https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩეიყოფენ ჯიბეში ხელს და სხედან თბილ კაბინეტში, შენ თუ გიჭირს, ვერ ხედავენ!”

12:12; 2.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 2014 წელს 44 450 ლარი გადაირიცხა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული თანხა ბავშვთა ბაღის რემონტს დასჭირდა, რომლის სამუშაოები შპს " პლაზმამ" შეასრულა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, "სოფლის მხარდამჭერი პროგრამით" გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, დაბა ნარუჯის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმი 2014 წლის 9 მარტს შედგა.

ოქმში აღნიშნულია: "შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე, დაბა ნარუჯის რწმუნებული ზვიად მიქელაძე, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი, გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი თემურ მურვანიძე. კრების თავმჯდომარე _ ზვიად მიქელაძე, მომხსენებელი _ კოტე შარაშენიძე".

ოქმში, ასევე, წერია, რომ აზრი გამოთქვეს: ნათელა მამულაძემ, რომელიც დაბა ნარუჯაში ბაღის შენობის სახურავის რემონტისა და ცენტრალური გათბობის მოწყობას ითხოვდა; ვაჟა აბაშიძემ _ ჩოლოქის დასახლებაში ხიდის რემონტზე; მანუჩარ გოგრიჭიძემ _ ბავშვთა ბაღის რემონტზე; მირა ბერიძემ კულტურის სახლის რემონტის სურვილი გამოთქვა; რიზა შავაძემ _ მეხუთე რაიონში მოსაცდელის მოწყობა; ვლადიმერ ტუტოიანმა ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობა მოითხოვა.

კრების ოქმის თანახმად, დადგინდა, რომ დაბა ნარუჯაში 2014 წელს, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ჩატარდეს საბავშვო ბაღის რემონტი.

"გურია ნიუსი" დაბა ნარუჯის მცხოვრებლების პრობლემებით დაინტერესდა. თავდაპირველად, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გარემონტებულ საბავშვო ბაღში მივედით. პედაგოგმა ნარგიზ დოლიძემ გვითხრა, რომ ბაღი სრულადაა გარემონტებული: "უბრალოდ, ერთი ჯგუფია დარჩენილი რემონტის გარეშე, დანარჩენი ყველა ოთახი გარემონტებულია, თავისი სახურავით. ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული და კმაყოფილები ვართ", _ ამბობს დოლიძე.

დაბა ნარუჯის მცხოვრებლები ამბობენ, რომ უმეტესობას ძალიან უჭირს, არის მძიმე სოციალური ფონი, დაბაში არც გზაა. როგორც მოსახლეობა "გურია ნიუსთან" ამბობს, წინა საარჩევნოდ გადახურეს სახლების უმეტესობა, მაგრამ ნაწილი დატოვეს და მოსახლეობა ზამთრის წინ უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

_ იცით თუ არა, რა თანხა იყო გამოყოფილი 2014 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით დაბა ნარუჯაში და რა გაკეთდა აღნიშნული თანხით? _ ამ კითხვით მივმართეთ დაბა ნარუჯის მცხოვრებლებს.

თამარ ანდღულაძე: "თუ წამოხვალთ და ნახავთ, რა გაჭირვება მაქვს, ნახავთ ჩემს სახლს და კარს, მერე ასეთ შეკითხვას აღარ დამისვამთ. აწი არჩევნები აღარ სჭირდებათ? არჩევნების წინ დაიწყეს სახლების გადახურვა და ჩემი დატოვეს, რახან უპატრონო ვარ. გუშინ მთლად გადამიძრო სახურავი ქარმა. ავედი მოხუცებულმა ქალმა და კრამიტები ჩემი ხელით დავაფარე, სულ დამპალია სიძველისგან. მეშინოდა, არ გადმოვვარდნილიყავი. ასჯერ მაქვს დაწერილი განცხადება ოზურგეთში. მეუბნებიან, შენსავით ყველას უჭირსო. დღეს უნდა მომაქციონ ყურადღება, თორემ ხვალ, როცა მოვკვდები, მაშინ კი არა!. რა ვიცი, რა გააკეთეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით?! ამ კუთხეში ვერავინ გეტყვით. კომისია მოვაო. როდის მოვა, არ ვიცი, აწი თოვლიც მოვა. მეშინია მთლად არ ჩამოსკდეს და არ დამეცეს თავში სახურავი. ასე შეიძლება? მარტოხელა ქალი ვარ, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი მყავს. სოციალური დახმარება გვაქვს 100 ლარი. მე თუ არ მომაქცევენ ყურადღებას, აბა, ვის უნდა მიაქციონ? ესაა მთავრობის დანაპირები _ სოციალურად დაუცველებს მეტს ყურადღებას მივაქცევთო? სახურავი როგორ ვიყიდო 100 ლარით? სხვა სახლები რომ გადახურეს, იმათ ასე არ უჭირდათ, მაგრამ იქ ვიღაც პატრონიანები ცხოვრობდნენ, ან არჩევნებზე მუშაობდნენ. არაფერი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში. რა გააკეთეს სოფლის ფულებით და ხალხს რა გაუკეთეს, უნდა კითხოთ ხელისუფლებას და გამოიძიოთ ეს საქმე. 45 000 ლარით გააკეთეს ბაღიო _ რა შეჭამეს, რა დახარჯეს, ჩვენ რაფერ გაგცემთ პასუხს? ჩეიყოფენ ჯიბეში ხელს და სხედან თბილ კაბინეტში, შენ თუ გიჭირს, ამას ვერ ხედავენ! იმიტომ აგირჩიე მე შენ, რომ შენ უნდა მომხედო მე! ამხელა ხელფასებს და პრემიებს რომ იღებენ, გაღარიბდება ბიუჯეტი, აბა, რა იქნება!" _ ამბობს "გურია ნიუსთან" თამარ ანდღულაძე.

ოთარ ბოლქვაძე: "არაფერი, რა გაკეთდა?! არც გზა გაუკეთებიათ და არც სახლები გადაუხურავთ. ბაღი გააკეთესო, მაგრამ რამდენი იყო გამოყოფილი და რაში დაიხარჯა, მაგ ინფორმაციაზე ჩვენ ხელი სად მიგვიწვდება, ვინ გვეტყვის?!"

სუსანა დარტიანი: "პირველად გვესმის თქვენგან. 44 500 ლარი იყო გადმორიცხული? ამხელა თანხა? რისთვის იყო ეს ფული? პირველად გვესმის!"

მაგული კოჩალიძე: "ვიცი, რომ, ბინები გადაიხურა ნაწილობრივ, ბაგა-ბაღი გაკეთდა, შეძლებისდაგვარად კეთდება ყველაფერი".

მერაბ კახაძე: "სახლების ნაწილი დაიხურა _ ეს ვიცით, მეტი არაფერი".

ავთანდილ კახაძე: "არ ვარ ინტრიგანი და დამტოვეს. არ მაქცევენ ყურადღებას იმიტომ, რომ ვარ კახაძე. უნდა იყო ცნობილი გვარის წარმომადგენელი, არიან მასეთები, რომ რეკომენდაცია გაგიწიონ და ხელისუფლება დაგეხმაროს. ორი წელია, დავდივარ გამგეობაში. დავიღალე და ხელი ჩავიქნიე. ნახეთ, როგორ სახლში ვცხოვრობ! ასჯერ გადაიღეს სურათები და მომატყუეს. ვისი უნდა მჯეროდეს?! არჩევნების წინ ისეთებს დაუხურეს სახლი, ვისიც ეშინოდათ, რომ უჩივლებდნენ. იციან, რომ მე არ ვარ ასეთი და არც მაქცევენ ყურადღებას! ეს სახლი სამი წლის წინ უნდა დახურულიყო და კი ხედავთ, რა მდგომარეობაცაა".

დაბა ნარუჯაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ზვიად მიქელაძის თქმით, საბავშვო ბაღის რემონტი სოფლის მცხოვრებლების გადაწყვეტილება იყო:

_ საბავშვო ბაღი გავაკეთეთ, გამოვცვალეთ მთელი სახურავი, გარე ფასადი, შესასვლელში დაიგო მეტლახი, გაკეთდა სველი წერტილები, ჩაისვა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, კიდევ ზუსტად არ მახსოვს, ხარჯთაღრიცხვით რა იყო გათვალისწინებული. კრებას ესწრებოდა ბევრი ადამიანი, ეს ნამდვილად მოსახლეობის სურვილი იყო, კი გამოთქვეს სხვადასხვა აზრი, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ამაზე შევჯერდით.

_ ბატონო ზვიად, რას გვეტყვით ავთანდილ კახაძისა და თამარ ანდღულაძის საცხოვრებელი სახლების პრობლემებთან დაკავშირებით?

_ ავთანდილ კახაძე ჩასმულია სტიქიით დაზარალებულთა სიაში და წელს მის სახლს გადახურავენ აუცილებლად. რაც შეეხება თამარ ანდღულაძეს, სტიქიის შემსწავლელ კომისიას, ჯერჯერობით, არ შეუსწავლია ეს საქმე, მაგრამ მისი სახლი ნამდვილად უნდა გადაიხუროს, _ გვითხრა ზვიად მიქელაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში ასეთ კომენტარს აკეთებენ: "დაბა ნარუჯაში მცხოვრები თამარ ანდღულაძის განცხადება საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ თვის 11 რიცხვში შემოვიდა. მისი პრობლემა განხილვის პროცესშია. ინფრასტრუქტურის სამსახური წარმოადგენს პრობლემის დეტალურ აღწერას და ხარჯთაღრიცხვას, ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რომელი პროგრამით შევძლებთ მის დახმარებას. რაც შეეხება ნარუჯის მეორე რაიონში მცხოვრებ ავთანდილ კახაძეს, სამთავრობო კომისიის მიერ ჩასმულია პროგრამაში და მისი ბინა ამ წლის ბოლომდე გადაიხურება. გარდა ამისა, დაბა ნარუჯაში 10 საცხოვრებელი ბინის სახურავი გამოიცვლება", _ აცხადებენ პრესსამსახურში.

რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია 45 000 ლარით საბავშვო ბაღის რემონტი დაბა ნარუჯაში, ამ კითხვაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გვპასუხობს:

"დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ეტაპობრივად. რემონტდება სამყოფი ოთახები, საძინებლები, სველი წერტილები, მუსიკის ოთახი და სამზარეულო. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ კაპიტალურად გარემონტებული საბავშვო ბაღი და შესაბამისი ჰიგიენური პირობები", _ აღნიშნავს ჭანუყვაძე.

საბავშვო ბაღის 44 500 ლარით გარემონტებული შენობა

აქ ცხოვრობს თამარ ანდღულაძე

აქ ცხოვრობს ავთანდილ კახაძე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"არავინ იცის, რამდენი გმირი ზის მერხთან"

დასაქმება კანადაში - ქვეყანაში, სადაც ქართველები "შავ სიაში" არიან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო