საარქივო წარსულის გარეშე დარჩენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოთა პერიოდის მემატიანე, თბილისში, არქივში აღმოჩნდა დაცული, სადაც, სავარაუდოდ, 1957 წელს ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი სახალხო ზეიმია გადაღებული.
როგორც გაირკვა, მემატიანე დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ აქვთ, რადგან 90-იან წლებში, ომის დროს, ავტონომიური რესპუბლიკის არქივი განადგურდა და დაიწვა.
ეს ერთადერთი ფირია, რომელზეც აფხაზეთის იმჟამინდელი ისტორიაა ასახული.
"ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის" (IAGE) ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს, აღდგენილია აფხაზური ხალხური სიმღერები, არქივში დაცული 30-ზე მეტი აფხაზური ხალხური სიმღერა პირველად ჩაიწერა CD დისკზე, რომლის პრეზენტაციაზეც ნაჩვენები იყო 1957 წელს, აფხაზეთში გადაღებული ვიდეო ფირი. აქ ერთ-ერთი საზეიმო ღონისძიებაა გდაღებული.
აღგდენილი სიმღერების კრებული და არქივში დაცული საბჭოთა ფირი, სახალხო დიპლომატიის ინიციატივების მეშვეობით აფხაზ კოლეგებსაც გადაეცემათ.