დღეს დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შემაჯამებელი სხდომის ოქმი გამოქვეყნდა, სადაც ასახულია იმ საჯარო მოხელეების სახელობითი სია, რომელიც კომისიის წევრებმა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგინეს.
აღნიშნულ ადამიანებზე თანამდებობების დასაკავებლად ბრძანებები რამდენიმე დღეში დაიწერება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, დილიდანვე უკმაყოფილებას და პროტესტს გამოთქვამს რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა.
მათთვის უცნობია რა მიზეზით ვერ მოხვდნენ ამ სიაში, რადგანაც, მათივე თქმით, ტესტირება წარმატებით გაიარეს.
ძირითადად ცვლილებები შეეხო განყოფილებებში მომუშავე სპეციალისტებს. თითქმის ყველა განყოფილების უფროსი თავის ადგილზე რჩება. ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში თითქმის ყველა გამგებლის წარმომადგენელი რჩება, რამდენიმე სოფელში დაემატა სპეციალისტები.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამართულ ბრიფინგზე, გამგებელი საზოგადოებასა და ჟურნალისტებს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
ვრცლად ამის შესახებ, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.