https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა კეთდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შემოქმედში

14:12; 9.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძეს და შპს "პლაზმას" დირექტორ გაბრიელ მურადაშვილს შორის ხელშეკრულება #49, 2014 წლის 8 ოქტომბერს გაფორმდა, რომელიც საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის #471 განკარგულების საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაიდო.

ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 74 075, 71 (სამოცდათოთხმეტი ათას სამოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) შეადგინა.

შესყიდვის ობიექტი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრის კეთილმოწყობა. 

შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა _ ხელშეკრულების მიწოდების დღიდან 2014 წლის 25 დეკემბრამდე.

რატომ დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესრულება 2014 წლის 8 ოქტომბერს, მაშინ, როცა აღნიშნული თანხით ცენტრის კეთილმოწყობა ორ თვეში უნდა დასრულდეს?

შემოქმედში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრება 2014 წლის 7 მარტს ჩატარდა. ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, შეხვედრას ესწრებოდნენ: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ინწკირველი, გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მურვანიძე, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე, რწმუნებული ბესიკ ლომინაძე.

კრების თავმჯდომარე _ რწმუნებული ბესიკ ლომინაძე, მდივანი _ ნინო სადრაძე, მომხსენებელი _ კონსტანტინე შარაშენიძე. აზრი გამოთქვეს _ ადმინისტრაციული შენობის რემონტის შესახებ _ ოთარ გეგიაძემ, ცენტრის კეთილმოწყობაზე _ ბესიკ ლომინაძემ, ეკლესიასთან მისასვლელი გზის რემონტზე _ მამუკა შუბლაძემ. სანდრო ერქომაიშვილმა _ სასაფლაოს შეღობვაზე, რომან მგელაძემ კი ერთ-ერთ უბანში შიდა გზების რემონტზე ისაუბრეს."

თუმცა, საბოლოოდ დადგინდა, რომ 2014 წელს , სოფლის მხარდაჭერი სპროგრამით კეთილმოწყობილიყო სოფელ შემოქმედის ცენტრი.

რა იგულისხმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობაში, რატომ დაიწყო ასე გვიან აღნიშნული პროექტის გახორციელება, ჩაეტევა თუ არა ვადებში შემსრულებელი ფირმა, იყო თუ არა აღნიშნული პროექტის გახორციელება სოფელ შემოქმედის მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტი? _ "გურია ნიუსმა" ამ კითხვებით ყველა კომპეტენტურ პირს მიმართა, მანამდე კი შემოქმედში ცენტრის კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოვინახულეთ და ფოტოებიც გადავიღეთ.  ჩვენს კადრებში ნათლად ჩანს, რომ ცენტრი, ჯერჯერობით, კეთილმოწყობილი ნამდვილად არ არის, თუმცა, საპირისპიროს ასახავს ოფიციალური დოკუმენტი _  შპს "პლაზმასა" და გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყველაშვილის მიერ 20 ნოემბერს შედგენილია #49 მიღება-ჩაბარების აქტი.  აქტის შესაბამისად, სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია, მიღება-ჩაბარების აქტიც შედგენილია, შესრულებული სამუშაოების ღირებულება 51 770, 69 ლარს შეადგენს, დარჩა ასანაზღაურებელი თანხა _ 20 680, 42 ლარი.

შედგენილია ინსპექტირების აქტიც: "ინსპექტირების ობიექტები ადგილზე იქნა შესწავლილი, მოხდა ვიზუალური დათვალიერება, ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, რა დროსაც დადგინდა შემდეგი:

სოფელ შემოქმედის ცენტრის კეთილმოწყობა _ მოცულობა შეესაბამება ფორმა #2 -ში მოცემულ სამუშაოთა მოცულობებს, შესაბამისად, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების საერთო მოცულობებისა და მოცემულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, შეადგენს 51 770, 69 ლარს."

ინსპექტირების აქტს ხელს ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ბადრი გობრონიძე აწერს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტს ხელს შპს "პლაზმას" დირექტორი გაბრიელ მურადაშვილი და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყველაშვილი აწერენ.

"გურია ნიუსი"  შპს "პლაზმას"  დირექტორს გაბრიელ მურადაშვილს ესაუბრა:

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს "პლაზმას" დირექტორს შორის ხელშეკრულება 8 ოქტომბერს გაფორმდა 74 ათას 75 ლარსა და 71 თეთრზე. ჩვენ სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა 25 დეკემბრამდე გვაქვს. დაგიკონკრეტებთ, რა სამუშაოები შევასრულეთ _ მიწის მოწყობა საძირკვლისთვის, რომელიც უკვე გაკეთებულია; ასევე საძირკვლის ჩასხმა, რომელიც,  ასევე, უკვე გაკეთებულია; ბოძების დამაგრება ღობისთვის _ უკვე გაკეთებულია. ღობეც დამზადებულია, მაგრამ ველოდებით კარგ ამინდს, რომ დავამონტაჟოთ; ბალასტი შეტანილია და გზა უკვე მზადაა დასასხმელად; ლამპიონებიც შეძენილი გვაქვს, ამინდს ველოდებით, როგორც ვთქვით და გზის ჩასხმასთან ერთად ამ ლამპიონებსაც დავამონტაჟებთ. ყორეს გაკეთებაც სრულდება, რომელიც მდინარის მხარესაა.

_ ბატონო გაბრიელ, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ცენტრში, ფაქტობრივად, მხოლოდ ღობეა ჩასხმული, სხვა  შესრულებული სამუშაოები კი არ ჩანს, როგორ აპირებთ ამ ერთი თვის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას? სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება?

_ გეთანხმებით, არის რაღაცა პატარა ხარვეზები, არის უამინდობაც, ზამთარია, მაგრამ როგორმე ვეცდებით, რომ სამუშაოები თავის დროზე დავამთავროთ. ამინდზე ვართ დამოკიდებული. მე შემიძლია განახოთ, ჩვენ რა გვაქვს შეძენელი, მაგრამ უამინდობის გამო, ვერ ვამონტაჟებთ. 52 ათას ლარის სამუშაოები გვაქვს შესრულებული. ჩვენი თავის მტრები ხომ არ ვართ? შემდეგ ჯარიმები დაგვეკისრება და ამის სურვილი არ გვაქვს ნამდვილად, _  გვითხრა გაბრიელ მურადაშვილმა.

სოფელ შემოქმედის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" ამბობენ, რომ  მოსახლეობის უმეტესობა შიდა გზების მოწესრიგებასა და გარეუბნებში გაზის შეყვანას მოითხოვს. მათივე თქმით,  შემოქმედის ცენტრი იყო სამაგალითო, სადაც ფუნქციონირებდა  ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის ცენტრი, რომელიც ისე დაინგრა, რომ არავის ყურადღება არ მიუქცევია: _ კი, ბატონო, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას მივესალმებით, მაგრამ ამასთანავე სოფლის პრობლემებიც უნდა მოგვარდეს, _ აღნიშნავენ შემოქმედელები.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა 7 მარტს გამართულ სოფლის კრებაზე მყოფ რამდენიმე მცხოვრებს.

ნინო სადრაძე:  _ კრებაზე  მოითხოვეს  რამდენიმე პრობლემის მოგვარება, დასახელდა სხვადასხვა პრიორიტეტი, მაგრამ, როგორც მახსოვს, უპირატესობა მივანიჭეთ ცენტრის კეთილმოწყობას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სოფელი ინფრასტრუქტურის კუთხით ყველანაირად მოწესრიგებული იყოს.

_ კონკრეტულად, რა პრობლემის მოგვარებას ითხოვდა მოსახლეობა?

_ მაგალითად, გომისმთაზე მეცხოველეობის განვითარებისთვის ფერმის  გაკეთება დაასახელეს, ასევე, გზის მოწესრიგებაზეც იყო საუბარი, მაგრამ გამოიკვეთა, რომ  ეს ერთჯერადი იქნებოდა, რადგან გრეიდერის გადატარება თანხის დახარჯვაა და მეტი არაფერი _ მაინც  არ იქნებოდა  გზა კაპიტალურად გაკეთებული და რაც მთავარია,  ეს არ იყო სოფლის ინტერესი, _ აღნიშნავს ნინო სადრაძე.

ანდრო ვაშალომიძე:  "კი მახსოვს ასეთი  დღე, სოფლის ეზოში ვიყავით შეკრებილი, პრიორიტეტებში ერთ-ერთი იყო ხუთსართულიანი ბინის (ყოფილი ჩაის ფაბრიკის)  გადახურვის საკითხი და გაკეთდა კიდეც".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს.

_ ბატონო მერაბ, 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხებით, თითქმის, ყველა სოფელშია სამუშაოები დასრულებული. რატომ გაჭიანურდა სოფელ შემოქმედში ეს პროცესი და რატომ დაიწყო სამუშაოები გვიან? ხელშეკრულება შპს "პლაზმასა" და გამგეობას შორის 8 ოქტომბერს არის გაფორმებული…

_ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გასახორციელებელი პროექტები წლის განმავლობაში მიმდინარეობს. სამუშაოების გაჭიანურება გამოიწვია მუნიციპალიტეტების გაყოფამ. ამას დაერთო სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესიც.  ფასი და ხარისხი რომ  ყოფილიყო შესაბამისობაში, გარკვეული დრო ამასაც დასჭირდა. სამწუხაროდ, იყო სტიქია, თუმცა, ეს ხელს  არ შეუშლის სამუშაოების შესრულებას.  მთავარია, პროექტი წლის განმავლობაში დასრულდეს. 

_  ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 75 ათასი ლარით კეთილმოწყობილიყო შემოქმედის ცენტრი და  მოსახლეობის მიერ კიდევ რა პრიორიტეტები დასახელდა?

_ გადაწყვეტილება მიიღეს სოფლის საერთო კრებაზე. არსებობს კრების ოქმი, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი პრიორიტეტები გამოკვეთა მოსახლეობამ.

_ ჩაეტევა თუ არა აღნიშნული კომპანია ვადებში?

_ მშენებლობის დასრულების პროცესს არეგულირებს ხელშეკრულება კანონის შესაბამისად. მისი დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს.

_ შემოქმედში სოფლის განმეორებითი კრება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც გადაწყვიტეს, რომ თემის ცენტრის კეთილმოწყობა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რემონტი უნდა მომხდარიყო. რატომ არ დაიწყო სამუშაოები გაზაფხულზე? 

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქმიანობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყო.  ჩვენ დაგვხვდა ასეთი მოცემულობა. ეს იყო განმეორებითი კრება, სადაც ახალი პრიორიტეტები გამოიკვეთა. აქვე გეტყვით იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაიწყება სამუშაოები, მთავარია, პროექტი  წლის განმავლობაში დასრულდეს.  ასევე,  მნიშვნელოვანია ის, რომ მისი დაწყების  თუ  დასრულების დრო არ აფერხებდეს რაიმე პროცესს კონკრეტულ სოფელში.  სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე  დასრულებულია. რაც შეეხება შემოქმედის ცენტრის კეთილმოწყობას,  მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გამოკითხვა _ როგორ აისახა ლარის კურსის ვარდნა თქვენს ყოფაზე?

პატარა დაბის 80 მშიერი მცხოვრები დღეში ერთი პურის იმედზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო