ავიღოთ სამი-ოთხი ცალი საშუალო ზომის სტაფილო და გავხეხოთ.
მერე მოვხრაკოთ ორი თავი ხახვი, დავამატოთ ეს სტაფილო, წვრილად დაჭრილი ცოტა სოკო, ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილები _ ცერეცო, ოხრახუში, ქინძი, ნიორი, წითელი და შავი პილპილი, მარილი გემოვნებით. ავურიოთ და მომზადებული მასა დავდოთ ცალკე.
შემდეგ მოვამზადოთ კარტოფილის სქელი პიურე, ვუყოთ ცოტა მარილი და როგორც ცომი, მოვაგუნდაოთ.
შემდეგ გავაბრტყელოთ და მომზადებული ფარში ზედ მოვასწოროთ, ისე როგორც რულეტი, გადავახვიოთ საფქვილებელში. ძალიან ნუ ამოვაგორებთ ფქვილში, ირგვლივ თხლად წავუსვათ ზეთი და ცხელ ჰაერღუმელში შევდგათ.
რამდენიმე წუთში შეიბრაწება. გამოღების შემდეგ დავჭრათ ისე, როგორც რულეტს ვჭრით. ძალიან გემრიელი სამარხვო კერძია.