დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა შედგა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ შემდეგი სახის სიახლე გააცნო საზოგადოებას:
"2015 წლის ბიუჯეტი, 7 მილიონი ლარით განისაზღვრება და არსებულ ბიუჯეტში, პრიორიტეტად გამოყოფილია განათლებაზე ზრუნვა და მოსახლეობისათვის გათვალისწინებულია გაზრდილი სოციალური პაკეტით სარგებლობა.
კერძოდ, ის სტუდენტები, რომლებიც მიიღებენ 100%-იან გრანტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3000 ლარით დაფინანსდებიან, ხოლო სკოლა, რომელმაც წარჩინებული მოსწავლე აღზარდა წახალისების მიზნით მიიღებს 1000 ლარს. წარჩინებულ ახალგაზრდებს უნდა მიეცეს სწავლის სტიმული და მათ უნდა იგრძნონ მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა", – თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.