საჭირო მასალა: ღომის მარცვალი _ 200 გრ; წყალი _ 60 მლ.
ღომის მარცვლები გაარჩიეთ, რამდენჯერმე გარეცხეთ, დაასხით თბილი წყალი, დადგით ცეცხლზე, ადუღების დროს შეყენებული ქაფი მოხადეთ და ხარშეთ. შემდეგ ჩაზილეთ მოგრძო მრგვალი ჯოხით (სუთით), დაახურეთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე ჩაშუშეთ. როცა წყალს კარგად შეიშრობს და მარცვლები მოხარშული იქნება, ღომი ჩაზილეთ სუთით, დაასველეთ ჩოგანი წყალში და დასვლებული ჩოგნით გადაიღეთ თეფშზე.