ზოტიყელის მთაზე დაღუპული 20 წლის ახალგაზრდა ამ წუთებში ჩოხატაურში ჩამოასვენეს.
შეგახსენებთ, რომ 4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. როგორც გვითხრეს, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. მათი ინფორმაციით, ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი ზვავში მოყვა და დაიღუპა.