https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ეამაყება ირაკლი ღარიბაშვილს _ პრემიერ-მინისტრმა ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

16:10; 27.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail
დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება – ორი წლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, – პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას დღეს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 
"თავისუფალი მედიის და თავისუფალი სასამართლოს გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს", – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ორ წელიწადში ყველა სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა – ჯანდაცვის, განათლების, მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობიდან კანონის უზენაესობის დამკვიდრების ჩათვლით. 
პრემიერს ეამაყება უპრეცენდენტოდ დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული ორი არჩევნები და 50%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი, რომლის შედეგად საქართველოს პირდაპირი წესით არჩეული 12 ქალაქის მერი და 59 გამგებელი ჰყავს. 
წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა მოქმედის ყველაზე დიდი გამოწვევაა – ოკუპირებული ტერიტორიები. 
"დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიძულვილის ენას, გაუაზრებელ ნაბიჯებს და დაუბალანსებელ პოლიტიკას მოჰყვა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, საქართველოს ტერიტორიაზე კი ახალი მავთულხართებია გაბმული. ოკუპირებულია წლობით ნალოლიავები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა. ამ პოლიტიკის შედეგია 10 ათასობით ახალი დევნილი და საქართველოს შუაგულში გაჩენილი დევნილთა ახალი დასახლებები. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დგას", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, მაგრამ პრინციპულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეს უმთავრეს ოცნებას – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 
მძიმე სოციალური ფონი და ორ მილიონზე მეტი გაჭირვებული ადამიანი ხელისუფლების კიდევ ერთი გამოწვევაა. წყალი, გაზი და გზები ბევრ სოფელში დღესაც პრობლემაა. 
"28 სოფელი დაგვხვდა საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ იმ ხელისუფლების ხელში, რომელიც თავს იწონებდა აღმშენებლობით, ხალხი უწამლობისა და უექიმობის გამო იღუპებოდა. აი, ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სასწრაფოდ ამ რეალობის შეცვლა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეცეს ხალხს ამოსუნთქვის საშუალება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. 1 მილიარდი ლარით გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი და 2 მილიონ 781 ათასი ბენეფიციარი – დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეულია. 
პრემიერის ინფორმაციით, 20 წლის განმავლობაში პირველად, ქვეყანაში შემცირდა სიკვდილიანობა და დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა; რეგიონებში აშენდა და მოეწყო 82 ამბულატორია, 30 პროცენტით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი.
"ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ინიციატორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია – ზუგდიდში, სოფელ რუხში დაიწყო მულტიპროფილური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა. ეს კლინიკა იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონისთვის, არამედ ჩვენი აფხაზი ძმებისთვისაც", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
მთავრობის გადაწყვეტილებით, C ჰეპატიტით დაავადებული 10 ათასი პაციენტი სამკურნალო მედიკამენტებზე 60-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობს, ამ პროგრამით, 2 ათასამდე პაციენტმა ისარგებლა და დაიზოგა 2 მილიონ 315 ათასი ლარი. პატიმრებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობა სრულიად უფასოა. შედეგად უკვე განიკურნა 173 პატიმარი. 1000 დაავადებული პატიმრის მკურნალობისთვის სახელმწიფო 6 მილიონ ლარს ხარჯავს. 
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა „სოლიდარობის ფონდმა", რომელმაც, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები გააერთიანა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25 ბავშვის მკურნალობა უკვე დააფინანსა. 2 თვის განმავლობაში ფონდში მობილიზებულია მილიონ ლარამდე თანხა. 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაიზარდა პენსია და დახმარება ყველა კატეგორიის პენსიონერისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის. 
„ჩვენ გავაორმაგეთ დახმარება სოციალურად დაუცველებისათვის, გავაორმაგეთ დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობები. ვიცით, რომ არც ეს არის საკმარისი, მაგრამ ვალდებული ვართ, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ ცხოვრების ადამიანური პირობები ჰქონდეთ. დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბსოლუტურად უღირს პირობებში. 2012 წლის ოქტომბრიდან დევნილებს სოციალური პაკეტის ფარგლებში 14,5 მილიონი ლარის დახმარება გაეწიათ. საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 10 ათას 500 დევნილი. 1 ლარად საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა და კერძო საკუთრებაში გადაეცა 4 ათასამდე ოჯახს. ჩვენი მიზანია, არც ერთი დევნილი არ დარჩეს საკუთარი ჭერის გარეშე", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით – საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი დაბალია, გაიცემა ფინანსური დახმარება ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე – მთაში – 200 ლარი, ბარში კი – 150 ლარი. 
პრემიერის შეფასებით, წარმატებით ხორციელდება პროექტები, რომლებიც განათლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 
„მეორე წელია, სკოლის მოსწავლეები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოების კომპლექტს და ამან 60 პროცენტამდე შეამცირა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე – მოსწავლეების მშობლები ყოველწლიურად 75 მილიონ ლარს ზოგავენ. გარდა ამისა, 1065 სკოლის 53 ათასამდე მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. რეგიონებში, იმ ადგილებში, სადაც ბავშვებისთვის სკოლაში მისვლა დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, დანიშნულია სპეციალური ავტობუსები. ჩვენ ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს. საქართველოს მასშტაბით უკვე ავაშენეთ 9 ახალი სკოლა და კიდევ ვაშენებთ 8 სკოლას. 1000 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
გარდა ამისა, სახელმწიფო სრულად აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას. აგრეთვე მთლიანად ფინანსდება 12 ათასამდე სტუდენტი, რომლებიც საჯარო კოლეჯებში იღებენ პროფესიულ განათლებას. 
ამასთან, პრემიერის ინიციატივით, თბილისში დაიწყო თანამედროვე საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სოციალურად დაუცველი, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. ასეთივე საერთო საცხოვრებლები შენდება ახალქალაქში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა კი საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები დააფინანსა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საჯარო სექტორში დასაქმდებიან და ცოდნას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. 2 წლის განმავლობაში 147 სტუდენტის სწავლა დაფინანსდა. 
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 6 პროცენტია. მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონში ქვეყანა არის პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის – მეორე ადგილზე. 
გაუმჯობესებულია ეკონომიკური მაჩვენებლები – რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის – „Fitch" და „Moody's" მიხედვით, საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" ქვეყანა 19 საფეხურით დაწინაურდა.
„განსაკუთრებული წინსვლა გვაქვს ექსპორტის კუთხით. 2012-2014 წლებში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით, მათ შორის, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირთან 70-პროცენტით, ხოლო რუსეთთან – 534-პროცენტით. 2 წლის განმავლობაში, ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 53%-ით, ხილი – 91%-ით, მინერალური წყლები – 159%-ით, ღვინო – 221%-ით; ხოლო ციტრუსი – 1040%-ით", – განაცხადა პრემიერმა. 
2 წლის განმავლობაში უკვე დარეგისტრირდა და გააქტიურდა 46 ათასზე მეტი ახალი ბიზნესსუბიექტი. ასეთი მიდგომით, შემდგომ ორ წელიწადში ინტენსიურად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვის მქონე გადამხდელების, ანუ მსხვილი გადამხდელების რაოდენობა 418-ით, ხოლო მათი ერთობლივი შემოსავალი – 4 მილიარდ ნახევარი ლარით გაიზარდა. 
„ამ ცვლილებების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ჩვენთან, თბილისში 2015 წელს, ტარდება EBRD-ის წლიური შეხვედრა, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ სათანადოდ წარმოადგენს თანამდეროვე მსოფლიოში. ჩემი ინიციატივით საქართველოში ფუძნდება „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი", რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს. ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდი ლარით და გახდა სოციალურად ორიენტირებული", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერის შეფასებით, ბიზნესი სრულად გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და სახელმწიფომ შექმნა პირობები, სადაც კერძო სექტორს შეუძლია სწორად და გრძელვადიანად განვითარდეს. 
ამასთან, წარმოების განვითარების მიზნით ხორციელდება რამდენიმე პროგრამა. პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც 25 ახალი საწარმო დაფინანსდა.
ასევე, კერძო სექტორისთვის გამოიყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100 საწარმო, რომელიც წლების განმავლობაში დაკეტილი იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა, და ბიზნესს მიეცა საშუალება, ეს ქონება შეიძინონ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად; 
„მათ ვუდგებით გარანტორად, რათა აიღონ ბანკებიდან სესხი, ორი წლის განმავლობაში გადაიხადონ სესხის მხოლოდ 1-2 პროცენტი, ხოლო 10 პროცენტს სახელმწიფო გადაიხდის. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ ქართული პროდუქციის წარმოება. ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად. სახელმწიფო მცირე მეწარმეებსაც აძლევს საშუალებას, მიიღონ ფინანსური რესურსი და დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა", – განაცხადა პრემიერმა.
სოფლის გადარჩენა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 
„ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოებში – 2 წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა. ყოველ წელს 800 ათასი გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. ამაში 300 მილიონამდე ლარია დახარჯული. ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, სოფელს ასეთი დახმარება არ ახსოვს. გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 48 მილიონ ლარამდე ღირებულების შხამქიმიკატები, 54 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვენტარი. და ეს ყველაფერი არ არის – ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. 2013 წლის მარტიდან გაცემულია 492 მილიონი ლარის 21 ათას 400 აგროკრედიტი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ესაა ნახევარი მილიარდის ინვესტიცია მხოლოდ ამ პროექტში და ახალი საწარმოებისთვის, რომლის უმნიშვნელოვანეს შედეგებს უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს. ამ პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 89 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა 521. ინტენსიურად ვმუშაობთ სასმელი და სარწყავი წყლით სოფლების მომარაგებაზე. 35 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი. ჩატარდა პრაქტიკულად ყველა სარწყავი მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. გარემონტდა 1500 ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო 3 ათას კილომეტრამდე სარწყავ არხს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რთველი გვქონდა. მოდით შევადაროთ და თავად დავრწმუნდეთ, რამხელა განსხვავებაა წინა წლებთან შედარებით, რამხელა განსხვავებაა ქართული სოფლისა და გლეხის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასა და წინა ხელისუფლების მიდგომებს შორის. მაშინ, როცა 2009-2011 წლებში, მთელი სამი წლის განმავლობაში გადამუშავდა მხოლოდ 88 ათას 700 ტონა ყურძენი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით, გლეხებისგან შესყიდულია 200 ათასი ტონა ყურძენი. წლების განმავლობაში ყურძნის ფასი 50-დან 90 თეთრამდე მერყეობდა, 90 თეთრი იყო მაქსიმუმი, რასაც გლეხი იღებდა. შარშან და წელს კი ყურძნის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და მინიმუმ ლარი ღირდა. თუმცა, რქაწითელის ფასმა ლარნახევარს, საფერავის კი – 3 ლარსა და 40 თეთრსაც კი მიაღწია. ხალხმა თავისი შრომის შედეგად 270 მილიონი ლარი აიღო. სოფელში გაჩნდა იმედი, ოჯახებს გაუჩნდათ შემოსავალი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ იმედის გაჩენაა ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება. წელს პირველად სახელმწიფო ეხმარება ვაშლის მწარმოებლებს და გაიცემა სუბსიდია არასტანდარტულ ვაშლზე, რისთვისაც ჩვენ 1 მილიონ 600 ათას ლარს ვხარჯავთ. ეს სერიოზული შეღავათი იქნება ჩვენი გლეხებისთვის და ხილის მწარმოებლებისთვის. წელს სულ სხვა ვითარება გვქონდა ატმის რეალიზაციაშიც, რაც წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო. ატმის ექსპორტი გაზრდილია 74%-ით და შეადგინა 5.4 ათასი ტონა – ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ატმის რეალიზაციით 5 მილიონ 500 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო. 
ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი თხილის ექსპორტი. წელს 107 მილიონი დოლარის ღირებულების თხილის რეალიზაცია მოახდინეს ჩვენმა გლეხებმა და ფერმერებმა",
– აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მთავრობის თანმიმდევრული, გათვლილი ნაბიჯებისა და რეალური პოლიტიკის წარმოების შედეგად, ქართველ გლეხებს პროდუქცია უკვე გააქვთ რუსეთის ბაზარზე და ამავდროულად, საქართველოსთვის ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი გაიხსნა. 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. 
„გზებიც შენდება და ხიდებიც. დღემდე 2 მილიარდ 400 მილიონი ლარია დახარჯული. უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, მხოლოდ ერთ ციფრს მოვიტან. წინა ხელისუფლებამ თავის ორ ვადაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მხოლოდ 70 კილომეტრი დააგო. ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ორ წელიწადში 40 კილომეტრი უკვე დააგო და წლის ბოლომდე ამ გზის კიდევ 18 კილომეტრი დაიგება. აი, ეს არის, ბატონებო, რეალობა, დანარჩენი თავად განსაჯეთ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ დავიწყეთ პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის გაყვანა არხოტის ხეობაში, იმ გზის, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა. გარდა ამისა, რეგიონებში ვახორციელებთ უამრავ პროექტს. ავაშენეთ 16 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კილომეტრ გზას და 87 ხიდს. ჩვენი მიზანია საბოლოოდ გზებისა და ხიდების პრობლემა არც ერთ სოფელში არ დარჩეს", – აღნიშნა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 21-ე საუკუნეში, წინა ხელისუფლების მიერ ლამის სინათლის ქვეყნად გამოცხადებულ საქართველოში, ჯერ კიდევ იყო სოფლები, სადაც არასოდეს ანთებულა სინათლე და ხალხი სანთლის შუქზე ცხოვრობდა. 
ხელისუფლება, დაიწყო უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება და უკვე განათდა 8 უშუქო სოფელი. ამჟამად კიდევ 20 სოფლის განათების სამუშაოები მიმდინარეობს. 
„გარდა ამისა, 117 ათასზე მეტ აბონენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაში. ჩვენ შევამცირეთ ტარიფები, მართალია მცირედით, მაგრამ, ამით ჩვენმა მოსახლეობამ 110 მილიონი ლარი დაზოგა", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
მთავრობის მეთაური ჰიდროელექტროსადგურების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ უკვე ამუშავდა 7 ახალი ჰიდროელექტროსადგური და მხოლოდ ენერგეტიკაში 347 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 
„ვიცი, რომ საზოგადოებას აღელვებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხი და ამიტომ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ არ ვიღებთ არც ერთ გადაწყვეტილებას ისე, თუ არა გვაქვს კვალიფიციური ექსპერტული დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ პროექტების განხორციელებას. გარდა ჰიდროელექტროსადგურებისა, ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიულ წყაროებზეც. დავიწყეთ ქარის სადგურების პროექტის განხორციელება", – აღნიშნა პრემიერმა. 
ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პრემიერ-მინისტრმა დეპოლიტიზებული პოლიცია დაასახელა. 
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დღეს ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში პოლიცია ვინმეს პოლიტიკური ნიშნით დევნის ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურშია. 
„გაუქმდა სადამსჯელო ორგანიზაციები – სოდი და კუდი. განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო ჩანაწერი. ეს იყო სირცხვილი, რომლის განმეორებას ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ! აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 100-ზე მეტ ობიექტს. 2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალშვილიანი თანამშრომლები ყოველთვიურ 200-დან 500 ლარამდე დახმარებას იღებენ. ასევე, ფინანსდება თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა მკურნალობის ხარჯები, როგორც საქართველოში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ. 2014 წლის 5 თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომელთა მკურნალობაზე 1 მილიონ 75 ათასი ლარი დაიხარჯა", – განაცხადა პრემიერმა. 
მთავრობის მეთაურის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვას – საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 ახალი სასაზღვრო სექტორი; საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე – 2 სასაზღვრო სექტორი; საქართველო-სომხეთის მონაკვეთზე – 4 სასაზღვრო სექტორი; საქართველო-თურქეთის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი. 2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 3 ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ორგანიზებულ დანაშულთან ბრძოლაში 48 საფეხურით გაუმჯობესდა. 
ცვლილებები, რომლებიც ამ 2 წლის განმავლობაში განხორციელდა, პრემიერის განცხადებით, ყველაზე მეტად იგრძნობა სასჯელაღსრულების სისტემაში. 
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გაუმჯობესდა სასჯელის მოხდის პირობები – დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მუშაობს სპეციალური პროგრამა C ჰეპატიტით და ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების მკურნალობისათვის. 
ცვლილებებია თავდაცვის სფეროშიც. პრემიერის შეფასებით, საქართველოს ჯარი არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ნატოს სტანდარტებთან, როგორც ახლა. 
„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სამხედროებზე. 2013 წლიდან ჩვენ გავზარდეთ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები 20-25 პროცენტით. ჩვენ არ ვივიწყებთ მათაც, ვინც თავი შესწირა სამშობლოსათვის ბრძოლას. დაღუპულებს ვერავინ გააცოცხლებს და მათი დაკარგვით მიყენებულ ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში მათ ოჯახებს, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. 2014 წლიდან საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს დაენიშნათ ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით, 2015 წლიდან კი კომპენსაცია 1000 ლარი გახდება. ჩვენი გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების კომპენსაცია გახდა 100 ათასი ლარი, რაც მანამდე მხოლოდ 15 ათას ლარს შეადგენდა", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერის განმარტებით, განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დეპოლიტიზაცია, გაიზარდა მოსამართლეთა ჩართულობა საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის პროცესში; პოლიტიკოსების ნაცვლად საბჭოს არასამოსამართლე წევრებად სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აირჩევიან. 
„განხორციელებულმა მართლმსაჯულების რეფორმამ, ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ხელი შეუწყო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. რეგიონებში უკვე გაიხსნა 12 და წლის ბოლომდე გაიხსნება 5 ახალი საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 100 ათას მოქალაქეს მოემსახურება და სოფლიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქ მცხოვრებ ადამიანებს უყურადღებოდ არ ტოვებს – 39 სოფელში უკვე აღდგენილია სარწყავი წყლის მიწოდება, 4 სოფელს მიეწოდება სასმელი წყალი, შეკეთებულია გზები, აშენდა ამბულატორია, გაზიფიცირებულია ყველა – 58 სოფელი. გამყოფი ხაზის გასწვრივ, 50 სოფლის 11 ათასზე მეტმა ოჯახმა ზამთარში გათბობისთვის 200-ლარიანი დახმარება მიიღო. სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან არიან. 
„მე ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორი მძიმე, დაძაბული შეიძლება იყოს მათი ცხოვრება. ამიტომ მინდა აქედან შევეხმიანო თითოეულ ოჯახს და მადლობა გადავუხადო გამძლეობისთვის. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ შევეხმინო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ, ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისაკენ",
– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აფხაზებს აფხაზური ენის დღე მიულოცა. 
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მხოლოდ საქართველოში, ქართველების გვერდით შეძლებენ აფხაზები საკუთარი ენის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას. 
"ჩვენ ძალიან მძიმე წარსული გადავიტანეთ ყველამ ერთად, იყო ძალიან მძიმე შეცდომები, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ჩვენ გთავაზობთ, ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. მე მჯერა, რომ თქვენ შეიძლება ჯერ კიდევ გაქვთ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიდგომას. ჩვენ რეალურად გვაქვს ძალიან დიდი წინსვლის პერპექტივა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა განვითარება თქვენს გარეშე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა მოგიწოდოთ ყველას – ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება", – აღნიშნა პრემიერმა. 
ხელისუფლებამ ასევე დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის, ძეგლთა აღდგენისა და დაცვის ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა მუცოს გადარჩენა, ჩაჟაშისა და დართლოს რეაბილიტაცია. უკვე დაწყებულია ვარძიის გადარჩენის პროექტი.
„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ იქნება ძეგლების ფასადური აღდგენა მხოლოდ ვიზუალური ეფექტის მოსახდენად. ძეგლების რესტავრაცია მოხდება ისე, რომ მათ შეუნარჩუნდეთ პირვანდელი სახე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძარს დაემართა. ჩვენი კულტურა სულ უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ მთელი მსოფლიოსათვის. მე მინდა გითხრათ, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს შეუძლია, ქართული კულტურა მსოფლიოს ტურიზმის მეშვეობითაც გააცნოს. პრემიერი მოხარულია, რომ ვიზიტორების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია, რასაც, რა თქმა უნდა, კულტურულთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგიც მოჰყვა – შემოსავალმა 2-მილიარდ-ნახევარი დოლარი შეადგინა.
სახელმწფო სპორტის მხარდაჭერის პროგრამასაც ახორციელებს, რისთვისაც 47 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. 
„ამჟამად ვემზადებით 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩავატარებთ. 2015 წელს თბილისში ჩატარდება უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩი, რაც ნამდვილი დღესასწაული იქნება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. 
„დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს – ევროპას, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს. ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. ასოცირების შეთანხმება გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და რეალური მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმა. ყველა სახელმწიფო უწყება დღეს უკვე სწორედ ამ გეგმით მუშაობს, რათა შეუქცევადი გახდეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი", – აღნიშნა პრემიერმა. 
მთავრობის მეთაურის განმარტებით, წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, რომლებიც უპირობოდ უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. 
„არაღიარების პოლიტიკა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია, და ამ ორ წელიწადში ჩვენ ამ მხრივაც გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება – ორმა ქვეყანამ უარი თქვა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და სასურველ შედეგებამდე მივალთ", – განაცხადა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ხალხს. 
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველო წარმატებით გადალახავს ყველა სირთულეს და ამ გარდამტეხ პერიოდს ღირსეულად გაივლის. 
„და მაინც, ხშირად ისმის კრიტიკა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კრიტიკის, გამო, თუნდაც სრულიად უსაფუძვლო კრიტიკის გამო, დავიჭიროთ ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, დავაშინოთ მათი შვილები და მშობლები (რაც უახლეს წარსულში, სრულიად სამარცხვინოდ, უამრავმა ჩვენმა მოქალქემ საკუთარ თავზე გადაიტანა). ჩვენ განსხვავებული აზრის გამო არასდროს ხელვყოფთ კერძო საკუთრებას, არ შევიჭრებით ტელევიზიაში და სამაგალითოდ არ დავსჯით ჟურნალისტებს მათი სიუჟეტების გამო. ჩვენ არ ვაწამებთ ადამიანებს და ამით არ დავაშანტაჟებთ მათ ახლობლებს. ჩვენ არასდროს შევქმნით ჩვენგანვე მართულ ოპოზიციას, საკუთარ, დაქირავეულ ექსპერტებს და ჟურნალისტებს. და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ერთადერთი მიზეზით – ჩვენ ეს არ გვჭირდება! ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ადამიანებისთვის და თუ მათ დავუკარგეთ ღირსება, მაშინ აღარაფერს არ აქვს აზრი! ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ შეშინებულ და დასტრესილ საზოგადებას, რადგან ჩვენ თავისუფალი საზოგადების შექმნას ვუწყობთ ხელს. ჩვენ ადამიანების თავისუფლებას და ღირსებას ვცემთ პატივს! ჩვენ მათთვის ვმუშაობთ და მათ წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას! და ყველა შედეგი, რასაც აქამდე მივაღწიეთ და რასაც მივაღწევთ უახლეს მომავალში, სწორედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, მისი თავისუფლებისა და ღირსებისთვის გვინდა!"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"კვირის თემა" _ შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები

"არჩევნებამდე არავის სცალია ჩვენთვის"

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო