"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე სანაპიროზე.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წაქცეულია ნაძვის ხეები. რამდენიმე წუთის წინ, მეწყერი ჩამოწვა წმ. გიორგის ქუჩაზე.
მეწყერთან დაკავშირებით, ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ, უკვე საქმის კურსში ჩააყენა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
"ამ წუთებისთვის წმ. გიორგის ქუჩაზე გზის გასუფთავება დასრულებულია და აღადგინეს მოძრაობა გზის ნახევარ მონაკვეთზე. არსებულ ზარალს კომისია ითვლის, რომელიც გადაეგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გამოიყოფა თანხა გზისა და ჯებირის აღსადგენად , შესაბამისად დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები", _ თქვა ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.