ცოტა ხნის წინ გამოცემამ „The New York Times” ერთი საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ამ გაზეთის მკითხველებს ყველა დროის საუკეთესო მხატვრული ფილმების სამეული უნდა დაესახელებინა.
ამ საინტერესო ინტერაქტივის შედეგად აღმოჩნდა, რომ „გამარჯვებულის“ წოდების ერთპიროვნული მფლობელი ამერიკული შედევრი „ქარწაღებულნია”.
შეუდარებელი ვივიენ ლისა და კარლ გეიბლის დუეტი მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა ყველა კინომოყვარულისთვის. ”ქარწაღებულნი” იქცა ლეგენდად ძალადობაზე, სიყვარულსა და ომის საშინელებაზე. ამერიკელები თამამად აცხადებენ, რომ ამ ფილმის გარეშე მათ ნაციონალურ კინემატოგრაფზე საუბარი წარმოუდგენელი იქნებოდა.
1940 წელს ეს ფილმი ამერიკის კინოაკადემიის რეკორდსმენი გახდა. ”ქარწაღებულნი” 8 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა.
ყველა დროის საუკეთესო ფილმების რეიტინგში მეორე ადგილს ფანტასტიკური კინოეპოპეა ”ვარსკვლავური ომები” იკავებს.
რაც შეეხება რეიტინგის მესამე საპატიო ადგილს. იგი გამოკითხვის შედეგად 1942 წელს გადაღებულ ფილმ ”კასაბლანკას” ერგო.
როგორც გამოკითხულებმა განაცხადეს, ჰენრი ბოგარტისა და ინგრიდ ბერგმანის დუეტმა უბრალო მელოდრამა ნამდვილ კინოშედევრად აქცია. ამის ნათელი დასტურია 1944 წლის ”ოსკარის” ცერემონიალი, სადაც ფილმმა სამი ქანდაკება მიიღო საუკეთესო ფილმისთვის, ამასთან ერთად, ”კასაბლანკას” ერგო წოდება საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის და საუკეთესო სცენარისათვის.