საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო: ალიკ სარქისიანის გაწვრთნილმა გუნდმა სასტარტო მატჩში ესტონეთი 6:3 დაამარცხა.
შესარჩევს ლიტვა მასპინძლობს. გუშინდელი მატჩი ბალტიისპირელებთან ს.დარიუსის და ს.გირენასის სპორტულ ცენტრში გაიმართა. იქვე შედგება კიდევ ორი ოფიციალური შეხვედრა: დღეს ჩვენი გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდება, ორი დღის შემდეგ კი მასპინძელ ლიტვას.
14 იანვარი, 2015. ევრო 2016 – შესარჩევი მატჩი. ლიტვა, კაუნასი, ს.დარიუსის და ს.გირენასის სახელობის სპორტული ცენტრი.
ესტონეთი 3:6 საქართველო
გოლები: 0:1 რონი (1), 0:2 ძაბირაძე (2), 0:3 ძაბირაძე (7), 0:4 ტიკურიშვილი (17), 1:4 ალეკსეევი (26), 1:5 სებისკვერაძე (37), 2:5 ტასკა (39), 3:5 პააპსი (39), 3:6 სებისკვერაძე (39)
საქართველო: თორნიკე ბუკია (მეკარე), ალექსანდრე ძაბირაძე, გოგა ალთუნაშვილი (კაპ), რონი, გიორგი ტიკურიშვილი – დავით კეფაშვილი (მეკარე), შოთა ჭანუყვაძე, ზურაბ ლუკავა, ლევან კობაიძე, ირაკლი თოდუა, არჩილ სებისკვერაძე, კახა მაისაია, დავით ბობოხიძე, ვახტანგ ჯვარაშვილი.
მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი
მსაჯები: გევინ სერტეინი (ინგლისი), ვიაჩესლავ დარაგანი (უკრაინა)