სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ ოზურგეთის სპორტული დარბაზი კვლავ სარემონტოა. ამის შესახებ "გურია ნიუსი" 2015 წლის 8 იანვარს წერდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორი გოჩა კვირჩილაძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები 2012 წლის ზაფხულში დაიწყო და მას ფინანსურ მხარესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
"ეს თანხა გამოყო წინა ხელისუფლებამ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კერძო პირებთან, რომელიც სამშენებლო ფირმებს წარმომადგენდნენ, გააფორმა ხელშეკრულება და ჩვენ, როგორც სამსახურის ადმინისტრაციამ, არც თავი ვიცით ამ თანხის და არც ბოლო. პროექტის განხორციელება რომ უნდა დაწყებულიყო, მოვიდნენ ფირმის წარმომადგენლები, დაათვალიერეს. მხოლოდ ის უთხარით, რომ შენობის პირველ სართულზე, საჭიდაო ოთახში ყოველ გაწვიმებაზე პრობლემა იყო, წყალი დგებოდა. ავუხსენით ამის შესახებ და ეს ამბავი მოგვარდა.
სიმართლე გითხრათ, რომ აუდიტის ანგარიში არ მინახავს ნამდვილად. მეორე სართულზე, სადაც ყოველდღე მიდის ვარჯიში, არის მცირე გაბარიტის დარბაზი. მოხდა ის, რომ "გიფს-კარდონით" მოხდა სავარჯიშო დარბაზის გაკეთება. ჩვენ ასე არ გვინდოდა, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ ყველაფერს კარგად გააკეთებდნენ. სამწუხაროდ ეს დარბაზი ის ვერ გაკეთდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში არის დარბაზი, მართლაც, რომ გასაკეთებელია თავიდან. სასპორტო სკოლაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეში 125 ახალგაზრდა დადის". – გვითხრა გოჩა კვირჩილაძემ.