ცოტა ხნის წინ წინ კანადელი და ახალზელანდიელი მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ როგორი მამაკაცები მოსწონთ ქალბატონებს – წვერგაუპარსავები თუ უწვეროები.
როგორც ექსპერიმენტმა გამოარკვია, ქალები უპირატესობას წვერგაპარსულ მამაკაცებს ანიჭებენ.
ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ მამაკაცი წვერებში აგრესიულად გამოიყურება და თანაც წვერი მათ ასაკს მატებს.
ქალების გარკვეული ნაწილის აზრით, წვერი მამაკაცს სოლიდურობას ანიჭებს, ამავე დროს, ის მათ ძლიერ იმუნურ სისტემაზე მიანიშნებს.