გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს, დედა სად არისო _ გარდაცვლილი ექიმის მეუღლის ემოციური პოსტი

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

    „დაიკეტა სკოლები“ – ინდოეთი მომაკვდინებელ ღამურის ვირუსს ებრძვის

    ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი (ყარაბაღი)

    ასტრონომებმა ციური სხეულების ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

    შეიარაღებული პირები მონასტერში შეიჭრნენ- რა ხდება კოსოვოში

    მსოფლიოში იმაზე ნაკლები ყინულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახსოვთ დერიუგინი?

12:12; 7.12.2014
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბოლო წლების წარმატებულმა ასპარეზობამ წინა საუკუნის 70-იან წლებში დამაბრუნა. მავანი და მავანი შემეპასუხება, რომ საქართველოში კალათბურთს მდიდარი ისტორია გააჩნია და თაყვანისმცემლების სიმცირეს არასოდეს უჩიოდა. მართალიც იქნება, სპორტის ამ სახეობის  წარსულის გასახსენებლად მხოლოდ ერთი სტატიის მოცულობა საკმარისი ნამდვილად არ იქნება. დღევანდელ წერილში ქართული კალათბურთის იმ უკანასკნელი წარმატებების პერიოდი მინდა  გავიხსენო, რომელიც ნიკოლოზ დერიუგინის სპორტულ ასპარეზზე გამოჩენასა და  იმდროინდელ  საბჭოთა კალათბურთელებთან მის ურთიერთდაპირისპირებებს შეეხება.

1977 წლის 14 იანვარს, სვერდლოვსკის „ურალმაშთან“ შეხვედრისას, თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში 18 წლის ნიკოლოზ დერიუგინი გამოჩნდა. იმ ხანად თბილისელთა გუნდის ღირსებას მიხეილ ქორქია, გივი ბიჭიაშვილი, ლევან ჩხიკვაძე, იური პულავსკი, იური ძიძიგური, ნოდარ ქორქია, თამაზ ჩიხლაძე და ლევან გულდედავა იცავდნენ. კლუბი საკავშირო ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფში შედიოდა და სატურნირო ცხრილის მაღალი ეშელონების მუდმივი ბინადარიც იყო. დერიუგინის დებიუტი წარმატებული გამოდგა და ახალბედამ 18 ქულა მოაგროვა. ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში დებიუტანტმა სრულიად საბჭოთა სენსაცია მოახდინა, როდესაც მოსკოვში ადგილობრივ „ცსკა“-სთან შეხვედრაში საკუთარ ანგარიშშზე 57 ქულა მიითვალა.

იმ დღიდან თბილისი „დერიუგინომანიით“ დაავადდა და ხალხი სპორტის სასახლეში კოლიას თამაშის სანახავად დადიოდა. ეს უკანასკნელიც თაყვანისმცემლებს ახალ-ახალი საკალათბურთო სპექტაკლებით ანებივრებდა. იოლი არ იყო დერიუგინისათვის სპორტული კარიერის საწყისი ნაბიჯები, მაგრამ ბავშვობიდან დიდი კალათბურთის თამაში სურდა; ისიც კარგად ჰქონდა შეგნებული, თუ რა შრომის ფასად მიაღწევდა მიზანს და თავსაც არ ზოგავდა. „დინამოში“ მას გვერდით მიხეილ ქორქია დაუდგა. „მიშა ჩემთვის მარტო პარტნიორი არ იყო, ის გაცილებით ბევრს ნიშნავდა. მის გვერდზე თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. გარდა საუცხოო თამაშისა, იგი პიროვნება იყო, მაგალითი ახალგაზრდებისთვის. ჩემი სიყვარული კალათბურთის მიმართ მიშამ უფრო გააღრმავა, დააღვინა და ნათლად მაჩვენა ის გზა, რომელიც მწვერვალამდე მიმიყვანდა“.

იმ ხანად საბჭოთა კალათბურთში რამდენიმე ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ყველაზე „კოლორიტული“ მაინც ვლადიმერ ტკაჩენკო იყო. ეს მოთამაშე თავდაპირველად კიევის „სტროიტელში“ გამოდიოდა, მოგვიანებით კი კარიერა მოსკოვის არმიელთა კლუბში გააგრძელა. საკუთარი სხეულის დიდი გაბარიტების გარდა, მეტად უცნაური და შეუცნობადი თვისებებით გამოირჩეოდა. გააჩნდა ერთობ გაუგებარი დიქცია, რის გამოც მის მიერ წარმოთქმული წინადადებებისა თუ ფრაზების გარჩევა მეტად ჭირდა. იყო მეტად გაუწონასწორებული პიროვნებაც, ამიტომ ყოველთვის ძნელი იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში.

1977 წლის 30 იანვარს, ტკაჩენკოსა და დერიუგინის პირველი ორთაბრძოლა გაიმართა, რომელიც 220-სმ სიმაღლის მქონე უკრაინელის სრული მარცხით დასრულდა. ამ შეხვედრის მერვე წუთისათვის ტკაჩენკოს უკვე ოთხი პერსონალური ჯარიმა ჰქონდა მიღებული (ამ წელს თბილისის „დინამომ“ სსრკ-ის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, რომელიც საკავშირო ასპარეზზე ქართველი კალათბურთელების ბოლო წარმატება აღმოჩნდა).  მოგვიანებით კიეველი გიგანტი დერიუგინს შემდეგნაირად ახასიათებდა: “„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, კოლია მეტად ცბიერი მოთამაშე იყო, მისი ოსტატობა არასოდეს იწვევდა ეჭვს. ჩვენს სპორტში არის მთელი რიგი ეშმაკობებისა, რომლებსაც თამაშზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომ მსაჯებისაგან მალულად ერთმანეთს სხვადასხვა აკრძალული ხერხით ვებრძოდით — პწკენით, ჩუმად წიხლის ამორტყმით, მუჯლუგუნით და ასე შემდეგ. კოლია ჩინებულად ფლობდა ამ ილეთებს და მათი საკმაოდ მდიდარი არსენალიც ჰქონდა, რომელთაც კარგად იყენებდა როგორც ჩემს, ასევე სხვათა წინააღმდეგ. როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ეს ყოველივე სასიამოვნო არ იყო“.

საინტერესოა თავად ნიკოლოზ დერიუგინის აზრი კიეველი ოპონენტის შესახებ: „ტკაჩენკო მოედანზე სულ დაბღვერილი გამოიყურებოდა, საამისოდ გარეგნობაც ხელს უწყობდა, თუმცა სხვებივით ძალად უხეშობას ერიდებოდა. შეცდომები თუ მოსდიოდა, მხოლოდ მოუქნელობით. სამაგიეროდ კარგი მეგობრობა იცოდა“.

დერიუგინის  მეორე „ძირითადი მოწინააღმდეგე“ ასევე უკრაინელი ვლადიმერ ბელოსტენი იყო. ეს უკანასკნელი „დინამოელ“ კოლიას ყოველთვის თბილად იხსენებდა: „ერთობ ჭკვიანი და მოაზროვნე მოთამაშე იყო. საერთოდ ისე მოხდა, რომ „სტროიტელისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩები განსაკუთრებით დაძაბული იყო, რადგან იმხანად ოქროს მედლებისათვის კაუნასის „ჟალგირისი“ და „ცსკა“ იბრძოდნენ, ხოლო ბრინჯაოსათვის, რამდენიმე სხვა გუნდთან ერთად, „დინამო“ და „სტროიტელი“ (სამწუხაროდ, ვლადიმერ ბელოსტენი მიმდინარე წლის ზაფხულში, გერმანიაში გარდაიცვალა).

ზემოთ „ჟალგირისი“ ვახსენე და ტკაჩენკო-ბელოსტენის დუეტისა, ასევე სხვა საბჭოთა ცენტრალური თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში დერიუგინს არ უჭირდა, სამაგიეროდ ცოტა მოგვიანებით, ახალგაზრდა არვიდას საბონისის სახით მას მრისხანე მოწინააღმდეგე მოევლინა. ტანმაღალი კალათბურთელები უმეტესად მოუქნელები არიან და დერიუგინიც მათ საკუთარი სისხარტის ხარჯზე სჯობნიდა. აი, არვიდას საბონისთან ორთაბრძოლა კი ხშირად უჭირდა. ამ მოთამაშეს სიმაღლეც ჰქონდა, მოქნილობაც, სისწრაფეც და ჭკუაც.

ლიტველმა მოთამაშემ კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა. თბილისის „დინამოს“ ცენტრალურ თავდამსხმელს ყოველთვის გულთბილად მოიხსენიებს: „კოლია ბრწყინვალე ადამიანი და მშვენიერი კალათბურთელი იყო. თანაც, მეტად თავმდაბალი. ნაკრებშიც გვითამაშია ერთად და მის რჩევებს ყოველთვის ყურადღებით ვისმენდი. იმ პერიოდში იგი ჩემზე ბევრად გამოცდილი გახლდათ“.

დერიუგინს და საბონისს საკალათბურთო მოედნის მიღმა ჩინებული ურთიერთობა ჰქონდათ და ამჟამადაც გააჩნიათ. იმდროინდელი საბჭოთა ნაკრები მოთამაშეთა ეროვნებების მიხედვით რამდენიმე დაჯგუფებად იყო დაყოფილი. თბილისელი მოთამაშე განსაკუთრებით ახლოს ბალტიისპირელებთან იყო. რამდენი წელია გასული იმ პერიოდიდან და საბონისი, კურტინაიტისი, ხომიჩუსი, მიგლინიექსი და ვალტერსი თბილისელ კოლეგას სხვადასხვა ინტერვიუებში დღემდე მოიხსენიებენ და თბილ მოკითხვებსაც უძღვნიან.

ნიკოლოზ დერიუგინი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. პირველობა კოლუმბიაში ჩატარდა და სსრკ-ის ნაკრები ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის ეროვნულ გუნდს შეხვდა. თბილისელი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შევიდა, შვიდი წუთი ითამაშა და გადამწყვეტ მომენტშიც გუნდს შვიდი ქულა შესძინა. მატჩი საბჭოელებმა მოიგეს – 95:94. ამას გარდა, დერიუგინი 1981 წლის ევროპის ჩემპიონი და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ყველაზე მეტად გული იმაზე წყდება, რომ 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე ვერ გამოვიდა. მაშინ შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა, გამოცდილებაც ზურგს უმაგრებდა. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ ამ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა და დერიუგინიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ნიკოლოზ დერიუგინი სამშობლოს დიდი პატრიოტია, მრავალი წინადადების მიუხედავად, საქართველო არასოდეს დაუტოვებია და ამის გაკეთებას არც აპირებს. „რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროპის არაერთ ქვეყანასა და ამერიკაში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ დიდი ხნით დარჩენის სურვილი არასოდეს გამჩენია. ყოველთვის იმას ვფიქრობდი, საქართველოში როდის დავბრუნდებოდი. სხვათა შორის, აქტიური სპორტსმენობისას ბალტიისპირეთში, რუსეთსა და ბალკანეთში უამრავი მეგობარი შევიძინე. თბილისიდან წასვლა რომ მოვინდომო, პურის ფულს ყველგან ვიშოვი, მაგრამ აქედან აბარგებას არ ვაპირებ, ხალხი მიცნობს და სითბოს ვგრძნობ“.

დერიუგინის „ემიგრაციასთან“ დაკავშირებით, დღევანდელი წერილის დასასრულს ერთ შორეულ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც თავის დროზე თბილისში ანეკდოტივით დადიოდა. მოსკოვის „ცსკა“-ს მთავარმა მწვრთნელმა ევგენი გომელსკიმ კოლიას მოსკოვში გადაყვანა განიზრახა. ერთ-ერთი მატჩის შესვენებისას, თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთელის მამა მოძებნა და „ჩემთან გამოუშვით, კლასს აიმაღლებს, თანაც არაქართული გვარი აქვს და რუსეთში პრობლემები არ ექნებაო“, – შესთავაზა. მამა ჩაფიქრდა და კოლიას ბაბუას უნდა ჰკითხოთ, საფიჩხიაზე, უიმისოდ ვერაფერს გადავწყვეტთო, – უპასუხა. ასე გააგზავნა გომელსკი საფიჩხიის სასაფლაოზე. კალათბურთელის მამას განსაკუთრებით ის სწყენია,  გვარის არაქართულობაზე რომ ჩამოუგდეს სიტყვა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22:44; 26 სექტემბერი, 2023
ზაფრანი

უცნაური და დაუჯერებელი აღმოჩენა

13:42; 26 სექტემბერი, 2023
ზაფრანი

გასაბერი ცათამბჯენები

13:34; 26 სექტემბერი, 2023
ზაფრანი

ავიაკომპანიამ მგზავრების აწონა დაიწყო

13:12; 26 სექტემბერი, 2023
ზაფრანი

უცხოპლანეტელები დედამიწაზე უკვე არიან

10:05; 26 სექტემბერი, 2023

დიდი ქართველი - ანდრო ჟორდანია

ხათუნა ლაგაზიძე: "ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილი თავისი კადრების გარეშე დარჩა"

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

22:57; 26.09.2023
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22:44; 26.09.2023
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 სექტემბერს

22:34; 26.09.2023
საზოგადოება

რა ტიპის რადიატორი მჭირდება სახლისთვის

21:53; 26.09.2023
საზოგადოება

სანდრა რულოვსმა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

19:39; 26.09.2023
საზოგადოება

ჩოხატაურში საბერძნეთიდან წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამოაბრძანეს

17:58; 26.09.2023
მსოფლიო

საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

17:24; 26.09.2023
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

16:35; 26.09.2023
პოლიტიკა

ხმაურით დასრულებული საკრებულოს სხდომა ლანჩხუთში

16:16; 26.09.2023
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

15:37; 26.09.2023
საზოგადოება

სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

14:16; 26.09.2023
საზოგადოება

„მთელ დარჩენილ ცხოვრებას დავთმობდი, გამერკვია, რას მწერდა ზაზა იმ წერილებში“

13:54; 26.09.2023
პოლიტიკა

პაპუაშვილი: როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, შედეგი ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება

13:42; 26.09.2023
ზაფრანი

უცნაური და დაუჯერებელი აღმოჩენა

13:42; 26.09.2023
ზაფრანი

გასაბერი ცათამბჯენები

13:34; 26.09.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

დილის სტუმარი ლია ბებოსთან _ ფოტო ბახმაროდან

14:57; 8.09.2023
0

საქართველოში 3 ტყუპი დაიბადა

16:36; 16.08.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს, დედა სად არისო _ გარდაცვლილი ექიმის მეუღლის ემოციური პოსტი

14:58; 25.09.2023
0

“ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

16:46; 21.09.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო