საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ის დღეს წარადგინა.
"დღეს ამ პოსტის დაკავება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი მხრივ, ჩემი სახელით და საგარეო უწყების სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული დიპლომატია წარმატებული იყოს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვემსახურო ქართულ სახელმწიფოს საგარეო მინისტრის თანამდებოაბზე. ასევე ვემსახურო საქართველოს ევროპულ ად ევროატლანტიკურ პრიორიტეტებს. რადგან მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს მომავალი ევროპული მომავლის გარეშე არ არის", _ აღნიშნა ბერუჩაშვილმა და დასძინა, რომ ქართული დიპლომატია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააღრმავოს პარტნიორობა ყველა მეგობართან, შეიძინოს ბევრი ახალი მეგობარი და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადადგომის შემდეგ, პოსტები დატოვეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. ფანჯიკიძესთან ერთად გადადგომის შესახებ ბერუჩაშვილმაც განაცხადა თუმცა განცხადებიდან მეორე დღეს, ის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ დაბრუნდა.