"გურია ნიუსის" სტატიას "დმანისში ფილფანების ოჯახს ხვალ გამოასახლებენ" ასევე "დმანისში სვანი ეკომიგრანტების ოჯახი დახმარებას ითხოვს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან ეხმიანებიან.
განცხადებას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მოქალაქე ლავრენტი ფილფანი(პ/ნ 15001008722) 2010 წლამდე ფლობდა საცხოვრებელ ბინას ქ. დმანისში, გორგასლის N7-ში, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა 2010 წლის 14 მაისს. ლავრენტი ფილფანს, როგორც სხვა სტიქიით დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებს აქვს საშუალება მინისტრის N779 ბრძანებით დადაგენილი წესით მომართოს სამინისტროს, როგორც ცენტრალურ აპარატს, ასევე ტერიტორიულ ორგანიებს და შეავსოს შესაბამისი განაცხადი და დაზარალების მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოხდება აღნიშნული საქმის განხილვა ზემოხსენებული ბრძანებით შექმნილ "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საკითხების მარეგულირებელი კომისიის" მიერ. რის შემდეგაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მიეცემა საშუალება 20 000 ლარის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მოიძიოს საცხოვრებელი სახლი, რომელსაც შეუსყიდის სამინისტრო.
მოქალაქე ლავრენტი ფილფანი მიმდინარე წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სამინისტროში და სამინისტროს თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ. აღნიშნული ვიზიტის დროს მას არ განუცხადებია, რომ მას ემუქრებოდა გამოსახლება", _ ნათქვამია სამინისტროდან "გურია ნიუსისთვის" მოწერილ წერილში.