“
„ტოტი და ილარი კაბის ყიდვას აპირებენ. ბლაზი კაბას მოიზომავს და მეუღლეს ეკითხება:
– როგორ გგონია, ეს კაბა არ გამასუქებს?
– ძვირფასო, შენ ხომ მაგის შეჭმას არ აპირებ?“