საქართველოს მოქალაქე, 40 წლის თ. კ. რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ქალაქ სტამბულში, ტაქსში, მძიმედ დაჭრილი მიატოვეს, ექიმების მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ ღამით სტამბულის ერთ-ერთ რაიონში მოხდა და ამ დროისთვის პოლიცია გარდაცვლილის ახლობლების დადგენას ცდილობს.
თურქული მედიის ცნობით, თ.კ. ექიმებმა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღმოუჩინეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ინტერნეტგამოცემა www.samanyoluhaber.com-ის ცნობით, საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაცვლილს ორი მამაკაცი ახლდა, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ.
სტამბულის პოლიციამ გარდაცვლილს უკვე ჩაუტარა ექსპერტიზა. მის სხეულზე ანაბეჭდებიც აღმოაჩინეს. მომხდარის შესახებ საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში და საკონსულო სტამბულში. თუ როდის მოხდება გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.