საჭირო მასალა: ღომის მარცვალი _ 300 გრ. ყველი _ 200 გრ.
ღომის მარცვლები გაარჩიეთ, რამდენჯერმე გარეცხეთ, დაასხით ზედ წყალი (მისი მოცულობა 1.5-ჯერ უნდა აღემატებოდეს ღომისას), დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ, როგორც ღომი. როცა მოიხარშება და ჩაიზილება, ქვაბს სახურავი დაახურეთ. დაახლოებით 20 წთ-ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ჩაშუშეთ. შემდეგ ჩააჭერით მომწიფებული (არა ახლად ამოყვანილი) ყველი ან ახლად ამოყვანილი სულგუნი. შემდეგ ამოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გააჩერეთ ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში.