ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მოღვაწეობის იმ სფეროების სია, სადაც უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს ათწლეულების განმავლობაში ელოდებათ ვაკანსიები. პროგნოზი კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეადგინეს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე და წამყვანი კომპანიების მმართველებთან ინტერვიუების მიხედვით.
ახალი ვაკანსიების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაჩნდება ჯანდაცვის სფეროში – მედიცინის, ტექნიკისა და კანონმდებლობის „ზღვარზე“. ამერიკის ჯანდაცვას დასჭირდება სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სხვადასხვა კვლევების კომპიუტერული მონაცემების დამუშავება და მათი ერთ სურათში განზოგადება. ასევე, ადვოკატები, რომლებიც სპეციალიზდებიან მედიცინის საკითხებში.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გაიზრდება ისეთი ვაკანსიების რიცხვი, რომლებზეც პრეტენზია ექნებათ ინჟინრებს, ანალიტიკოსებსა და კომპიუტერის სპეციალისტებს, 2018 წელს ასეთი ვაკანსიების რიცხვი 20 პროცენტით გაიზრდება.
სამსახურში მოწყობის კარგი შანსები ექნებათ ქიმიკოსებსა და ბიოლოგებს, ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარმაცევტული ინდუსტრიის ორჯერად ზრდას მოელიან.
ვაკანსიების პიკზე რჩებიან შრომის ბაზრის სპეციალისტები მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების არეში, ვინაიდან ინფორმაციის მოცულობა მსოფლიოში ყოველ სამ წელიწადში ორმაგდება.
ვაკანსიების რაოდენობა ინჟინერ-პროგრამისტებისთვის უკვე მიმდინარე წელსვე გაორმაგდება.
ცალკე დგას სწრაფად განვითარებადი მობილური მოწყობილობების ნიშა, სადაც საჭიროა სპეციალისტები თამაშების დამუშავებასა და დიზაინში, ასევე გრაფიკების, დიაგრამებისა და სხვა ვიზუალური გასართობი მიმართულების პროგრამების შემდგენლები.
უახლოეს ათწლეულებში პერსპექტიულად დარჩება მთარგმნელის პროფესია, რომელსაც ეცოდინება ინგლისური და ესპანური ენები. აგრეთვე, ინგლისური ენის პედაგოგები.
სამუშაოს შოვნის კარგი პერსპექტივა ექნებათ იმ პედაგოგებს, რომლებმაც უნდა ასწავლონ არა ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებს.