https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული „საახალწლო ისტორიები“

15:01; 10.01.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებს 2015 წელს კიდევ ერთხელ გულით ვულოცავ და ვუსურვებ რომ ამ აუწყობელ ქვეყანაში, 12 თვის შემდეგ საკუთარი პრობლემები სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გადაეწყვიტოთ.

დღეს საახალწლო-სახალისო დაიჯესტს შემოგთავაზებთ, რომელსაც პირობითად „ხალხის ხმას“ ვუწოდებდი.
ჩვენი პირველი რესპონდენტი ვანელი როინ გოგიბერიძე იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, ქართული ტრადიციის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალი წლის ღამეს პირველი ვინ გესტუმრება. დაუვიწყარი ფილმი "კუჩხი ბედინერიც" ხომ ამ თემას ეძღვნება.

ეს ტრადიცია ბევრ ქართულ სოფელში დღესაც შემორჩენილია, და თუ ახალი წლის ღამეს კარგი ფეხის მქონე სტუმარი გეწვევათ, იმ წელს ხვავსა და ბარაქას უნდა ელოდოთ.

ზედიზედ სამი წელი იყო გივი სიმონის მეკვლე. პირველი "მეკვლეობის" შედეგად სიმონს ბაბუა გარდაეცვალა, თუმცა ეს გივისთვის არავის "დაუბრალებია". მეორე წელსაც გივი იყო მეკვლე, იანვარი გასული არ იყო, სიმონის ბაბუას ბებია მიჰყვა უკან. მესამე წელს გივი შემთხვევით გახდა სიმონის მეკვლე… მამა დაკარგა იმ წელს სიმონმა. შარშან, ახალ წელს, გივი ისევ მიადგა სიმონის სახლს, გაბრაზებულმა მასპინძელმა მიაძახა:

– რა გინდა გივი, ვერ ხედავ, მარტო რომ დავრჩი? გადადი ეგერ ჟორასთან, თორმეტნი არიან სახლში!!!“

ჩვენი მომდევნო სტუმარი ქუთაისელი ჭიჭიკია იქნება. ნებისმიერ ჩვენთაგანს ახალი წლისთვის განსაკუთრებული სურვილი აქვს ჩაფიქრებული და გამონაკლისი არც ბატონი ჭიჭიკიაა (სამწუხაროდ მისი გვარი არ ვიცი). სამწუხაროს ჭიჭიკიას საახალწლო სურვილი საერთოდ აღარ ახსოვდა , რადგან…
ჭიჭიკია ახალი წლის დილას ნაბახუსევზე იღვიძებს. ბალიშთან ცოლის წერილი დახვდა, კითხულობს:
– გილოცავ, ახალ წელს, ძვირფასო! "ბორჯომი" თუ მოგინდეს, მაცივარშია, მაცივარი სამზარეულოშია, სამზარეულო შემოსასვლელიდან მარჯვნივაა, თუ ვერ მიაგენი, შენ გვერდით ვწევარ და გამაღვიძე…
ალბათ დროა იმერეთის დედაქალაქიდან კახეთში გადავინაცვლოთ.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. ახალი წლის მეორე დღეს დიდი თოვლი მოვიდა. ვასილ გოგიაშვილის სახლთან დილაადრიან ვიღაცის ხმა

გაისმა. თბილისიდან ჩამოსული ვასილის შვილი, ტიტიკო მიეგება სტუმარს, რომელიც სასმლის დიდად მოყვარული მეზობელი, ვახო აღმოჩნდა.

– რა გინდოდა, ვახო? – ჰკითხა ტიტიკომ.

– რა მინდოდა და… – დაიბნა ვახო, – თოხი!

ტიტიკომ თოხი გამოიტანა, მისცა სტუმარს და შინ შევიდა.

– ვინ იყო და რა უნდოდა? – ჰკითხა ვასილმა შვილს.

– ვახო იყო, თოხი მთხოვა და მივეცი, – უპასუხა ტიტიკომ წყნარად.

მოხუც მამას სიცილი აუტყდა:

– გაგიჟდი, შვილო? ვინ თოხნის მეტრიან თოვლში? ალბათ დალევა უნდოდა, მიდი, შემოაბრუნე, მაგის ცოდო არ დაიდო! – დაადევნა ტიტიკო მეზობელს, თვითონ კი მარანში ჩავიდა.

ეს მხიარული ისტორია რამდენიმე წლის წინ, იანვრის პირველ დღეებში მოხდა. მას თბილისელი თემურ გიკაშვილი გაიხსენებს.

რას არ მოაფიქრებინებს გაჭირვება ქართველს და მით უმეტეს, ქუთაისელს. როცა ჩვენი ქვეყნიდან სამსახურის საძებნელად  ხალხმა უცხოეთში გადახვეწა დაიწყო, ბევრმა ყველა ღონეს მიმართა, რომ საზღვარი გადაეკვეთა, ან კონსულები და ელჩები დაერწმუნებინა, თქვენს ქვეყანაში მხოლოდ სამოგზაუროდ მივდივარო.

იმ წელიწადს კანადაში ჭიდაობაში რაღაც ტურნირი ეწყობოდა, მაგრამ ქართველმა მოჭიდავეებმა ვერაფრით დაარწმუნეს მკვახე ხასიათის კონსული, რომ ტურნირის დამთავრების შემდეგ იქ არ დარჩებოდნენ. მოკლედ, იმ წელს კონსულის გადამკიდე, საქართველოდან კანადაში ოფიციალურად ვერავინ წავიდა, გარდა იმ 8 ქუთაისელისა, რომლებიც ახლაც იქ არიან. მათ ძალზე ორიგინალურად გააცურეს კანადის კონსული.

აი, როგორ მოახერხეს ეს:

როგორც მოგეხსენებათ, ჰოკეი კანადაში გამოიგონეს და ეს სპორტი მათი ეროვნული სიამაყეა. ჰოდა, ამ ჩვენმა ქუთათურებმა შეიკერეს ჰოკეისტების ფორმები, სადღაც მინდორზე მოასხეს წყალი, ზამთარი იყო და მეორე დღეს მოლიპული დახვდათ, დაიწყეს ვითომ თამაში უციგურებოდ, სახლში თხილისგან გამოთლილი ჯოხებით, ყველაფერი გადაიღეს კამერით და კონსულს მიუტანეს, თან განცხადებაც მიაყოლეს, რომ ძალიან გვიყვარს ჰოკეი, მაგრამ არა გვაქვს პირობები, კარგად რომ შევისწავლოთ სპორტის ეს ყველაზე ლამაზი სახეობაო.

გულაჩუყებულმა კონსულმა ყველას დართო ნება, კანადაში გამგზავრებისა. ეგ კი არა, ისიც კი "შეუსწორა", რომ გუნდისთვის 10 კაცი მაინცაა აუცილებელიო, ქუთაისელებს კიდევ ორი "ჰოკეისტის" პოვნა, რა თქმა უნდა, არ გასჭირვებიათ.

დღევანდელი საახალწლო -სახალისო ისტორიების მომდევნო გმირი, ერთი უბრალო თბილისელი ადამიანი გახლავთ. ნება მომეცით რომ გითხრათ. მას თენგო ჰქვია და მისნაირები ჩვენს გვერდით (ჩვენსავე ჩათვლით) არაერთი ვართ. ეს ისტორია ბატონი თენგოს ერთ-ერთმა მეგობარმა მომიყვა.

„- შინ მაინც არაფერს აკეთებ და თუ გინდა, ამ საახალწლოდ პატარა ფულსაც გაშოვნინებ და შენი თამროც კმაყოფილი დაგრჩება, – უთხრა შოთიკომ ძმაკაცს და გამომცდელად მიაჩერდა.

– რას მთავაზობ ამისთანას? – გაკვირვებულმა შეხედა თენგომ "ბიზნესპარტნიორს".

– შენმა ცოლმა შემომჩივლა, – უმუშევრობამ და უსაქმურობამ გაალოთა, ეგებ რამე მოუხერხო, თორემ ან მაგას მოვკლავ, ან მე მოვიკლავ თავსო. ხომ იცი, სანამ დიდ საქმეს წამოიწყებდე, პატარით უნდა დაიწყო… იმ ფირმამ, სადაც მე ვმუშაობ, საახალწლოდ ასეთი რამ მოიფიქრა – "თოვლის ბაბუა გამოძახებით". ყველგან გავაკარით განცხადება, ტელეფონიც მივუთითეთ და იცი, რამდენმა დაგვირეკა? შვიდი თოვლის ბაბუა დავიქირავეთ, მაგრამ ნაღდად არ გვეყოფა… ჰოდა, მერვე შენ იყავი. ჩაგაცმევთ სანტას ან ნაღდი ქართველი თოვლის ბაბუს ტანსაცმელს და ჩამოუარე ოჯახებს. საჩუქრებს ჩვენ ჩაგიწყობთ ხურჯინში, ლექსები და სიმღერები კი იცი და დალევაც გიყვარს. გამოძახება კი ფასიანია.

თენგოს გულს მოეშვა – თამროსა და ბავშვებს გავახარებო და ულაპარაკოდ დათანხმდა ძმაკაცს.  წელიწად-ნახევარი სამსახურს ამაოდ ეძებდა. სადაც მივიდა, ყველგან ღიმილით დაჰპირდნენ, – დაგირეკავთო, მაგრამ არავის დაურეკავს. მოლხენა დიდებული იცოდა და ხან ვინ ეძახდა გაშლილ სუფრასთან, ხან – ვინ.

შინ გვიან მისულს ცოლი ქოქოლას აყრიდა, – დაგეცეს მეხი, ისევ დალიეო? "მეხდაცემული" თენგო ჩუმად შეიპარებოდა საძინებელში და… იძინებდა მეორე დღის იმედით… სამაგიეროდ, ახლა მშვენიერი საქმე გამოუჩნდა – გაერთობოდა და ფულსაც იშოვიდა.

შოთიკომ მისალოცი ტექსტი მისცა, რომელიც ტრადიციულად ასე იწყებოდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი". ამის მერე უფლება ჰქონდა, იმპროვიზებულად გაეგრძელებინა "სამუშაო". გული კი დასწყდა, რომ ნაბადი და სვანური ქუდი არ ერგო, მაგრამ თავი ინუგეშა, – არა უშავს, მაინც ევროპისა და ამერიკისკენ გვიჭირავს თვალი და რაც არის, არის, ვიქნები სანტა კლაუსიო.

31 დეკემბერს დილიდანვე გამოეწყო სანტა კლაუსის წითელ ტანსაცმელში, თეთრი წვერ-ულვაშიც მოირგო და სარკის წინ პატარა რეპეტიციაც გაიარა… საღამოს 9 საათზე ხელში დამკვეთთა გრძელი სია დაიჭირა, საჩუქრებით სავსე სანტას "ბოხჩა" მხარზე გადაიკიდა და გაუდგა გზას.

…ყველა ოჯახში ბავშვები ჟივილ-ხივილით ეგებებოდნენ, გაფართოებული თვალებით უცქერდნენ თეთრწვერა "სანტა კლაუსს", რომელიც ქართულად ულოცავდათ ახალ წელს და ცეკვავდა კიდეც. რაღა თქმა უნდა, ჭიქის აუწევლად არ უშვებდნენ და ჩვენი სანტა-თენგო გვარიანად გამოგვითვრა… ქეიფ-ქეიფით მიულოცა 14 ოჯახს დღესასწაული. ბოლოს, ფეხარეული, ღიღინ-ღიღინით მიადგა ბოლო, მეთხუთმეტეს. დარეკა ზარი და კარი ფართოდ გაიღო. თენგომ ჯერ კანფეტები შეყარა, მერე მარჯვენა ფეხი ზღურბლს გადააბოტა და ხმამაღლა დაიძახა: "შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი!" ამის თქმა იყო და ქეჩოში სწვდა ოჯახის უფროსი, – შენ დაგექცეს ოჯახი, რამ გათქმევინა ახალი წლის ღამეს ამისთანა რამე, მეკვლე მაინც არ იყო… თუ სმა არ შეგეძლო, რას სვამდი ჩემდა ჭირად!.. იმ თქვენს ფირმას თუ არ ვუჩივლო, კაცი არ ვიყოო და ჩვენი "სანტა" კიბეზე დააგორა.

მეორე დღეს, გამოფხიზლებულმა თენგომ რომ გაიგონა თამროს ქოქოლა, – დაგეცეს მეხი, არც თოვლის ბაბუად ვარგიხარო, მიხვდა, რატომაც წამოსცდა მეთხუთმეტე ოჯახში ასეთი "დალოცვა".

მართალია, "პატარა ფული" იმ საახალწლო დღეებში ვეღარ იშოვა თენგომ, მაგრამ სანტა კლაუსის ერთდღიანი როლი "ფეხბედნიერი" გამოდგა. ძალიან მალე ისეთი სამსახური იშოვა, რომ თამროს წყევლა-კრულვა მაშინვე შეწყდა. მეთხუთმეტე მასპინძელს კი აღარ უჩივლია, რადგან შოთიკოს ფირმამ საჩუქრებით დაზურგული ერთი "ნაღდი" ქართველი თოვლის ბაბუა და ერთიც – სანტა კლაუსი გაუგზავნა მისალოცად“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება

18:35; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ყოველი მომდევნო ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება

12:17; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ხუთი, ყველაზე ძილისგუდა ზოდიაქოს ნიშანი

11:21; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

თუ პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან

10:31; 5 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

დღის ასტროლოგიური პროგნოზი: ვის ელის ფინანსური წარმატება და ვის მართებს სიფრთხილე

09:06; 31 აგვისტო, 2026

ხანძარი ოზურგეთში

როგორ ცხოვრობენ ადამიანები 21 საუკუნეში

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო