საქართველოს შვიდი ათასზე მეტმა მოქალაქემ თურქეთის შრომისა სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე დღეებში სამუშაო ვიზის მოთხოვნით მიმართა. ვიზის მსურველთა შორის ექვსი ათას 576 მანდილოსანია. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე ინტერნეტგამოცემა www.haberihtilal.com -ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ სამუშაო ვიზა თურქეთში სხვადასხვა ქვეყნების 54 ათასზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, მათ შორის კი საქართველოს მოქალაქეები დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენენ.
მოთხოვნილი სამუშაო ადგილების მესამედი, რაც დაახლოებით 18 ათას ადამიანს შეადგენს, სტამბულზე მოდის, რომელსაც ანტალია, ანკარა, იზმირი, მუღლა და მუჰაჯირი ქართველებით დასახლებული უდიდესი სამრეწველო ქალაქი ბურსა მოსდევს.
თურქეთში სამუშაოთა მაძიებელთა შორის ქართველების შემდეგ უკრაინელები, თურქმენები, რუსები, ჩინელები, სირიელები, ყირგიზები, უზბეკები, მოლდაველები და ინდონეზიელები არიან.