ავიღოთ სამი კილოგრამი, პატარა ზომის, ახალმოკრეფილი, მწიფე მანდარინი და საღამოს ჩავყაროთ ცივ წყალში. მეორე დილით ამოვიღოთ, გაშრეს ან გავამშრალოთ და დავჩხვლიტოთ საგანგებოდ მომზადებული, მახათის სიმსხო ჩხირით. ჩანგალი არ გავუყაროთ. შემდეგ ჩავყაროთ ცხელ წყალში სამი საათით მაინც. ასე გამოეცლება სპეციფიკური სიმწკლარტე. მერე ამოვიღოთ, დავყაროთ საწურზე და დაიწრიტოს.
ცალკე მოვამზადოთ სიროფი. ავიღოთ 3 კილოგრამი და 600 გრამი შაქარი. დავასხათ სამი ჭიქა წყალი და მოვადუღოთ. გაგრილდეს. ჩავყაროთ მანდარინი. ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოვდგათ ხუთი წუთით. ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე, ვიდრე სიროფი არ შესქელდება. ის უნდა გახდეს ქარვისფერი და კამკამა. შემდეგ ცხლად ჩავასხათ ქილებში და მოვხუფოთ.