ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ასევე ავღანეთში საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, 22 დაღუპულის ოჯახისწარმომადგენელს საჩუქრად ჟურნალისტ, ეთერ ქადეიშვილის ახალი წიგნი "ისმოდეს საქართველოში" გადაეცა.
"ომში დაღუპული გმირების უკვდავებისთვის აკინძული წიგნი, მათი ოჯახების, მშობლების, და-ძმების, ცოლ-შვილის, მოურჩენელი ტკივილის სიმძაფრე, მიზეზი, რის გამოც, ვერ დავივიწყებთ და პატივს მივაგებთ არა მარტო მათ – მათ ოჯახებსაც,- ასე მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ ომში გარდაცვლილი ოზურგეთელი მეომრების ოჯახის წევრებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი წლიდან, ომში ტრაგიკულად გარდაცვლილი მეომრების ოჯახები 100-ის ნაცვლად, 200 ლარიან კომპენსაციებს მიიღებენ. ყოველთვიური ფიქსირებული პაკეტი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს, მეუღლეებს ან არასრულწლოვან შვილებს დაენიშნებათ", _ თქვა შეხვედრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
სხვადასხვა წლებში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვარგარეთ სამხედრო მისიების შესრულების დროს ბრძოლაში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოზურგეთელი მეომრები არიან: მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, ბესო ვასაძე, არტურ აივაზიანი, თამაზ რამიშვილი, ზაზა მუქერია, ხვიჩა ღლონტი, დუმბაძე ჯემალი, ზაზა ჯანხოთელი, მიმინოშვილი აკაკი, მამუკა ცეცხლაძე, გოჩა სალუქვაძე, თამაზ მალაზონია, ირაკლი ბაქანიძე, ზურაბ წიქარიძე, გაიოზ სეფერთელაძე, გიგლა გოგელაშვილი, ზაზა დამენია, გოჩა შილაკაძე, ბორის მარგველიანი, გია გოგუაძე, ტარიელ მახარაძე, ალექსანდრე ღლონტი, ჯენერ ჯიჯიეშვილი, ლებან ბერაძე, ალექსანდრე კრუნკიანი, დავით ტოგონიძე, ვლადიმერ ოსტროვსკი, ზური ზვიადაძე, თამაზ ჭიტაძე, ზაურ ნიკიტინი და ზაურ თენიეშვილი.