თითქმის ყველა დიასახლისმა იცის , როგორ შეინახოს ყურძნის წვენი ფელამუშისთვის.
წელს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ყურძნის მოსავლის დიდი ნაკლებობაა, რადგან ადრე გაზაფხულზე ყინვამ ვაზი კვირტში გამოსვლისთანავე დააზრო. ამიტომ, ბევრს ყურძნის ყიდვა უხდება. ძნელია, ნაყიდი ყურძნით ყველაფრის გაკეთება, ამიტომ ეკონომიის მიზნით, ცოტა წყალი შემდეგნაირად შევაშველოთ: ავიღოთ ერთი ვედრო დაკაკლული ყურძენი, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ ორი ვედრო წყალი. ვადუღოთ ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გაგრილდეს. გავწუროთ, დავრწყათ და ერთ ლიტრს ვუყოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი. თუ ყურძენი ძალიან ტკბილია, სამ ლიტრს ორი ჩაის ჭიქა შაქარი ეყოფა. მოვურიოთ და იგივე ქვაბში ვადუღოთ ისევ ათი წუთის განმავლობაში, ვუყოთ ასპირინი და ცხლად მოვხუფოთ სასურველი ზომის ქილებში.