საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის ცემის ფაქტს სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს" პრესსამსახურიში განუცხადეს, მინისტრის მოადგილე თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან წაიქცა.
"სადარბაზოსთან სიბნელეში წაიქცა და თავი დაარტყა. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, კომაში იმყოფება, თუმცა ექიმებს მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი აქვთ.
ინგა გრიგოლიას გადაცემაში გავრცელებული ინფორმცია, რომ მინისტრის მოადგილე სცემეს, სიმართლე არ არის. უბრალოდ, გადაცემის დამთავრების გამო, ვერ მოხერხდა ეთერში სწორი ინფორმაციის გაშვება", _ აცხადებენ პრესსამსახურში.
გალეგაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თავისი გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.