https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნიუ იორკსა და პარიზში დაცული ქართული საგანძური

11:01; 20.01.2015
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯუმათის მონასტრის გაბრიელ მთავარანგელოზის დაკარგული ხატიდან მოხსნილი ათი მედალიონიდან ცხრა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-იორკი), ერთი, წმინდა დიმიტრის მედალიონი კი ლუვრში (პარიზი) ინახება.

მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ჯუმათის მონასტერი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მდებარეობს _  ზღვის დონიდან 492 მ. მონასტრიდან ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი.

მთავარი ტაძარი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლია ადრეფეოდალური ხანით თარიღდება, მოხატულობა XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.

ლეგენდის თანახმად ჯუმათში ეკლესიის დაარსება უკავშირდება პალიასტომის ტბის გაჩენას და მიმდებარე „პავლიას ტომის“ წარღვნის შედეგად ტბაში დაძირვას. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს, ხოლო დიაკვანი ტაძრის დეკანოზად დააყენეს.

ჯუმათის მონასტერი არაერთი ქართველი და უცხოელი მეცნიერისა თუ მოგზაურის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ცნობები მონასტრის შესახებ დაცულია ვახუშტი ბატონიშვილის, იოჰან გიულდენშტედტის, ჟაკ ფრანსუა გამბას, მარჯორი უორდროპის ნაშრომებში.

მონასტრის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ პირველი ცნობა ვახუშტის ეკუთვნის.

მონასტრის პირველი სრულყოფილი აღწერა ეკუთვნის ქართველ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს.

მან ჯუმათის მონასტერი 1878 წელს აღწერა: „ჯუმათის ტაძარი ჩახატაურის დაბალი ქედის ერთ-ერთ თხემზე დგას. ეს მწვერვალი სიმაღლით ახლო-მახლო მწვერვალებიდან მხოლოდ სამებას ჩამოუვარდება. ჯუმათის ტაძარი 18 ვერსითაა დაშორებული ოზურგეთს, საიდანაც იქით მიმავალ გზას კვეთს მდინარეები ნატანები, სკურდები და სუფსა, საიდანაც ასე რვა ვერსი საკმაოდ საგრძნობი აღმართია …. ზედ მწვერვალზე ჩემ წინ გადაიშალა დიდებული სანახაობა, რასაც არ ველოდი. ყოველ შემთხვევაში მე თითქმის მთელი მხარე მომივლია და უნდა გამოგიტყდეთ, რომ არსად მთელ კავკასიაში არ შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ფართო ჰორიზონტი, როგორსაც აქედან ვჭვრეტდი ორი დღის განმავლობაში“ _ წერს ისტორიკოსი.

1877-78 წლებში ჯუმათის მონასტერი მოინახულა დიმიტრი ერმაკოვმა, რომელმაც ფოტოზე აღბეჭდა მონასტერი და მისი სიძველეები. 1890-იან წლებში ჯუმათის მონასტერი მოინახულეს და აღწერეს ოლივერ და მარჯორი უორდოპებმა.

ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იყო ჯუმათის საეპისკოპოსოს ცენტრი XV-XIX საუკუნეებში. ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსასა და რიონს შორის. ჰქონდა დიდძალი ქონება და ძვირფასი ხატები. საეპისკოპოსო კათედრის დაარსებამდე ჯუმათში მონასტერი იყო.

ჯუმათის მონასტერსა და საეპისკოპოსოს ასახელებს გერმანელი მეცნიერი იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც 1768-74 წლებში იმოგზაურა საქართველოში: „შამოქმედის მონასტრის გარდა მნიშვნელოვანი ადგილები გურიაში არის ჯუმათი და ხინო… ქვეყანას ჰყავს ორი ეპისკოპოსი, სახელდობრ ეპისკოპოსი შამოქმედელი და ჯუმათელი, რომელთაგან პირველი ზის შამოქმედის მონასტერში, მეორე კი — ჯუმათის მონასტერში“

ჯუმათის მონასტერს ეკუთვნოდა 235 კომლი გლეხი, რომლებიც იხდიდნენ 223 ქილა ღომს, 280 საწყავ ოთხდოქიან (დაახ. 20 ლიტრი) ღვინოს, 800 ქათამს, 600 კვერცხს, 12 ქილა ლობიოს. ამის გარდა მონასტერს ყმა გლეხები ჰყავდა ჩოჩხათში, ეკუთვნოდა ტყე და წყალი მალთაყვაში და იღებდა მეათედს პალიასტომის ტბაზე მოწეული თევზიდან.

ჯუმათის საეპისკოპოსო  1827 წელს გაუქმდა, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1833 წელს მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოსები. მის გარდა მონასტერში იყო ერთი იღუმენი, თორმეტი მღვდელი, ოთხი დიაკვანი და არქიმანდრიტი ანთიმოსი.

1844 წლიდან დაარსდა გურიის ეპარქია. საეპისკოპოსო კათედრა ჯუმათში დადგინდა. გურიის ეპისკოპოსი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.

1860 წელს ეპისკოპოსი გაბრიელ ტუსკია ითხოვდა რეზიდენციის ოზურგეთში გადატანას, მაგრამ ოზურგეთში შენობის გამონახვა ვერ მოხერხდა და 1886 წლამდე ჯუმათი ითვლებოდა ეპარქიის კათედრად და რეზიდენციად.

მონასტერი მოიცავს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, გალავანს, სენაკებსა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. მისი აგების თარიღი უცნობია.

დიმიტრი ბაქრაძემ ის შემოქმედზე ადრინდელად 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. იმავე წელს სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე. ტაძრის დასავლეთ ფასადზე მიშენებულია სამრეკლო (1904 წ.).

სამრეკლოზე მხედრულად შესრულებული წარწერაა:   „1904 წ. ხელობა ივანე მენაბდისა, არქიმანდრიტი ა. გერასიმე დარჩიასაგან“.

მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. გალავანში ჩაშენებულია კიდევ ერთი სამრეკლო. სამრეკლოს კვადრატულ საფუძველზე ამოყვანილი იყო მაღალყელიანი, ექვსსარკმლიანი, ქვით ნაშენი გუმბათი, რომლის ზედა დანგრეული ნაწილი ბოლო დროს აღადგინეს. სამრეკლოდანაა შესასვლელი მონასტრის ეზოში.

ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, რომლებიც საყურადღებოა არა მხოლოდ როგორც ხელოვნების ნიმუშები, არამედ ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერებითაც.

1833 წელს საქართველოს ეგზარქოსი მოსეს დავალებით შემოქმედის მონასტრის არქიმანდრიტმა არსენ მგალობლიშვილმა და დეკანოზმა იოანე გოგიტიძემ შეადგინეს გურიის სასულიერო და საეკლესიო ცხოვრების მიმოხილვა. მოხსენებაში დეტალურად იყო აღწერილი ჯუმათის მონასტრის მდგომარეობა. ამ დროისთვის მონასტერში დაცული იყო შვიდი ძვირფასი ხატი, ასევე ბარძიმი, ჯვარი, ფეშხუმი, საცეცხლური და ორი წყება სამღვდელმთავრო შესამოსელი.

1873 წელს დიმიტრი ბაქრაძეს ადგილზე არ დახვედრია მონასტრის დავთარი, რომელიც მონასტრის სხვა უძრავ ქონებასთან ერთად ქუთაისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს ჰქონდა გადაცემული. მან აღწერა ტაძარში ნანახი გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზის ხატები.

ორთავე ხატი XI საუკუნითაა დათარიღებული.

1889 წელს დიმიტრი ბაქრაძემ ნიკოდიმ კონდაკოვთან ერთად კვლავ აღწერა მონასტრის სიძველეები. ამჯერად ბაქრაძეს ადგილზე არ დახვედრია მთავარანგელოზთა ხატები.

კონდაკოვის თანახმად ორივე ხატი წაღებულია მონასტრიდან 1880-იან წლებში. ისინი ან გატაცებულია, ან მთლიანად გადადნობილი, ხოლო მედალიონები კი რუსეთში გაყიდული.

ხატები ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან გაიტანა საქართველოს ეგზარქოსთან დაახლოებულმა თბილისელმა სომეხმა ფოტოგრაფმა სტეფანე იურის ძე საბინ-გუსმა, რომელმაც 1881 წელს თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა დასავლეთ საქართველოს მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა საეკლესიო სიძველეები.

1882 წლის 25 მაისს მონასტრის მღვდელმა დიმიტრი ჭყონიამ სინოდალურ კანტორას აცნობა, რომ საბინ-გუსს გადასცა მოთხოვნილი სიძველეები. საბინ-გუსს ხატები უკან არ დაუბრუნებია, მან შემოქმედის მონასტერში დააბრუნა მხოლოდ ვერცხლის დაფაზე დაკრული ჯუმათიდან წაღებული ხატის ექვსი მედალიონი.

ხატის სიგრძე იყო 1 არშინი და 8 გოჯი, ხოლო სიგანე 8 გოჯი. ხატი თავიდან ბოლომდე გაპობილი იყო. მოჭედილობაზე მინანქრის 10 მედალიონი იყო. მედალიონის წარწერა ბერძნულია, ხელობა _ ქართული. შარავანდის ირგვლივ შემოვლებულ ოქროს სირმებიან წრეში ოქროთივე ასომთავრულად ნაწერი წარწერა იკითხება „წმინდა გაბრიელ მთავარო“.

ხატის ქვედა არშიის ნაფლეთზე ასომთავრული წარწერაა: „სვანთ ერისთავი და მანდატურთუხუცესი, იოანე, მსახურთუხუცეს მთავარი. ესე ხატი მოიჭედა დეკანოზისა დარჩიეისა ხელითა შეუნდოს ღმერთმან.“

იოანე ვარდანის ძე ასევე იხსენიება ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში.

ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით ეს ის იოანე ვარდანისძეა, რომელიც გიორგი III-ს დროს ცხოვრობდა და რომელიც 1177 წელს დემნა უფლისწულის აჯანყებაში, შემდგომში კი გიორგი რუსის აჯანყებაში მონაწილეობდა.

მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატის მოჭედილობა ოქროსი იყო. სიგრძე 1,5 არშინი, სიგანე კი 1 არშინი იყო. ქვემო ნაწილი სიძველის გამონაფლეთებად იყო ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში _ ქარქაში. თმა ხუჭუჭი აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია, მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს მოგდებული, მკერდზე შეკინძული. არშიებზე ათი მინანქრის მედალიონია ნაირფერი ფონით.

წარწერები ქართულია, ძალზე წვრილი ოქროს სირმებით შესრულებული. მთავარანგელოზს თავზე შარავანდი ადგას. მასზე სამი მსხვილი თვალი ზის: ფირუზი და ორი მარგალიტი.

შარავანდის გვერდებზე ორი მოზრდილი მინანქრის მედალიონია ცისფერ ფონზე, ოქროს სირმით შესრულებული წარწერით. ზურგზე გაშავებულ ვერცხლის ფირფიტაზე წაწერაა:  „ჰოი, შენ მთავარანგელოზო მიქაელ, მეოხ ეყავ შემამკობელსა შენსა ერისთავთ-ერისთავსა და სუანთა ერისთავს გიორგი გურიელსა (ლომკაცსა) და მეუღლესა დედოფალთ დედოფალსა და ჩვენსა შვილსა“

ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვარის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი. ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტერს გიორგი გურიელმა და მისმა მეუღლე ხვარამზემ შესწირეს.

ტვიფრული მინანქრის უნიკალური ნიმუში, მთავარანგელოზების ხატი, დღეს დაკარგულია.

მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი ტვიფრული მინანქრის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენდა. გამოსახულების კონტურები შესრულებული იყო ოქროს ზედაპირის ჩაღრმავებული ფონით და იგი ამოვსებული იყო ფერადი მინით. კონდაკოვი და ბაქრაძე ხატს XIII-XIV საუკუნეებს აკუთვნებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ იგი მხატვრული თვალსაზრისით ენათესავებოდა გელათის მაცხოვრის ხატის მინანქრებს. დღეს ხატი დაკარგულია.

ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წმინდა გიორგის ოქროში ნაჭედი ხატი. იგი პირველად დიმიტრი ბაქრაძემ აღწერა. 1889 წელს სრულად აღწერა კონდაკოვმა. ჩვენამდე მოაღწია ხატის მხოლოდ ფოტომ, რომელიც ერმაკოვმა გადაიღო. წმინდა გიორგი ხატზე გამოსახული იყო სრული სახით, ფარით ხელში, ცხენის გარეშე.

ჯუმათის მონასტრის კუთვნილი ერთი ხატი ექვთიმე თაყაიშვილმა 1910 წელს აღმოაჩინა სვანეთის სოფელ სვიფში, წმინდა გიორგის ქვის ეკლესიაში. ეს იყო მთავარანგელოზ მიქაელის ოქროთი დაფერილი ვერცხლის ხატი, ნაჭედი, 16*12 სანტიმეტრი ზომის.

მთავარანგელოზი რომაული საომარი ტანისამოსი თარის წარმოდგენილი, მარჯვენა ხელში ქარქაშიდან ამოწვდილი მალი უჭირავს, მარცხენაში _ ქარქაში. თმა შუბლს ფარავს და კიკინებად ჩამოდის ყელამდე, ფრთები ზომიერი აქვს. აშიები მოგრძო უჯრედებადაა დაყოფილი, ბალახოვანი, ლამაზი ორნამენტით არის შემკობილი. ხატს სახელი ზემოთ ბერძნულად ეწერა.

ზემო აშიაზე ჰქონდა ასომთავრული წარწერა ჯუმათის მთავარანგელოზი, ხოლო ქვემოთ იყო მეორე წარწერა: „ჯუმათისა მთავარანგელოზო, მეოხ ექმენ ბერსა კოტრიძესა“.

მინიატურა ადიშის ოთხთავიდან, რომელიც ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთიდან ჯუმათში გადაიტანა, ხოლო შემდეგ სვანეთში მოხვდა ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

მონასტრის მამასახლის ნიკოლოზს უმოგზაურია კლარჯეთში დაიქიდან ჯუმათში ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება ადიშის ოთხთავი, უდაბნოს მრავალთავი, ხელთ-კანონი და კითხვა-მიგება. ნიკოლოზ ჯუმათელი XV-XVI საუკუნის მოღვაწე უნდა იყოს, XVI-XVII სს-ში ადიშის ოთხთავი უკვე სვანეთში ჩანს. ჯუმათში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.

ჯუმათის სიძველეებს შორის აგრეთვე იყო: გიორგი გურიელის და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი ვერცხლის კუბოთი; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა, ხოლო ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული; მარეხ ანთიძის შეწირული მაცხოვრის მოოქროული ვერცხლის ხატი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით; გიორგი გურიელის, მიძიძმა ლომასა და მეუღლე ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი; კახაბერ გურიელის მიერ შეწირული გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი.

XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაიძარცვა.

1905 წლის 5 აგვისტოს მოიპარეს ძვირფასი ქვები და ხატები სულ 40 000 მანეთი ღირებულებისა. იმავე წლის 4 სექტემბერს გაიმართა კრება, რომელსაც 34 ათასი კაცი ესწრებოდა. კრებამ შეპყრობილი დამნაშავეები გაასამართლა, მაგრამ სასჯელი (დამნაშავეებს ერთი წლით ბორკილი დაედოს, ზურგზე დაეწეროს დანაშაული და სხვა სოფელში იცხოვრონ) არ აღსრულებულა.

1921 წელს გაიტაცეს და თბილისში, ბაზრობაზე ნაწილ-ნაწილ გაყიდეს წმინდა გიორგის ხატი.

ღვთისმშობლის ხატიდან აღებული 18 გირვანქა ვერცხლი სოფლის მოსახლეობამ კლუბის მშენებლობას მოახმარა. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი.

ამავე წელს შალვა ამირანაშვილმა და აკაკი შანიძემ გურიაში გადარჩენილი სიძველეები შეკრიბეს. მათ ჯუმათის მონასტრიდან თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანეს ხატის ნაკერი ბუდე და ძვლის კვერთხის თავის ნაწილი, ხოლო ოზურგეთში, გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმში დატოვეს XVIII საუკუნის უყდო ნაკლულევანი მარხვანის ხელნაწერი.

მონასტრის სიძველეები კონდაკოვმა აღმოაჩინა პეტერბურგელ და მოსკოველ კოლექციონერებთან, ზვენიგოროდსკისთან, ბოტკინთან, ბალაშევთან.

წმინდა გიორგის მედალიონი მოხვდა ბობრინსკის კოლექციაში, ხოლო 1915 წლიდან ბარონ შტიგლიცის სასწავლებლის მუზეუმში. 1924 წლიდან ეს მედალიონი ერმიტაჟში ინახება. მაცხოვრისა და წმინდა დემეტრეს მედალიონები მ. ბოტკინის კოლექციაში ინახებოდა.

1923 წელს ბოტკინისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა სახელმწიფო საგანძურში ინახებოდა. მისით შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა, მაგრამ განძეულობის გატანაზე თანხმობა ვერ მიიღო.

საბოლოოდ ამირანაშვილმა საქმეში უშუალოდ სტალინი ჩართო და ბოტკინის კოლექციის საქართველოში წაღების უფლება მიიღო. ამჟამად ისინისაქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

წმინდა თევდორეს მედალიონი პეტერბურგში რუსულ მუზეუმშია დაცული.

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატებიდან დაკარგული მედალიონები საბინ-გუსისგან რუსმა კოლექციონერმა ზვენიგოროდსკიმ 30 000 ოქროს მანეთად შეიძინა.

რუსეთის იმპერატორის ბრძანებით კონდაკოვი საქართველოში იქნა მივლინებული, რათა მას აღერიცხა ქართული მონასტრებიდან დაკარგული განძი.

ბაქრაძემ და კონდაკოვმა შეადგინეს დაწვრილებითი ანგარიში და მოხსენება, სადაც ითხოვდნენ მძარცველთა დასჯას და კოლექციონერთაგან ძვირფასეულობის მონასტრებში დაბრუნებას. საქმეს მსვლელობა არ მიეცა.

კოლექციონერ ზვენიგორდსკის სურდა, ერმიტაჟისთვის მიეყიდა ჯუმათის ძვირფასეულობა, მაგრამ ერმიტაჟის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ კოლექციონერი უფასოდ დათმობდა მათ და ფული არ გადაიხადა.

ზვენიგოროდსკიმ სიძველეები კოლექციონერ ჯ. პირპონტ მორგანს მიჰყიდა. მორგანმა სიძველეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს დაუთმო.

მუზეუმში კოლექციას ასეთი წაწერა აქვს:   „ბიზანტიური მინანქრების ეს კოლექცია, რომელიც თარიღდება XIII-IX საუკუნეებით, ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და უფართოესია არსებულთაგან. უმრავლესობა ამ ნივთებისა შეგროვილი იყო რუსეთში XIX საუკუნეში, დიდი რუსი მოხელის, ალექსანდრე ზვენიგოროდსკის მიერ. ეს ნივთები ბოლოს ჯ. პირპონტ მორგანმა შეიძინა და თავისი შვილის სახელით შესწირა ამ მუზეუმს 1917 წელს“

აშშ-ში ქართული საგანძურს ყურადღება ვასილ დუმბაძემ მიაქცია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ერთი, წმინდა დემეტრეს მედალიონი ლუვრს გადასცა.

წმინდა თევდორეს მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

p.s. საბჭოთა ხელისუფლების დროს ჯუმათში ერთი მღვდელმონაზონი იოანე გოგუა ცხოვრობდა. იგი 1959 წელს გარდაიცვალა. მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული. ქვემეხის ჭურვმა შეიწირა მონასტრის სამრეკლო. 1980-იან წლებში მონასტრის ტერიტორიაზე პიონერთა ბანაკი იყო. სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინე მელიქიძემ. მთავარ ტაძარზე მიშენებული ეკვდერი ხარების სახელზე იკურთხა. 1995 წელს მონასტერი მოილოცა ილია II-მ. 1998 წელს აიგო მირქმის სახელობის პატარა ტაძარი.

სტატია მომზადებულია ვიკიპედიას მასალების მიხედვით

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

გამოკითხვა _ იცნობთ თუ არა მუნიციპალიტეტის ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებს?

აკადემიკოსი _ მნედ

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო