გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში, გაკვეთილის მსვლელობის დროს კლასში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა და მასწავლებელი დაჭრა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, "სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, მან ვერ მოახერა ბეჭდის წართმევა და გაიქცა, გავრცელებული ინფორმაცია რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით."