https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქართველო, გერმანია, ბრიტანეთი _ ხარჯები, რომლის მიზნობრიობა აუდიტმა ვერ დაადგინა

11:01; 9.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2012 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების  საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის სასოფლო- სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა-დათვალიერებისა და ექსტენციის სადგურებში ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 1,545,000 ლარის გადარიცხვა, რომელიც ფონდმა მიიღო 2012 წლის 6 მარტს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის იმავე მიზნებისათვის დამატებით გამოიყო 1,200,000 ლარი, რომელიც ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა 2012 წლის 19 ივლისს. ამრიგად, 2012 წელს პოპულარიზაციის (აგროტურის) პროექტის ფარგლებში ფონდისთვის გამოყოფილმა თანხამ სულ შეადგინა 2,745,000 ლარი.

ფონდის გამგეობის სხდომის ოქმის თანახმად, მომზადებული იყო პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავდა განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს. კერძოდ: 2012 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან სექტემბრის თვის ჩათვლით, მოეწყობოდა ტურები ქვეყნის თითქმის ყველა სოფელში
მცხოვრები დაინტერესებული პირებისათვის (საორიენტაციოდ, სულ 40,000-მდე ადამიანისთვის) განხორციელებული და მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროექტების გაცნობა-დათვალიერების მიზნით. პროექტი ითვალისწინებდა ტურების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფას წინასწარ დაგეგმილ ობიექტებზე გადასაყვანად. ფერმერებისათვის/გლეხებისათვის ობიექტების გაცნობას და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას განახორციელებდნენ ფონდის მიერ დაქირავებული გიდები.

ობიექტების გაცნობა-დათვალიერების შემდგომ, ტურის მონაწილეებს გადაეცემოდათ სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები (ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები, ფონდის მმართველობაში შემავალი საწარმოს მიერ წარმოებული და სოფლის მეურნეობის დარგობრივი სახელმძღვანელოს ნაბეჭდი გამოცემა). ტურის მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ სასმელი წყლითა და ერთჯერადი კვებით.

საქართველოს 10 რეგიონში შეირჩა 40 სადემონსტრაციო ობიექტი, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ ფერმერები განხორციელებული და მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროექტების გაცნობა-დათვალიერების მიზნით.

ტურის ხანგრძლივობა დღის მანძილზე დაახლოებით 5-6 საათი იყო, გრაფიკი წინასწარ მუშავდებოდა თითოეული რეგიონისთვის.

პროექტის ფარგლებში მიღებული თანხიდან (2,745,000 ლარი) აუთვისებელი თანხა 560,000 ლარი (აუთვისებლობა გამოიწვია პროექტის დაგეგმილ ვადაზე ადრე შეწყვეტამ) დაბრუნებულია სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხით – 2,185,000 ლარით, წარიმართა პროექტი.

პროექტის ფარგლებში  ხელფასებსა და სასტუმროს ხარჯებზე  240,521 ლარი დაიხარჯა;  ტრენინგებსა და ადმინისტრაციული ხარჯებზე 21,585 ლარი;  მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებული ხარჯებზე 697,871 ლარი; საწვავსა და ავტომანქანის ხარჯებზე 564,139 ლარი და კვებაზე  661,029 _   სულ 2,185,14511 ლარი.

აგროტურს წარმართვდნენ გიდები, რომლებიც აგრარული უნივერსიტეტიდან (სტუდენტები) კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ და გაიარეს სპეციალური მომზადება( ტრენინგი ჩაატარა შპს „აგროგეო +“).

შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სულ დაქირავებული იყო 26 გიდი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსები, მიკროავტობუსები) სამართავად – 21 მძღოლი.

შრომითი ხელშეკრულებით გიდებისა და მძღოლების ყოველთვიური ანაზღაურება (გადასახადების გარეშე) შეადგენდა 100 ლარს, ამასთანავე თითოეულ ტურზე დამატებით უნაზღაურდებოდათ მძღოლებს 35 ლარი, ხოლო გიდებს 30 ლარი. პროექტის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა 4 მენეჯერი.

სულ განხორციელდა დაახლოებით 520 აგროტური და გიდების, მძღოლებისა და მენეჯერების დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 157,894 ლარი.

მძღლოლებთან და გიდებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი (ფონდი) უზრუნველყოფდა შემსრულებლის (გიდი/მძღოლი) შრომის ანაზრაურების გადახდას მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

_ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი იყო ტაბელი. ფაქტობრივად, გიდებისა და მძღოლების ხელფასების დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ ტაბელი, მხარეთა შორის არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც შეუსაბამობაშია ხელშეკრულების მოთხოვნებთან, _ წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც უწყებამ არასამეწარმეო „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“) 2012 და 2013 წლებში სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის დასადგენად ჩაატარა.

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში 50,094 ლარი გახარჯულია გიდების, მძღოლებისა და პროექტის მენეჯერების სასტუმროსა და სხვა თანმდევი სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად.

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით გაწეულია 2,185,145 ლარის ხარჯი, ანუ ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 145 ლარით მეტი, რაც ფონდის მიერ საკუთარი სახსრებითაა დაფარული. 2012 წლის 27-28 აპრილს, შპს „ინტურისტ პალასში“ (ქ. ბათუმი), საკონფერენციო დარბაზისა და სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე გადახდილია 12,613 ლარი. სასტუმროს ნომრები გათვალიწინებული იყო 88 კაცზე, თანხით – 5,344 ლარი, ხოლო ბანკეტის ხარჯი შეადგენდა 7,269 ლარს.

იმავე მომსახურების შესყიდვა განხორციელდა 2012 წლის 5 ივნისს, ღირებულებით 19,919 ლარი. სასტუმროს ნომერი გათვალისწინებული იყო 131 კაცზე, თანხით 9,473 ლარი, ხოლო საბანკეტო მომსახურებისთვის – 10,446 ლარი.

_ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ ჩანს ვის გაეწია სასტუმრო და საბანკეტო მომსახურება შპს„ინტურისტ პალასში“ (ქ. ბათუმი). შესაბამისად, შეუძლებელია პერსონების იდენტიფიცირება დაგაწეული ხარჯის (სულ – 32,532 ლარი) მიზნობრიობის დადგენა. ფონდის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული მომსახურებებით ისარგებლეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის მმართველობაში შემავალი სსიპ-ის თანამშრომლებმა პროექტის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, რაც დოკუმენტურად არ დასტურდება.

ასევე მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ არსებული ნორმატიული აქტის მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, ანაზღაურებულია გიდებისა და მძღოლების სასტუმროს ხარჯებთან ერთად კვების თანხა, 746 ლარის ოდენობით, _ წერია დასკვნაში.

პროექტის ფარგლებში  სარეკლამო მომსახურებაში (სარეკლამო ვიდეორგოლების დამზადება) 320,636 ლარია დახარჯული;  საჩუქრებში (ფერმერის წიგნი და საკანცელარიო საგნები) 180,893ლარი;  ღვინოში (5 ლ ტევადობის სადილზე, დანარჩენი საჩუქრად) 109,186 ლარი; 26 მაისის ღონისძიებებზე (გამოფენა "დამზადებულია საქართველოში") 31,843 ლარი; პოლიგრაფიული მომსახურებაზე (დაბეჭდილია ბადე/სტიკერები) 54,314 ლარი;  სხვადასხვა მომსახურებაზე ( გახმოვანების აპარატის ქირა) 1,000 ლარი _ სულ 697,872 ლარი.

_ ფონდის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სია პერსონალური მონაცემებით), რომელიც შესაძლებელს გახდიდა იმ პირების (მოსახლეობის) იდენტიფიცირებას, თუ ვის გადაეცა საჩუქრები. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული – 180,893 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე. პროექტის ფარგლებში შპს „გრუზვინპრომ“-ისგან შეძენილია 109,186 ლარის ღირებულების ღვინო (მათ შორის: 100,479 ლარის საჩუქრის სახით გადასაცემად, ხოლო 8,707ლარის სადილზე მისართმევად). აღნიშნული ხარჯის გაწევა პროექტის მიზნების მისაღწევად, აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ამდენად იგი შეიძლება ჩაითვალოს არამიზნობრივ ხარჯად, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

საწვავი და ავტომანქანის ხარჯები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფონდს აგროტურის განსახორციელებლად უსასყიდლო თხოვების წესით გადასცა 10 ერთეული „ჰიუნდაის“ მარკის 45-ადგილიანი ავტობუსი. ფონდმა პროექტის ფარგლებში შეიძინა 3 ერთეული „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი (144,662 ლარი) და აგროტურის მონიტორინგისთვის ავტომანქანა ჯიპი – „ჰიუნდაი სანტაფე“ (25,130 ლარი).

სატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდა რეგიონებში. ავტობუსების საშუალებით ხდებოდა 42, ხოლო მიკროავტობუსებით – 15 ფერმერის გადაადგილება.
აგროტურის განსახორციელებლად, სულ შეძენილია 280,477 ლარის ღირებულების საწვავი. მათ შორის: 32,782 ლარის ღირებულების 14,200 ლიტრი ბენზინი, 247,695 ლარის ღირებულების 103,000 ლიტრი დიზელი.

პროექტის ფარგლებში ჩამოწერილია 102,022 ლიტრი დიზელი და 14,200 ლიტრი ბენზინი. მიუხედავად პროექტის დასრულებისა, სექტემბერსა და ოქტომბერში ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე ჩამოწერილია 7,141 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც ფონდის განმარტებით, განპირობებული იყო რეგიონებში საჩუქრების სახით დარჩენილი ნაშთების ტრანსპორტირებისათვის.

_ თითოეულ ავტობუსსა და მიკროავტობუსზე დამონტაჟებული იყო GPS მოწყობილობა, რომლითაც უნდა გაკონტროლებულიყო მათი გადაადგილება, თუმცა ფონდს არ გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ GPS სისტემის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია, ამიტომ ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, თუ როდის და სად გადაადგილდებოდა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, შეუძლებელია 280,477 ლარის ღირებულების საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის დადგენა, _ წერია დასკვნაში.

კვების ხარჯები

პროექტის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისა და თანამშრომელთა კვების მიზნით, ფონდსა და შპს „ორ წუთს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ორი წუთი“ ახორციელებდა კვებითი მომსახურების გაწევას დღეში ერთხელ, „შვედური სუფრით“ (ერთი კაცის კვების ღირებულება თავდაპირველად 13 ლარი, შემდეგ 19 ლარი). მომსახურების მიწოდება ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დღეებში, 34,072 მოწვეულ სტუმარს გაეწია კვებითი მომსახურება, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 629,800 ლარი.

ასევე სხვადასხვა დღეებში, ჯამში 420 სტუმარზე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებზე, გაწეულია 8,976 ლარის ხარჯი ( ხელშეკრულების მიხედვით ერთი კაცი კვების თანხა თავდაპირველად შეადგენდა 19,2ლარს, შემდეგ 23ლარს).

ფონდსა და ინდ. მეწარმე „აბესალომ კვირკველიას“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საბანკეტო მომსახურების შესყიდვა, ღირებულებით 5,000 ლარი. ერთ პერსონაზე სტანდარტული პაკეტით მომსახურების ღირებულება შეადგენდა 16.30 ლარს.

ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში (მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 4,679 ლარი) არ არის მითითებული სად გაიმართა ბანკეტი, რამდენ პერსონაზე ან ვისთვის იყო გათვალისწინებული საბანკეტო მომსახურება.

_ კვებით მომსახურებაზე შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია მხოლოდ კვებით მოსარგებლეთა (ფერმერების/გლეხებისა და სამინისტროს თანამშრომელთა) რაოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სია პერსონალური მონაცემებით), რომელიც შესაძლებელს გახდიდა იმ პირების იდენტიფიცირებას, ვისზეც იქნა გაწეული აღნიშნული ხარჯები. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული 661,029 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე.
მიუხედავად სექტემბრის დასაწყისში პროექტის მოსალოდნელი შეწყვეტისა, სექტემბერში შეძენილია წყალი „სნო“ 20,600 ცალი (ამ პერიოდში ნაშთად იყო დარჩენილი 5,212 ბოთლი), რაც მიუთითებს პროექტის ხარჯების არასწორად დაგეგმვასა და ზოგადად, არაეფექტიან მუშაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით აღნიშნული წყლის ნაშთი 25,812 ცალი ბოთლი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
ამრიგად, 2,185,000 ლარის ათვისებაზე წარმოდგენილი არასრულყოფილი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვერ დგინდება ხარჯების გაწევის რეალობა, რაც შეუძლებელს ხდის დადგინდეს მისი მიზნობრივობა. თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის პროექტის ძირითადი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა-დათვალიერებისა და ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება. თუმცა, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, ინფორმირებულ ფერმერთა ვინაობის შესახებ. შედეგად, აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს რწმუნებას პროექტის განხორციელებით მიღწეული შედეგის შესახებ,
 
_ აღნიშნავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია (ქ. ლონდონი)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით, ფონდს დაევალა 2012 წლის ივლისში ქ.ლონდონში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ქართული კულტურის, სპორტის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი „ქართული დღეების“ გამართვისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით , ქ.ლონდონში აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების მოწყობის დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყო 100,000 ლარი ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის“ გადასაცემად.

2012 წლის 29 ივლისიდან 2012 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, ქ.ლონდონში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის ფონდის მიერ პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე გაწეულია 178,436 ლარის ოდენობის ხარჯი, ფონდის მხრიდან თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 78,436 ლარი.

სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ „ჯგუფ – ემ გრუპთან“ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში არ ფიქსირდება ღონისძიებაში მონაწილე პირების რაოდენობა და ვინაობა.

წარმოდგენილია ხარჯების ზოგადი ჩამონათვალი: ავიაბილეთების, ვიზების, მზარეულების ანაზღაურებისა და შესაძენი კვების პროდუქტების ჩამონათვალი, სულ 77,962 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, ქ.ლონდონში APARTMENTS OF LONDON LTD-ისაგან შეძენილ იქნა სასტუმროს, პავილიონის იჯარისა და მოწყობის მომსახურება, სადაც გაიმართა ქართული აგროსასურსართო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 2012 წლის 14 მაისს გადარიცხულია 32,750 გირვანქა სტერლინგი, საიდანაც 26,000 გირვანქა სტერლინგი შეადგენს 4 თვის ქირის ღირებულებას, ხოლო 6500 გირვანქა სტერლინგი გადარიცხულია საგარანტიოდ.

ღონისძიება მიმდინარეობდა 2012 წლის 29 ივლისიდან 2012 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. გაურკვეველია რატომ არის 4 თვის ვადით დაქირავებული და ასევე ვერ დადგინდა იმ პირთა რაოდენობა და მონაცემები, ვინც სარგებლობდა ამ აპარტამენტებით.

6500 გირვანქა სტერლინგი წარმოადგენდა ავანსს, რომელიც ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, თუმცა ლონდონიდან გამოგზავნილი CHECK OUT REPORT-დან ჩანს, რომ გაურკვეველი პირების მიერ მიყენებულ იქნა მატერიალური ზარალი თანხით – 4,008 გირვანქა სტერლინგი და შესაბამისად, ფონდის ანგარიშზე დაბრუნებულია მხოლოდ 2,492 გირვანქა სტერლინგი.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია (ქ.ბერლინი)

საქართველოს მთავრობის განკარგულებით13, გერმანიაში, ქ.ბერლინში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიების გამართვის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყო 360,000 ლარი, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისათვის“ გადასაცემად.

სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2012 წლის 24-27 მაისს გერმანიაში, ქ. ბერლინში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების მოწყობის მიზნით, სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-ემ გრუპისგან" შესყიდულ იქნა სხვადასხვა სახის პროდუქცია და მომსახურება ღირებულებით 79,325 ლარი, ასევე SOVADA IMS LTD -ისგან პავილიონის იჯარისა და სასტუმროს მომსახურება -364,931ლარი, სულ 444,256 ლარი. ფონდის მხრიდან თანადაფინანსებამ შეადგინა 84,256 ლარი.

ფიზიკური პირის ქ.ბერლინიდან დაბრუნების თარიღად მითითებულია 30-31 მაისი (ღონისძიება იმართებოდა 24-27 მაისს), უცნობია მათი დაყოვნების მიზეზი.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება იმართებოდა 24-27 მაისს, ერთ-ერთი მზარეული გაემგზავრა 2012 წლის 17-18 მაისს, რომლის ხარჯმაც შეადგინა 2,306 ლარი (მ.შ. ბილეთი: თბილისი-მიუნხენი-ბერლინი-ვარშავა-თბილისი – 2,064 ლარი, ხოლო სასტუმრო – 242 ლარი). ასევე აღნიშნული პიროვნება ქ. ბერლინში გაემგზავრა 21 მაისს და ჩამოფრინდა 30 მაისს. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულება 17-18 მაისს ამ პიროვნების გერმანიაში გამგზავრების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

SOVADA IMS LTD-ის მიერ წარმოდგენილია 2 ინვოისი საერთო თანხით – 175,000 ევრო. აღსანიშნავია, რომ SOVADA IMS LTD -სთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის და შესაბამისად, არც მიღება-ჩაბარების აქტია შედგენილი. ინვოისების მიხედვით, შესყიდულია პავილიონის იჯარისა და სასტუმროს მომსახურება.

წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ ირკვევა მომსახურების სახეები და პირობები, ვინ და რამდენმა სტუმარმა მიიღო აღნიშნული მომსახურება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული 364,931 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ლანჩხუთში დიდთოვლობაა

გრეიდერი სავალ გზას აცდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო