საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რუსეთმა საჩივარი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა.
საქმე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს ეხება, რაზეც რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გენოციდის, მკვლელობის, ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების ბრალდებებია.
"მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, _ ეს განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ვლადიმერ მარკინი აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება რამდენიმე მუხლით ჩატარდა, კერძოდ კი გენოციდის, მკვლელობის, ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების ბრალდებებით.
ამ საქმის მასალები მოსკოვმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უკვე გადაგზავნა, თუმცა საერთაშორისო სამართალი არ აძლევს რუსეთს საშუალებას სააკაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს, რადგან მას უცხოური იურისდიქციისაგან იმუნიტეტი დღემდე იცავს.
"ისტორია აჩვენებს ადამიანები, რომლებიც მსგავს დანაშაულებს ჩადიან ყოველთვის აგებენ პასუხის", _ აცხადებს მარკინი.